საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 18 2011, 22:38
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ესკიდევ თუ რომელი ამინდია სათევზაოდ შედეგის მომტანი:სათევზაოდ წასვლის წინ გაითვალისწინეთ, რომ დასვენება და შესაბამისად თევზაობა არ შედგება თუ: ატმოსფერული წნევა იწევს დაბლა; აღამოსავლეთის ქარი ძლიერდება და იცვლის მიმართულებას საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ; ქარი ქრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუსტი-ცვალებადი ან ძლიერი კორიანტელია; საღამოს დაისი მეწამული – ზაფხულში წითელი და ზამთარში მოყავისფრო; მზე ამოსვლისას და ჩასვლისას ოქროსფერია; მზის ან მთვარის ირგვლივ წრეები წარმოიქმნა, რომლებიც დაფარულია თეთრი თხელი ნისლით და ღრუბელით; ფქელი ღუბლების ფენა ნელ-ნელა იცვლება თხელი ღუბლების ფენით; მზე ჩადის ფართო თხელ ღუბელში, ხოლო როდესაც მისი სხივები მუქდებიან – ჭექა-ქუხილი იქნება; მოღუბლულობა ძლიერდება – საგრძნობლად ფუჭდება ხილვადობა; იზრდება ჰაერის ტენიანობა; მიწას ბურუსი ეფინება; ნამი საღამოს მდელოზე არ ჩნდება, დილით კი ჩამოკიდულია ფოთლების ან ბალახის წვერებზე და არ შრება თითქმის შუადღემდე; დილა ბურუსიანი ნისლიანია; ღრუბლების სელი ფენა ვიწრო ზოლებად იკლაკნება, ან ცის თაღი ამღვრეულია ტალღებივით და დაფარულია წვრილ-წვრილი ღუბლებით; წვიმა ან თოვლი მოდის თანაბრად მცირეოდენი შესვენებებით; ზაფხულში, ცივ წვიმიან ამინდში ჭექა – ქუხილის შემდეგ მოსალოდნელია ხანგრძლივი სიცივეები, ხშირად კი ტემპერატურის დაცემა; მდინარეებში წყალი მუქდება, ელოდეთ ჭექა – ქუხილის; ყინვების წინ ჭებში წყალი მატულობს; თოლიები ბევრს ბანაობენ – წვიმა იქნება; ქათმები, იხვები, ბატები ისუფთავებენ და იპოხავენ ბუმბულებს, მამლები და ხშირად ყივიან; მოლაღური ყივის, წეროები მდუმარედ დაფრინავენ დაბლა და სწრაფად; ზამთარში ყვავების გუნდი ჩხავის – ყინვა იქნება; ზამთარში ყვაყების გუნდი ხეებზე დაბალ ტოტებზე სხედან – ელოდეთ ქარს; ჭიანჭველები ბუდესთან იკრიბებიან; ჭრიჭინები იმალებიან ბუჩქების, ფოთლებისა და ბალახების ქვეშ; ჩვეულებრივი მჟაველა, მდელოს სამყურა, იები, მინდვრის ხვართქლა კეცავენ თავიანთ ყვავილებს და ფოთლების ყუნწებს ეწებებიან; ნარშავის ეწკლები არ იჩხვლიტება; ნაძვის ტოტები მოშვებულია და გირჩების ქერცლი შემჭიდროვებულია; წვიმის წინ ტირიფის ტოტებზე წარმოიშობა ნამი; ასეთივე “ცრემლები” წარმოიშობა წაბლის ფოთლებზე წვიმის დაწყებიდან ორიდღე-ღამით ადრე; მამალი გვიმრის ფოთლები ეხვევიან; ქალაქის ბინებში წვიმის წინ, ცივი წყლის მილები ტენიანდება. |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita ოქროსფერი კეფალი: ... Jul 12 2011, 19:42
gocha-tita შავპირა ღორჯო. სხე... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita წითელტუჩა ჭერეხი:... Jul 12 2011, 21:05
gocha-tita მტკვრის მურწა:ზურ... Jul 12 2011, 21:28
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita ცისარტყელა კალმახ... Jul 12 2011, 22:28
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:16 |