"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შედგა
მოგესალმებით ყველას. შედგა ეს წინასასეზონო ტურნირიც, რომელიც იმედია ტრადიციული გახდება. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასეთ პირობებში რომ გადაწყვიტეს და მაინც გამოიყვანეს ძაღლები. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა ოჩოპინტრელს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, განსაკუთრებით თენგო ქარქაშაძეს და ზაზა კაკავას, რომლების დიდი დავიდარაბის შემდეგ ყველაფერი 10-იანზე შესრულდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც საპრიზო ფონდი ძალიან ღარიბი იქნებოდა და აუცილებლად უნდა დავასახელო, ესენია სანადირო მაღაზიების ქსელი "მაგნუმი" სადაც მედიატორობა ნიკა შუკაკიძემ (შუკამ) გაგვიწია და ზოომაღაზიების ქსელი "ბუნება". არ მინდა გამომრჩეს ექსპერტებიც,ბატონები: შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი რომლებმაც ასე უანგაროდ გაგვიწიეს დახმარება და ყველაფერში ხელი შეგვიწყეს. ასევე დიდი მადლობა ლაშა კოტრიკაძეს რომლელიც ირივე დღეს აწარმოებდა მთლიანი ტურნირის სრულ გადაღებას და იმედია ახლო მომავალში კარგი ნამუშევრითაც გაგვამდიდრებს. დავიწყოთ აბა აღწერა ![]() ეს არის კენჭისყრის შედეგად მიღებული სურათი, როგორც გახსოვთ ძაღლების რაოდენობის გამო მოგვიწია ტურნირი 2 დღეზე გადანაწინებულიყო. პირველ დღეს გამოვიდა 9 მეორე დღეს 7, ამის გარდა საველეგამოცდებიც უნდა ჩატარებოდათ 7-8 ძაღლს. I დღე 1. ქარქაშაძე თენგო - ინგლისური სეტერი "ჩარლი" 2. კენჭიაშვილი რამაზი - დრათჰაარი "პირატი" 3. კენჭიაშვილი რამაზი - კურცჰაარი "ჩარა" 4. თაბაგარი ელდარი - პოინტერი "ჯინო" 5. გვასალია ბესო - ინგლისური სეტერი "ლილუ" 6. ესიავა გიორგი - კურცჰაარი "დებრა" 7. მამულაძე გია - ინგლისური სეტერი "ჯოლი" 8. გორდაძე იგორი - ინგლისური სეტერი "ბოი" 9. წოწონავა დიმიტრი - პოინტერი ჯინა II დღე 10. ადიკაშვილი გიორგი - ინგლისური სეტერი "ლელი" 11. გობრონიძე აკაკი - კირცჰაარი "ლაკი" 12. კაკავა ზაზა - პოინტერი "როკი" 13. კვარაცხელია ტოშა - პოინტერი "ბონი" 14. ახმეტელი ლერი - პოინტერი "ბასა" 15. ნარსია ირაკლი - პოინტერი "მაქსი" 16. დონჯაშვილი ვანო - ინგლისური სეტერი "მოლი" ასე და ამგვარად იწყებოდა დილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() [/b] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეც ვულოცავ ყველას.შეჯიბრი კარგად ჩატარდა.ირაკლი ნარსიას პოინტერ მაქსის ტიფოზი ვარ 3 წელია და კი იცით,როდიდან ვწერდი მასზე.მაქსის ნახვის შემდეგ დავიწყე საბუთიანი ძაღლებით დაინტერესებაზე საუბარი და ხედავთ,მისი ყველა ლეკვი როგორი მუშა დადგა.ძუებიც არ დაიჩაგრონ.მაქსის დიპლომიანი ორი ლეკვი გოგოლაძის ჯესი-2-ის შვილებია,რომელიც მგონი 7 II ხარისხს ფლობდა.ამიტომაც,კაი მშობლებისგან უნდა აიყვანონ ლეკვები.
ბესო გვასალიას ინგ. სეტერის წლევანდელი ყოველი მუშაობა განსაკუთრებულია,ამას ექსპერტებიც ამბობენ და ვინც ნახა ეს ძაღლი,ყველა დამეთანხმება. წოწონავას ძუ პოინტერი (ჰერცოგას ფაცოს დედა) უკვე შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე უმატებს,ადრე ინგლისურებში თუ არ ვცდები 76 ქულა ჰქონდა,ახლა კი 78-მდე ავიდა,თან მხოლოდ ამ ძაღლს დაეწერა მიტანებაში 9-იანი. გამარჯვებულიც და პრიზიორებიც ღირსეულები გახდნენ. პირველი დღის ცუდი პირობების გამო რამდენიმე გამორჩეული ძაღლი უდიპლომოდ დარჩა,ასევე მე-2 დღეს ძებნას მონატრებულმა ძაღლებმა კარგად კი იმუშავეს,თუმცა გაკიდების გამო მოიხსნენ. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნოდარ როსტიაშვილს,რომელმაც თავისი ინგ.სეტერები მხოლოდ იმიტომ არ გამოიყვანა,რომ შეჯიბრება ემსაჯა,მისი სეტერების შედეგები კი იცით,მაღალ ქულებს აჩვენებენ და ორივეს მე-2 ხარისხის დიპლომებიც აქვთ.ამით ინგ.სეტერები დაიჩაგრნენ,რადგან პოინტერებმა აშკარად აჯობეს. ბატონი შადიმანი მუდამ ჩვენს გვერდითაა და ახალგაზრდების დაინტერესება სანადირო მეძაღლეობით ახარებს.მადლობა მას. ასევე ბატონებს გია ადიკაშვილს და სერგო პაპავას,რომ არა ეს ხალხი ჩვენი ფორუმელების პატარა მეძებრები გამოუცდელი დარჩებოდნენ.ვულოცავ ჯილდას,დეგის და სხვა დიპლომირებულებს და მათ მფლობელებს.ვიტო და ბონე,გილოცავთ. თენგო ქარქაშაძის ხასიათი,აქტიურობა რომ არა...ხომ ვიცით რა გააკეთა ამ კაცმა.მადლობა გაიხარეთ ყველამ ვინც იაქტიურეთ,დაეხმარეთ,უგულშემა ტკივრეთ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 02:49 |