"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შედგა
მოგესალმებით ყველას. შედგა ეს წინასასეზონო ტურნირიც, რომელიც იმედია ტრადიციული გახდება. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასეთ პირობებში რომ გადაწყვიტეს და მაინც გამოიყვანეს ძაღლები. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა ოჩოპინტრელს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, განსაკუთრებით თენგო ქარქაშაძეს და ზაზა კაკავას, რომლების დიდი დავიდარაბის შემდეგ ყველაფერი 10-იანზე შესრულდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც საპრიზო ფონდი ძალიან ღარიბი იქნებოდა და აუცილებლად უნდა დავასახელო, ესენია სანადირო მაღაზიების ქსელი "მაგნუმი" სადაც მედიატორობა ნიკა შუკაკიძემ (შუკამ) გაგვიწია და ზოომაღაზიების ქსელი "ბუნება". არ მინდა გამომრჩეს ექსპერტებიც,ბატონები: შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი რომლებმაც ასე უანგაროდ გაგვიწიეს დახმარება და ყველაფერში ხელი შეგვიწყეს. ასევე დიდი მადლობა ლაშა კოტრიკაძეს რომლელიც ირივე დღეს აწარმოებდა მთლიანი ტურნირის სრულ გადაღებას და იმედია ახლო მომავალში კარგი ნამუშევრითაც გაგვამდიდრებს. დავიწყოთ აბა აღწერა ![]() ეს არის კენჭისყრის შედეგად მიღებული სურათი, როგორც გახსოვთ ძაღლების რაოდენობის გამო მოგვიწია ტურნირი 2 დღეზე გადანაწინებულიყო. პირველ დღეს გამოვიდა 9 მეორე დღეს 7, ამის გარდა საველეგამოცდებიც უნდა ჩატარებოდათ 7-8 ძაღლს. I დღე 1. ქარქაშაძე თენგო - ინგლისური სეტერი "ჩარლი" 2. კენჭიაშვილი რამაზი - დრათჰაარი "პირატი" 3. კენჭიაშვილი რამაზი - კურცჰაარი "ჩარა" 4. თაბაგარი ელდარი - პოინტერი "ჯინო" 5. გვასალია ბესო - ინგლისური სეტერი "ლილუ" 6. ესიავა გიორგი - კურცჰაარი "დებრა" 7. მამულაძე გია - ინგლისური სეტერი "ჯოლი" 8. გორდაძე იგორი - ინგლისური სეტერი "ბოი" 9. წოწონავა დიმიტრი - პოინტერი ჯინა II დღე 10. ადიკაშვილი გიორგი - ინგლისური სეტერი "ლელი" 11. გობრონიძე აკაკი - კირცჰაარი "ლაკი" 12. კაკავა ზაზა - პოინტერი "როკი" 13. კვარაცხელია ტოშა - პოინტერი "ბონი" 14. ახმეტელი ლერი - პოინტერი "ბასა" 15. ნარსია ირაკლი - პოინტერი "მაქსი" 16. დონჯაშვილი ვანო - ინგლისური სეტერი "მოლი" ასე და ამგვარად იწყებოდა დილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() [/b] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ორი სიტყვით საველე გამოცდაზეც ვიტყვი. ტურნირის პარალელურად მიდიოდა
ახალგაზრდა ძაღლების საველე გამოცდები. პირველ დღეს 3 ძაღლი გამოვიდა. ნიკას ჯილდა(პოინტერი), იკოს ტუკო(ინგ, სეტერი) და თუ არ მეშლება მესამე ძაღლის პატრონი იყო შალვა ზარიძის კურცჰაარი, ძაღლის სახელი არ ვიცი. აქედან იკოს არ ერგო მხოლოდ დიპლომი რაც მგონი მარტო იკოს ბრალია ![]() ნიკას ჯილდათი ირაკლი ნარსიამ მაქსიდან მეორე დიპლომი მიითვალა. მეორე დღის გამომსვლელები ვინც მახსოვს ვიყავით ჩემი დეგი (პოინტერი), ტამპლიერის გაბი (კურცჰაარი) და ვაო დონჯაშვილის ჯიმი (ინგ. სეტერი), ამის გარდა კიდევ 2 პოინტერი მახსოვს რომლების არც სახელები ვიცი და არც პატრონებს ვიცნობდი. თუმცა მემგონი იმ პოინტერებიდანაც ორივე მაქსის შვილები იყვნენ. მოკლედ მეორე დღესაც მხოლოდ 2 ძაღლმა აიღო III ხარისხის დიპლომი, ორივე პოინტერმა, ერთ ერთი იყო ჩემი დეგი. ამით ირაკლი ნარსიას მაქსი შევიდა ელითაში საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში და მისალოცად აქვს საქმე ![]() სხვა ძაღლებისთვის სამწუხაროდ ვერ დამთავრდა კარგად დღე, არაფერია, გაზაფხულზე ყველას ექნება საშუალება რომ უკეთესი შედეგების მოლოდინში იყვნან. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბნ-ს - გია ადიკაშვილს და სერგო პაპავას, რომლებმაც ადევნეს თვალყური ჩვენი ძაღლების გამოცდას და შეაფასეს ძაღლები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 22:18 |