Fabarm და XLR 5 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
Fabarm და XLR 5 |
Jan 5 2010, 13:41
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც
![]() Fabarm spa, ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni). ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს! მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს! XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76) ![]() ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში! უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე! პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს! სერტიფიკატი: ![]() ![]() მარკირება: მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი). ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი! ![]() რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს! ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე! ![]() ნაკლები დენთის შემთხვევაში: ![]() მეტი დენთის შემთხვევაში: ![]() ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში XLR 5 LION H35 LION H38 LION H368 S.A.T. 8 გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი! 2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი! ![]() ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას! შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს. ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით! ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა! ![]() თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს. ![]() XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება. ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა! ![]() ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი) იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ! ![]() ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია: Fabarm-ის ვებ-გვერდიდან; http://gunmag.com.ua |
|
|
|
![]() |
Jul 19 2011, 09:20
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მიტანას რაც შეეხება მიიტანა მც 21-12 - 1 ცალი საფანტით მეტი მაგრამ.. ნიტანა ეგრე ვერ გაიზომება. შეიძლება მეტი რომ მიიტანა არც ვარგოდეს ვინაიდან ვერ შლის და მაგიტომაც მიიტანა მეტი, ამიტომ გააჩნია მანძილს და ჩოკებს. ასე რომ შუკა ის 1 საფანტი დაიკიდე მე პირადად ამ თოფში აღმაფრთოვანა მისმა მოხვედრის ძალამ.... 'მაგრად ურტყამს' ბოლო სტენდზე რასაც მოხვდა მტვრად აქცია ბასარიონ ამ თოფზეც თქვი პატარა რომ მოვიცლი მერე. ეხლა გაჭედილი ვარ! |
|
|
|
ბესო Fabarm და XLR 5 Jan 5 2010, 13:41
Bonehill მე პირადად ამ თოფშ... Jul 17 2011, 08:57
გიზოვიჩი Fabarm Gamma 2 Sport 12ga
ბასარიო... Jul 17 2011, 10:42
შუკა Fabarm XLR 5 სიძლიერეში მ... Jul 17 2011, 10:55
kupra ხოშიანი რამეა დიდი... Jul 17 2011, 11:34
dole ერთერთი მნიშვნელო... Jul 18 2011, 12:21
romeo 1 ისე ვერ გავიგე რატ... Jul 20 2011, 15:11
შუკა RE: Fabarm და XLR 5 Jul 20 2011, 19:02
romeo 1 თბილისის ერთ-ერთ ს... Jul 21 2011, 10:23
hunter777 სულაც არაა სასაცილ... Jul 21 2011, 10:30
romeo 1 თოფს რომ ვაზნის შე... Jul 21 2011, 10:54
Davitus ამთემას ნუ გააოფებ... Jul 22 2011, 00:22
kupra მჯობნის მჯობნი არ ... Jul 22 2011, 00:23
romeo 1 ჩემი აზრით შეიძლებ... Jul 22 2011, 09:45
hunter777 +100 გაიხარე, ეგ ეგრ... Jul 22 2011, 09:53
ჭალიმგელა romeo 1
+100000
აბსოლიტური ... Jul 22 2011, 10:00
Davitus romeo 1
10000000000000% ით გეთან... Jul 22 2011, 10:20
dole აქ მგონი დავა მიდი... Jul 22 2011, 10:23
romeo 1 Davitus ეგ ფასები მაგნუ... Jul 22 2011, 10:32
ზახარა ციტატა(romeo 1 @ 22nd July 2011 ... Jul 22 2011, 10:47
romeo 1 ზახარა სხვაობას გა... Jul 22 2011, 11:17
ზახარა romeo 1
მადლობთ პასუხი... Jul 22 2011, 11:23
T A M P L I E R ციტატა(romeo 1 @ 22nd July 2011 ... Jul 22 2011, 11:26
romeo 1 ლულაც, რესივერიც, ნ... Jul 22 2011, 11:46
PREDATOR თელავში ვნახე FABARM XLR5... Oct 1 2011, 18:16
mgeluka მე პირადად გამოვცა... Oct 8 2011, 23:09
Zhorika ვინმემ თუ იცის ფაბ... Jan 16 2012, 14:46
alika77 Fabarm შედარებით ახალგ... Jan 24 2012, 17:22
იეტი ციტატა(alika77 @ Jan 24 2012, 18... Feb 21 2012, 20:47
