სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი”
![]() ![]() მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო. მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო ![]() ![]() მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება: ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში. შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე. “თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია… გადავხსენი თოფი და ………. სადააა ნარეზიიი ….. ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით….. შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს…. - “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა….. - რა ნარეზიოოო ?!?!?!? - რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!! ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი… - მაგას ნარეზი არა აქვსო !!! - მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!! - სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა) - რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი… მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! ![]() ![]() ![]() ![]() როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”. თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . . მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის… მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას) დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის: - გოგა ! - ჰა - თოფს ვყიდულობ - მერე - ნარეზი არა აქვს - რა ნარეზი !?!?! - ლულაში ნარეზი - პაუზა . . . - შენ შ… ხომ არ გაქვს !!!! - ზუმერი .…… დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია მეორე: “რას გვიშვრება თელასი”
ესეიგი რა ხდება. ერთ დღეს ვზივარ სახლში (ტაბახმელაში ვცხოვრობ ცნობისთვის). ვზივარ და საქმე არა მაქ არაფერი. საღამო ხანია. რა ვაკეთო არ ვიცი და დავურეკე ჩემს მამიდაშვილებს (ტამპლიერი იყო მასინ თუ არა – არ მახსოვს), ამოდით თქო. აქვე გადავიდეთ ტაბახმელის მინდვრებში “რამეზე” ვინადიროთ. იმათაც დიდი თავპატიჟი არ დაუწყიათ და ამოვიდნეეეენ. ამოსვლით კი ამოვიდნენ, მაგრამ მამენტ არცერთი აზრზე არ ვართ როგორ უნდა ვინადიროთ “რამეზე”, თანაც ღამე. ერთად ერთი რაზეც ყველანი ერთხმად შევთანხმდით ის იყო, რომ ფანარი საჭიროა ![]() ![]() ნუ ფანარი კი მქონდა. რაღაც დიდი ფანარი იყო, ლამის კილომეტრში ურტყავდა სხივი. ხოდა ჩავაწყეთ ჩვენი იარაღები და “ფანარი” ნივაში და გადავედით მინდორზე. სახლიდან გამოსული არ ივყავით ჯერ, რომ მთელ დასახლებაში (ტაბახმელა, შინდისი, წავკისი) წავიდა შუქი. ეს შენი ფანარი მალე ჯდებოდა და ამიტომ 3 მეტრიანი კაბელით მიერთებული გვქონდა აკუმლიატორზე და ასე დავბოდიალობდით: 1 კაცი მანქანაზე იჯდა, 1–ს ფანარი ეჭირა (ეს ფუნქცია თქვენ მონა მორჩილს ერგო ![]() ცოტა ხანი რო ვიარეთ, ერთი კი დავფიქრდი: ამ ფანარს რომ დავარიხინებ აქეთ იქეთ, ეს “რამე” რომ გამოჩდეს როგორ უნდა მივხდეთქო. ამათმაც პროფესიონალურად მიპასუხეს: შენო “რამეს” თუ მიანათეო – იმასო თვალი გაუნათდებაო. ხოდა რო გაუნათდებაო აღარ უნდა მოაშოროო სხივიო, თორე