"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" - ბაზალეთი 2011, 13 - 14 . 08 . 2011 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შედგა
მოგესალმებით ყველას. შედგა ეს წინასასეზონო ტურნირიც, რომელიც იმედია ტრადიციული გახდება. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასეთ პირობებში რომ გადაწყვიტეს და მაინც გამოიყვანეს ძაღლები. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა ოჩოპინტრელს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, განსაკუთრებით თენგო ქარქაშაძეს და ზაზა კაკავას, რომლების დიდი დავიდარაბის შემდეგ ყველაფერი 10-იანზე შესრულდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც საპრიზო ფონდი ძალიან ღარიბი იქნებოდა და აუცილებლად უნდა დავასახელო, ესენია სანადირო მაღაზიების ქსელი "მაგნუმი" სადაც მედიატორობა ნიკა შუკაკიძემ (შუკამ) გაგვიწია და ზოომაღაზიების ქსელი "ბუნება". არ მინდა გამომრჩეს ექსპერტებიც,ბატონები: შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი რომლებმაც ასე უანგაროდ გაგვიწიეს დახმარება და ყველაფერში ხელი შეგვიწყეს. ასევე დიდი მადლობა ლაშა კოტრიკაძეს რომლელიც ირივე დღეს აწარმოებდა მთლიანი ტურნირის სრულ გადაღებას და იმედია ახლო მომავალში კარგი ნამუშევრითაც გაგვამდიდრებს. დავიწყოთ აბა აღწერა ![]() ეს არის კენჭისყრის შედეგად მიღებული სურათი, როგორც გახსოვთ ძაღლების რაოდენობის გამო მოგვიწია ტურნირი 2 დღეზე გადანაწინებულიყო. პირველ დღეს გამოვიდა 9 მეორე დღეს 7, ამის გარდა საველეგამოცდებიც უნდა ჩატარებოდათ 7-8 ძაღლს. I დღე 1. ქარქაშაძე თენგო - ინგლისური სეტერი "ჩარლი" 2. კენჭიაშვილი რამაზი - დრათჰაარი "პირატი" 3. კენჭიაშვილი რამაზი - კურცჰაარი "ჩარა" 4. თაბაგარი ელდარი - პოინტერი "ჯინო" 5. გვასალია ბესო - ინგლისური სეტერი "ლილუ" 6. ესიავა გიორგი - კურცჰაარი "დებრა" 7. მამულაძე გია - ინგლისური სეტერი "ჯოლი" 8. გორდაძე იგორი - ინგლისური სეტერი "ბოი" 9. წოწონავა დიმიტრი - პოინტერი ჯინა II დღე 10. ადიკაშვილი გიორგი - ინგლისური სეტერი "ლელი" 11. გობრონიძე აკაკი - კირცჰაარი "ლაკი" 12. კაკავა ზაზა - პოინტერი "როკი" 13. კვარაცხელია ტოშა - პოინტერი "ბონი" 14. ახმეტელი ლერი - პოინტერი "ბასა" 15. ნარსია ირაკლი - პოინტერი "მაქსი" 16. დონჯაშვილი ვანო - ინგლისური სეტერი "მოლი" ასე და ამგვარად იწყებოდა დილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() [/b] |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 45 რეგისტრ.: 23-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სალამი ყველას!!!
მოხარული ვარ ამდენი კარგი ადამიანის გაცნობისა და ჩემი ძველი მეგობრთან შადიმან შამანაძესთან შეხვედრისა. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის, ჩემი და ჩემი გიორგის სახელით, რომელმაც პირველად გადაიღო ასეთი მასალა თავისი პრაქტიკის განმავლობაში და საბოლოოდ 'მოიწამლა." ვნახე რამოდენიმე ძალიან ნიჭიერი ძაღლი და რაც მთავარია წესიერიდა გულისხმიერი ადამიანები. გული დამწყდა, რომ ლეკვები ვერ გადავიღე, ძალიან მიყვარს მათი პირველი ნაბიჯების თვალის დევნება მინდორში. რაც შეეხება მასალას,ვამზადებ პატარა კლიპს, მთლიანი სიტუაციისა და დოკ. ფილმს, ვიდეორეპორტის სახის, რომელიც ცოტა მოგვიანებით იქნება, მთლიანი შავი მასალა შეადგენს 170 წუთს. გთხოვთ გადმომიგზავნოთ ოჩოპინტრეს ლოგო და კლუბის გრაფიკული სხვა ატრიბუტიკა ტგა ფაილის სახით, ეს თხოვნა ალბათ ვიტოს უფრო ეხება. (კლიპისთვის მჭირდება) ამ მისამართზე _lkotrikadze@yahoo.com კლიპს ერთ ორ დღეში მოგაწვდით და თქვენ თვითონ დადეთ, თუ მოგეწონათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. ლაშა და გიორგი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 22:11 |