სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი, მწვანე, მზიანი და ხალისიანი გასვლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი, მწვანე, მზიანი და ხალისიანი გასვლა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
1.ეკიპაჟი მანქანა: Nissan Mistral 2.7 TD
ჭალიმგელა ნუკრიMAX დაჩი 2.ეკიპაჟი მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD TAMPLIER ვიტო Davitus 3.ეკიპაჟი (კვირას ჩამოსული) მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD ჩელე ეკა გოგა სერგო ტასო ამინდი: მზიანი, მანძილი თბილისიდან: 75 კმ, გზის სირთულე: მხოლოდ ჯიპის კატეგორიის მანქანებისთვის (გადასახვევიდან) მანამდე ნებისმიერი მანქანა მიდის მგზავრობის დრო: მიახლოებით 80 წთ ნელ-ნელა ჩამოცხა დედაქალაქში, მიუხედავად იმისა რომ შედარებით გრილი ზაფხულია, მზე მაინც არ გვავიწყებს თავს და ვიქენდებზე სითბო-მზრუნველობას გვპირდება, ეს ერთ-ერთი მიზეზი, საკმარისია ხოლმე დაემატოს სხვა მცირე მიზეზების ერთობლიობას, ოჩოპინტრელების ტვინში უმალ წარმოიქმნება იმპულსი რომელიც სიმწვანის, სიმშვიდის და დასვენების დეფიციტის გამანეიტრალებელია... სწორედ ამ იმპულსის წყალობით შედგა ქვემოთ მოყოლილი და დასურათებული ერთ-ერთი უმაგრესი და ულამაზესი გასვლა... გასვლასთან დაკავშირებული დილის პირველი ზარი ჩემს ტელეფონზე ვიტოსგან დაფიქსირდა, დააზუსტა ხომ არ ჩაგეძინაო, რათქმაუნდა იმიტომ რომ ჩვენს გადასაადგილებელ ბრორბლებიან ყუთს მე ვმართავდი, ჩალაბარგებული ვიყავი, ამიტომ 5:30 სთვის ტამპლიერს გავუარე, ჩავლაგდით და ზუსტად დანიშნულ დროს 6:00-ზე ვიტოსაც დავადექით,ყველაფერიც ვიყიდეთ, ჯიპიესიც გავამზადეთ ტრეკის ჩასაწერად და დავადექით მამკოდას გზას სიონისკენ... მინდა ვთქვარომ საკმაოდ პუნკტუალურად და ოპერატიულად გავედით (პრინციპში 3 კაცის შეკრებას მეტი არც ჭირდება ხოლმე : ))) ) ![]() 70 კილომეტრიანი გზა მეტნაკლებად გაიწელა, უფრო შუა მონაკვეთი, დანგრეული ასფალტის საფარი სწრაფად გადაადგილებაში ხელს გვიშლიდა და დამღლელიც კი იყო, სამაგიეროდ გზაზე არსებული ტყე, ცოტათი მაინც გვიმსუბუქებდა მოწყენილობას, თუმცა ლაპარაკ ლაპარაკით სიონის გადასახვევთანაც მივედით, გრუნტის გზა ბევრად სასიამოვნო და საინტერესო გასავლელია თავის ”დიაგონალებით,” დაქანებით, გამხმარი ”კალეებით” და მჭიდროდ გარშემორტყმული ხე-ბუჩქნარებით, გაივლი ერთ დაღმართს და ფიქრობ რა ”სიამოვნება” გელოდება ამოსვლისას თუ გაგიწვიმდა მშვენიერი დილა ისევ ინარჩუნებს თავის სიმშვენიერეს მწვანე წალკოტის და ამავე ფერის წყლის ფონზე, მივადექით დანიშნულ დისლოკაციის ადგილს, პირველ ეკიპაჟს უკვე აუთვისებია ტერიტორია დაჩის პირველი შამაიაც დაუჭერია, ინფორმატორებმა ეგრევე გვამცნეს სიტუაცია, მოდის კარგად, საშუალოზე პატარები 10-12 სმ და ქვემოთ, ჩვენც მეტი რა გვინდა, სანამ ფსკერული ანკესები თავის პასიურ საქმეს გააკეთებენ, ტივტივათი გართობა გარანტირებული გვაქვს მეორე ეკიპაჟიც ვითვისებთ არეალს, თვალი ხარბად ისრუტავს მწვანეში ჩაფლულ ლანდშაპტის პეიზაჟს, ტვინი განცხრომაშია-პოზიტიურ ენერგიას იგროვებს, სხეულიც ბაირამობს-გრილ ნიავს და დილის მზის სასიამოვნო სხივებს არ იკლებს. გარშემო იდეალური, ბუნებრივი სიმშვიდეა, ფრინველების ხმიანობა სასიამოვნოდ ხვდება სმენის ორგანოებს, გვედით