გაგექცევაოო… ნუუუ ინსტრუქცია მივიღე და ვიქცევი ამ ინსტრუქციის თანახმად. ერთიც გამოვატარე ეს შენი ფანარი და რას ვხედავ…. იქედან რაღაც ანათებს… ანათებს – ზნაჩიტ მიყურებს, მიყურებს – ზნაჩით “რამეა”… ხოდა ერიაჰა ბიჭებო დავიჭირე თქო და დასცხეთ…. სადააოო ვერ ვხედავთო…. რას ვერ ხედავთ, აგერ სხივს გააყოლე თქო თვალი, შორს რომ არის…. მოკლედ იმათმა მაინც ვერაფერი ვერ დაინახეს, მაგრამ მე რახან ვხედავდი გავარდნენ წინ… მე დავრჩი მანქანასთან. ფანარს არ ვატოკებ !!! არ გამექცეს თქო !!! ხოდა ვდგევარ ასე, ვდგევარ…. ვდგევარ…. ეს “რამეც” ესეიგი თვალს არ მაშორებს… არც კი ინძრევა… ისე მაშინვე გამიკვირდა “ეს რამე ცალთვალა რატოა თქო”, მაგრამ იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციე… ასე დგომა დგომაში გავიდა 20 წუთი, ხელიც დამეღალა (მძიმე ფანარი იყო საკმაოდ)… ისინიც არ ჩანან, არც უსვრიათ… ესეც მიყურებს, თვალს არ მაშორებს… მეც ვუყურებ…. ერთი ვიფიქრე, პატარა ექსპერიმენტს ჩავატარებ… უცბად გავწიე ეს ფანარი და გამოვწიე ისევ… მიყურებსს…. ვაა… გავწიე კიდე და გამოვწიე… ისევ მიყურებს… არც კი ინძრევა… ერთიც ავიღე და გავწიე და აღარ გამოვწიე. . . მაინც მიყურებს ეს დედაბნელი….. ეხლა უკვე დავიბენი… ჩავაქრე ეს შენი ფანარი და ვუყურებ… ისიც სტროგად მიყურებს….. მიყირებს მიყურებს და უცბად გაიჩითა ძალიან ბევრი რამეები !!!!!!!!!! და ყველა მე მიყურებს….. ესეიგი ჭკუაზე თუ არ შევიშლებოდი არ მეგონა…. კაი ხანი დაბნეული ვიდექი…. ეჰჰჰჰ . . . მერე კი მივხდი რა მოხდა – წავკისში შუქი მოვიდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მანამდე კიდე ვიღაცას ეტყობა გენერატორი ჰქონდა დაქოქილი და ერთი ნათურა ენთო სახლში ![]() ცოტა ხანში ჩემი მამიდაშვილებიც მოვიდნენ… 5 კილომეტრიანი მარშ–ბრასოკის შემდეგ ნადირობის თავი აღარავის აღარ ჰქონდა. ![]() ასე იყო ეს ამბავი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მიყურებს და უცბად გაიჩითა ძალიან ბევრი რამეები !!!!!!!!!! და ყველა მე მიყურებს….. სულს ვეღარ ვითქვამდი ეს რომ წავიკიხე, თანამშრომლებს გიჟი ვეგონე, ძლივს მოვეგე გონს გაიხარე, ძალიან გამახალლისე ![]() ყველა მე მიყურებს ....... თუ სკამიდან არ გადმოვვარდებოდი არ მეგონა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მეც მოვყვები ერთ ამბავს ზამთარია, წელს, იანვრის ბოლო, იქ ვართ სადაც კურდღელი ხურდაში მოდის, სამნი, ჯანდარადან გადავედით, ხევს ვწმენდთ, ალექსის, იცნობთ ფეხბურთი ითამაშა ჩვენთან ერთად, კურდღელი გაუხტა და მოპირდაპირე ბექზე გავიდა და ალექსიც მიყვა, მოპირდაპირეზე ჩემი მეგობარი მიდიოდა, მე ხევის ბოლოს, იმას დავუძახე, გადაუჭერი გზა და მოტრიალდება-თქო, მე ხევის ბოლოს დავუყევი მოსაჭრელად, ის ჩემი მეგობარი მოდის და ძლივს სუნთქავს აუ რას დარბისოო,ვერ დავეწიეო, ამოიოხრა ხო, გარეული კურდღელია და რას დაეწეოდი მეთქი კურდღელი კი არა ალექსი რას დარბისო თურმე ამას კურდღელი რომ გამხტარა საერთოდ ვერ დაუნახვს და ალექსისთვის უნდოდა გზის მოჭრა, თან გულში გაგინებდი ეს რა უბედურება ყოფილა კურდღელზე ნადირობა, თუ პადელნიკს გზა უნდა გადაუჭრაო |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 22:25 |