ჟინვალის წყალსაცავი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჟინვალის წყალსაცავი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მანდ თუ ხართ ნამყოფი და რა ხდება, თევზი მოდის?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
თეთრი ამური:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, გვერდის ხაზში 43-45 ქერცლია. ხახის კბილები ორმწკრივადაა, მკვეთრად დაკბილული. ლაყუჩის კბილაკები პირველ რკალზე დაახლოებით 12, მოკლე, მეჩხერი. პირი ნახევრად ქვედაა. სხეული წაგრძელებულია, შუბლი განიერი. შეფერილობა ისეთივე აქვს როგორც კობრს, ხოლო გვერდები უფრო ნათელია, ოდნავ ოქროს ელფერით. ყველა ფარფლი მუქია. თითოეული ქერცლის ფუძე მურაა, სიგრძე 1მ და მეტი, წონა 32კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.
გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურში, ჩინეთში კანტონამდე. გავრცელებულია მდ. ამურის შუა და ქვედა დინებაში, მდ. უსურში, ტბა ხანკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან, ბინადრობს ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში, მარაბდის წყალსაცავში და სხვა. საქართველოს გარეთ აკლიმატიზებულია შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკაში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. დღისით იმყოფება მდინარის ღრმა ადგილებში, ღამე ამოდის სანაპირო ზოლში საკვებად. იკვებება წყლის მცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით და სხვა. მოზარდი ერთი თვის ასაკამდე იკვებება, პლანქტონით, ხოლო შემდეგ – მცენარეულით. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან, როცა იწონის არანაკლებ 3.5 კგ-ს. ნაყოფიერება 100-816.7 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მდინარის ჩქარი ადგილების ზედა ფენებში, წყლის 26-30 გრადუსი ტემპერატურისას. საქართველოში ამრავლებენ ხელოვნურად. ქვირითი ნახევრად პელაგურია, მისი დიამეტრი აღწევს 2-2,5 მმ, ქვირითიდან ლარვა გამოდის 32-40 საათის შემდეგ. ყვითრის შეწოვა მთავრდება მე-6 დღეს და იწყებს დამოუკიდებელ კვებას. 1 წლის სიგრძით აღწევს 20-25 სმ, წონით – 0.6 კგ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (5.2-6.7%), გემრიელი, გამოიყენება როგორც საუკეთესო საკვები, (ნედლი და დამარილებული)და აგრეთვე წყალსატევების, ხელოვნური არხების, მცენარეულობისაგან გამწმენდი (იკვებება ძირითადად წყლის მცენარეულობით). მისი მოპოვება ხდება უმთავრესად ზაფხულში, ძირითადად მოსაყრელი და მცურავი ბადეებით, ვენტერით. დანარჩენი გადაიკითხეთ განყოფილებაში / საქართველოში მობინადრე ღევზების ჯიშები/ დაგაინტერესებს; |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 03:21 |