მეზობლად რეინჯ როვერი ჩანს, ბუნეის მოყვარული 2 მეთევზეები სრულ მზადყოფნაში არიან, ჩაგდებული ანკესების ძუებით გაკეთებული აბლაბუდას ქსელები ისეთი სასიამოვნო დასანახია, არ შეიგიძლია სურათის გადაღებისგან თავი შეიკავო, ვიღებ აპარატს და ვიწყებ გამაოგნებელი სანახაობის სიფრულ ფორმატში გარდაქმნას, რათა სხვასაც მივანიჭო იმ სიამოვნების მცირედი რასაც ჩვენ აღვიქვამთ დავიწყოთ ნუკრამ, დაჩიზე ნაკლები რით ვარო და ეტაკა ეგრევე ![]() მაგრამ ჭალოს უკვე დაჭერილი ყავდა, საკმაოდ არაუშავს და იმედისმომცემი ეგზემპლიარი : )))))) ამიტომ, ნუკრას "რეკორდი" ჩაუფლავდა : ))) ![]() ეს ვალოდია ჯინჭარაძე არც ვიცი საიდან გაიჩითა მაგრამ საკმაოდ კაი ვინმე იყო, კარგი რაღაცეები აკეთა ![]() ხოოოდა, დაიწყო სამზადისი... ![]() ![]() ![]() ![]() გაიხადა... იქნებ ოჩოპინტრეს ლოგო დავანახო და გაჭრასო, მაგრამ... ![]() ბუნება იყო ისეთი... დისკომაც ფრთები გაშალა : )) ![]() ფიქრი სიონის პირას, ანკესით ხელში: მოვა თუ არ მოვა... საკითხავი აი ეს არის ![]() ![]() ![]() ნუ...ზოგი ფირობდა, ზოგიც სიზმრობდა : )) ![]() ![]() ![]() ![]() კამუფლირებულად ფიქრი რომ მობეზრდა, ოჩოს მაიკით იფიქრა ![]() ![]() ეს ყაზილარი, სულ არ ფიქრობდა, ოცნებობდა და იმიტირებდა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ვალოდია ჯინჭარაძე ფიქრებშია, სუფრას რაღაცა ჰაი ტეკი აკლიაო ![]() მოიფიქრა რაღაც აშკარად... ![]() დააი ისიც: საველე ნაჩნიკი 2011 ![]() თებზი და მაყალი 2010 ![]() ![]() ![]() სტენბაი რეჟიმში, ლოდინისას ![]() ![]() ზოგი დროს კლავდა,სხვადასხვა მეთოდით ![]() ეს სიმწრის სიცილის დასურათებული მაგალითია ![]() თებსს კი არსადაც არ ეჩქარებოდა, ნელა და დიდი რუდუნებით იბრაწებოდა : ))) ![]() ![]() თებზი შეიწვა თუარა, იმ მომენტიდან, აპარატი არც არავის გახსენებია, შევუდექით ქეიფს, დღის განხილვას, ლაზღანდარობას და რავიცი... მოგვიანებით დავიშალეთ, ზოგი კარავში, ზოგიც ღია ცის ქვეშ- "სპალნიკებში" დიდხანს მესმოდა ვიტოს და ნუკრას ომობანას თამაშის ხმები, მერე ამ გემრიელ ფონზე ჩამეძინა... მესიზმრება ვითომ ქედნებს მივეპარე ხეზე, და ეს ესაა უნდა ვესროლო ქვემოდან, მაგრამ დამასწრო და თავზე დამასკლინტა... ვაახ გავგიჟდი, მოვიწმინდე, ისევ უნდა დავუმიზნო, ახლა მეორემ დამასკლინტა პირდაპირ თვალებში, თან არ მისწორდება და თან ვფიქრობ რა კარგია რომ დათვები ხეზე არ ცხოვრობენ... როგორც იქნა მოვიწმინდე სკლინტი და ისევ უნდა ავწიო თოფი დასამიზნებლად და ვხედავ ზემოდან დამყურებს რამდენიმე ასეული პრ**ჭი, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი ყველამ ერთად რომ დაუშვას დამფარავს თუ ვერათქო, სულ სეტყვასავით წამოვიდა, მოკლედ ჩემს სადარდებელში ვარ და მესმის ტყის სიღრმიდან: მანქანა ვინ დაკეტა! გასაღები სად არის ამის დედაც! სულ გავილუმპე ტოოო! ტამპლიერა ჩიოდა : ((( ფაქტიურად გამომაღვიძა და გადამარჩინა... ისე მეზარებოდა ადგომა, ვიფიქრე სანამ მთლიანად შევა წვიმა საძილე ტომარაში და სანამ არ გავილუმპები არ ავდგები თქო, 5 წუთი იწვიმა და გადაიღო, კარგი თავსხმა რომ ყოფილიყო, კი მოგვიწევდა მანქანაში ღამის თევა 4 კაცს : ) დიდი მადლობა ღრუბლებს, რომ არ გაგვიმეტა : ) გაგრძელება იქნება... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 03:15 |