"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შედგა
მოგესალმებით ყველას. შედგა ეს წინასასეზონო ტურნირიც, რომელიც იმედია ტრადიციული გახდება. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასეთ პირობებში რომ გადაწყვიტეს და მაინც გამოიყვანეს ძაღლები. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა ოჩოპინტრელს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, განსაკუთრებით თენგო ქარქაშაძეს და ზაზა კაკავას, რომლების დიდი დავიდარაბის შემდეგ ყველაფერი 10-იანზე შესრულდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც საპრიზო ფონდი ძალიან ღარიბი იქნებოდა და აუცილებლად უნდა დავასახელო, ესენია სანადირო მაღაზიების ქსელი "მაგნუმი" სადაც მედიატორობა ნიკა შუკაკიძემ (შუკამ) გაგვიწია და ზოომაღაზიების ქსელი "ბუნება". არ მინდა გამომრჩეს ექსპერტებიც,ბატონები: შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი რომლებმაც ასე უანგაროდ გაგვიწიეს დახმარება და ყველაფერში ხელი შეგვიწყეს. ასევე დიდი მადლობა ლაშა კოტრიკაძეს რომლელიც ირივე დღეს აწარმოებდა მთლიანი ტურნირის სრულ გადაღებას და იმედია ახლო მომავალში კარგი ნამუშევრითაც გაგვამდიდრებს. დავიწყოთ აბა აღწერა ![]() ეს არის კენჭისყრის შედეგად მიღებული სურათი, როგორც გახსოვთ ძაღლების რაოდენობის გამო მოგვიწია ტურნირი 2 დღეზე გადანაწინებულიყო. პირველ დღეს გამოვიდა 9 მეორე დღეს 7, ამის გარდა საველეგამოცდებიც უნდა ჩატარებოდათ 7-8 ძაღლს. I დღე 1. ქარქაშაძე თენგო - ინგლისური სეტერი "ჩარლი" 2. კენჭიაშვილი რამაზი - დრათჰაარი "პირატი" 3. კენჭიაშვილი რამაზი - კურცჰაარი "ჩარა" 4. თაბაგარი ელდარი - პოინტერი "ჯინო" 5. გვასალია ბესო - ინგლისური სეტერი "ლილუ" 6. ესიავა გიორგი - კურცჰაარი "დებრა" 7. მამულაძე გია - ინგლისური სეტერი "ჯოლი" 8. გორდაძე იგორი - ინგლისური სეტერი "ბოი" 9. წოწონავა დიმიტრი - პოინტერი ჯინა II დღე 10. ადიკაშვილი გიორგი - ინგლისური სეტერი "ლელი" 11. გობრონიძე აკაკი - კირცჰაარი "ლაკი" 12. კაკავა ზაზა - პოინტერი "როკი" 13. კვარაცხელია ტოშა - პოინტერი "ბონი" 14. ახმეტელი ლერი - პოინტერი "ბასა" 15. ნარსია ირაკლი - პოინტერი "მაქსი" 16. დონჯაშვილი ვანო - ინგლისური სეტერი "მოლი" ასე და ამგვარად იწყებოდა დილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() [/b] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეორე დღეს მინდა ვთქვა რომ კარგი საგამოცდო ამინდი იყო, კარგი ცვრიანი მინდორი, გრილი დილა და ნორმალური ნიავი. მართალია ნიავი ყველას არ სწყალობდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ამინდი იყო.
7 ძაღლი იღებდა შეჯიბრში მონაწილეობას და 5 საველე გამოცდას აბარებდა. მოგეხსენებათ ბონეს პოინტერმა პირველ დღეს აიღო დიპლომი, ირაკლი ნარსიას მაქსს ელიტაში გადასასვლელათ კიდევ 2 დიპლომიანი ლეკვი სჭირდებოდა, ჩვენ ტურნირის მონაწილეობას ვუყურებდით და საველედან მხოლოდ ზარებით ვიგებდით ამბებს. ცოტა ხანში ირაკლის სახეზე ამაყი ღიმილი შევნიშნე, ესე იგი ამცნეს მეორე ლეკვმაც აიღო დიპლომიო. მაქსის ელიტა ვიტოს დეგიზე იყო დამოკიდებული, ამ დროს ირაკლისაც მოუწია მინდორში შესვლა, ბევრი რომ არ გავაგრძელო მამა შვილმა თავი ისახელეს და მაქსი ჩემპიონთან ერთად ელიტაშიც გადავიდა. ამის აღსანიშნავად ირაკლი ნარსიამ ჩინებული სიურპრიზი მოუწყო საღამოს ![]() ![]() მეორე დღე უფრო შედეგიანი გამოდგა. სამწუხაროდ ერთი თავზეხელაღებული და ჯიუტი მწყერის გულისთვის გია ადიკაშვილის ლელი გამოეთიშა ტურნირს. საველეზე ბოლო გამოსვლა ტამპლიერს მოუწია. სამწუხაროდ მზე უკვე კარგად იყო წამოსული, ნიავი თითქმის აღარ უბერავდა და მინდორიც არ შეხვდა სახარბიელო. ამის გამო უფრინველო გამოსვლა მოუწია გაბის. ჩემი გუფიც მყავდა მიყვანილი და ჩემდა სასიხარულოთ ყველა ექსპერტს ძალიან მოეწონა. რაც შეეხება თვითონ ტურნირს, მშვენივრად რგანიზებული და სანახაობრივი გამოდგა. დიდი მადლობა თენგოს და ზაზას და მათთან ერთად ყველას ვინც მიიღო ორგანიზებაში მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მაგნუმს და ბუნებას მშვენიერი პრიზებისთვის მშვენიერი დღე გამოვიდა, როგორც ავღნიშნე წინა დღეს მყოფი ჩვენი ამალა სულ რომ მოსულიყო ჯობდა. ისევ და ისევ მადლობა ყველა მონაწილეს, ექსპერტს და გულშემატკივარს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 22:15 |