ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ლერწმის კატა - Felis chaus ეკუთვნის კატების ოჯახს. აღწერილობა: სხვა კატებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე 73-75 სმ, კუდი შედარებით მოკლეა, კუდის ბოლო ნახევარს ემჩნევა რგოლები. ბეწვის შეფერილობა თითქმის ერთფეროვანია-ყვითელი. სხეულის წონა 16 კგ. საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში. გავრცელება: მცირე აზია, წინა აზია, შუა აზია, აფრიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მის აღმოსავლეთ რაიონებში, მდინარეთა: ალაზნის, ივრის, ხრამის, მტკვრის გასწვრივ. ცხოვრების ნირი: ბინადრობს ბუჩქთა ხშირ ბარდნარებში, ლელქაშისა და ლელის შალდამებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბიოლოგიით არ განსხვავდება სხვა კატებისაგან. ბუდეს იკეთებს ბარდებში მიწის ზედაპირზე ან სხვა ცხოველების მიტოვებულ სოროში. ძირითად საკვებს შეადგენენ ჭაობისა და წყალმცურავე ფრინველები, ხოხბები და დანარჩენი სამონადირეო ფრინველები, წვრილი ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ა.შ. მძუნაობა მიმდინარეობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობა 66 დღემდეა. მდედრი შობს 2-5 კნუტს , რომლების თვალებს იხელენ 9-10 დღის ასაკში. სამეურნეო დანიშნულება: ბეწვი მდარე ხარისხისაა და სპეციალურად მისი დამზადება არ წარმოებს. მცირე სარგებლობა მოაქვს თაგვისნაირი მღრღნელების განადგურებით, დიდ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნებას, განსაკუთრებით იმით, რომ სპობს ხოხბებს. მისი მოპოვება შეიძლება მდევარი ძაღლებით და თოფით, ვაზნა დატენილი უნდა იყოს 0-1-2 ნომერი საფანტით. გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:22 |