MIMINO სანამ არ ვნახავ 25 წ... Jan 24 2012, 17:42
Davitus alika77
პირველწყარო მი... Feb 22 2012, 00:14
gsx ციტატა(Davitus @ Feb 22 2012, 01... Feb 22 2012, 13:22
alika77 ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 14... Feb 22 2012, 16:17
შუკა MIMINO
ჩემ ფაბარმს 2 წე... Feb 22 2012, 02:47
MIMINO მე არ ვამტკიცებ რო... Feb 22 2012, 08:54
gsx რა შუაშია დავბერდე... Feb 22 2012, 16:33
იეტი თემას არ ავცდები თ... Feb 22 2012, 16:39
gsx გაძლოს ბატონო გაძ... Feb 22 2012, 16:57
იეტი იარაღზე რომელიც 1630 B... Feb 22 2012, 17:11
gsx ლულაა მარტო იარაღი... Feb 22 2012, 17:22
იეტი ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 18... Feb 22 2012, 17:41
Bonehill რაც არ უნდა ვილაპა... Feb 22 2012, 17:31
hunter777 ბონეს მივესალმე მა... Feb 22 2012, 17:42
იეტი ციტატა(hunter777 @ Feb 22 2012, 1... Feb 22 2012, 17:49
gsx hunter777
პირველად გესმ... Feb 22 2012, 17:50
hunter777 ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 18... Feb 22 2012, 17:56
იეტი ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 18... Feb 22 2012, 18:01
gsx ვიცი როგორც ხმარობ... Feb 22 2012, 17:58
hunter777 ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 18... Feb 22 2012, 18:04
MIMINO გასაგებია რომ მაღა... Feb 22 2012, 17:59
იეტი ციტატა(MIMINO @ Feb 22 2012, 18... Feb 22 2012, 18:07
hunter777 ციტატა(იეტი @ Feb 22 2012... Feb 22 2012, 18:19
gsx ზიმსონის და ზაუერი... Feb 22 2012, 18:03
hunter777 ბრაუნინგის ფანი ვა... Feb 22 2012, 18:09
gsx რატო იყვნენ უცოდინ... Feb 22 2012, 18:17
gsx უჟანგავ ფოლადს გერ... Feb 22 2012, 18:29
hunter777 რომელ მოდელებში ნა... Feb 22 2012, 18:41
gsx ზაუერი იყენებდა კრ... Feb 22 2012, 18:46
hunter777 ციტატა(gsx @ Feb 22 2012, 19... Feb 22 2012, 20:36
gsx hunter777
გაიხარე
ფაბ... Feb 22 2012, 20:49
შუკა ეს ,,ხელმეხი" დავ... Feb 22 2012, 21:29
gsx ციტატა(შუკა @ Feb 22 2012... Feb 22 2012, 21:40
hunter777 ვა საგოლ მომლოცავს... Feb 22 2012, 21:33
შუკა hunter777
გავაოფოთ??
მად... Feb 22 2012, 21:43
იეტი ციტატა(შუკა @ Feb 22 2012... Feb 22 2012, 22:07
PREDATOR ციტატა(შუკა @ Feb 22 2012... Feb 27 2012, 15:07
ნუკრიMax შუკა
ნამდვილ ტყვი... Feb 22 2012, 21:58
hunter777 ტარი თუ კონდახი ბი... Feb 22 2012, 22:04
შუკა hunter777
ტარ - კონდახი ი... Feb 22 2012, 22:08
hunter777 ციტატა(შუკა @ Feb 22 2012... Feb 22 2012, 22:31
hunter777 შუკა
hunter777
ტარ - კო... Feb 22 2012, 22:23
MIMINO შუკა გილოცავ ახალ ... Feb 23 2012, 08:59
levan81 იარაღი, რომლის ყვე... Feb 23 2012, 09:15
PREDATOR შუკა - გილოცავ. მშვი... Feb 27 2012, 10:03
romeo 1 ხოდა იჩქარეთ, თელა... Feb 27 2012, 20:15
შუკა PREDATOR
მადლობა ჯიგარო... Feb 27 2012, 22:59
kupra გილოცავ შუკა Feb 28 2012, 02:50
Maverick შუკა
გილოცავ შუკა ... Feb 28 2012, 08:13
T A M P L I E R არ გილოცავ ნიკოლოზ... Feb 28 2012, 10:58
PREDATOR შუკა -OK
ციტატა(romeo 1 ... Feb 28 2012, 13:48
შუკა ძმები ფაბარმები Mar 4 2012, 15:56
hunter777 ციტატა(შუკა @ Mar 4 2012,... Mar 4 2012, 17:39
romeo 1 შუკა სინტეტიკ კონდ... Mar 4 2012, 18:41
შუკა კი მაგრად მოვირგე ... Mar 4 2012, 20:42
romeo 1 ეგენი მე ჯერ არ მინ... Mar 7 2012, 18:25
შუკა romeo 1
თუ ექნებათ წამ... Mar 7 2012, 19:19
Davitus შუკა
დამასწარი პლ... Mar 8 2012, 01:35
nik@a FABARM XLR COMPOSITE ეს იგივე ი... Mar 12 2012, 19:36
შუკა nik@a
არა ეს XLR 5-ია უბრ... Mar 13 2012, 10:10
nik@a შუკა
XLR ეს მაინტერე... Mar 13 2012, 13:02
Davitus nik@a
ბევრს აქვს XLR მათ... Mar 13 2012, 17:59
nik@a Davitus
მონადირე კაცის... Mar 13 2012, 18:20
hunter777 ხალხო ფაბარმის სლა... Jun 5 2012, 18:06
Assasin ფაბარმ XLR 5 -ს მფლობე... Sep 30 2012, 16:20
hunter777 1) თურქეთში არანაირ... Sep 30 2012, 21:40
Assasin ციტატა(hunter777 @ Sep 30 2012, 2... Oct 1 2012, 07:07
hunter777 ციტატა(Assasin @ Oct 1 2012, 08... Oct 1 2012, 08:10
Assasin ციტატა(hunter777 @ Oct 1 2012, 09... Oct 1 2012, 09:28
hunter777 ციტატა(Assasin @ Oct 1 2012, 10... Oct 1 2012, 10:04![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 12:36 |