HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რატომღაც ამბოლოდროს გულმა კლასიკისკენ გამიწია......... გადავწყვიტე ვერტიკალურლულებიანი თოფებით დაინტერესება.... იაფი თოფი მაინტერესებს სათრევად რომარდაგენანოს... გადავხედე შესაძლო ვარიანტებს არჩევანი დიდი არარის 1000 ლარის ფარგლებში HUGLU და ИЖ-27. ამასწინად გუდვილში ვიყავი და ორივე პრეტენდენტი დავათვალიერე. რავიცი რავიცი მოკლედ ეს ИЖ-27 ი რომ იყიდო კიდევ ერთი 400 ლარი უნდა გედოს გვერდზე იმიტომ რომ კონდახი უტყდება ვარანენია გადასდის და ინჟეკტორები და რავიცი კიდევ რა... არადა 1400 ლარს ცოტაც რომ დაუმატო ATA SP ს იყიდი კაცი. ეს HUGLU კი მომეწონა კარგი ნაკეთებიც ჩანდა კონდახიც კარგი კაკალის აქვს მაგრამ ამასაც შიძლება პრობლემები აღმოაჩნდესო იშვიათად მაგრამ მაინც ზოგჯერ ცოკებთან დაკავშირებული პრობლემები 1 ერთ სასხლეტიან მოდელებს გაორებული გასროლებიც ემართებათ ხოლმე. არადა ეს 2 სასხლეტიანი თოფები მე არმომწონს........ კიდევ ვარიანტია ცოტაც მოვიცადო და ATA SP ვიყიდო.... მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს..............
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეც დავწერ რამდენიმე სიტყვას ჩემივე გამოცდილებიდან. მქონდა იჟ 27 რუსული (არა საბჭოური) და ის მოსაზრება რომ ყველა ამინდში და პირობებში არ გიმტყუნებს ჩემს შემთხვევაში არ გამართლდა.
ესე იგი რატომ არ მომწონდა ეს თოფი: მძიმეა, სიმძიმეს კიდევ არა უშავს საშინელი ბალანსი აქვს, ლულა უფრო მძიმეა და დამიზნებისას საკმაოდ არაკომფორტულია წინ რომ ქაჩავს თოფს; კონდახის საფარველი ფაქტიურად ორ ნადირობაში გაცვდა, ისევე როგორც ლულისა (ვგულისხმობ ზედაპირის ცუდ დაფარვას); ეჟექტორებმა დამტანჟა, გასროლილი გილზი იჭედებოდა ხოლმე შიგ (ეგეც უტყუარობა, ერთს კი ისროდა მარა მეორეჯერ დატენვას უნდოდა ნახევარი საათი), ნადირობისას ჯოხი დამქონდა რომ ლულაში წინა მხრიდან ჩამეთხარა და გილზი ამომეგდო, როგორც შემდეგ გავარკვიე ეჟექტორები მაგათი ავადმყოფობააო, გავაკეთებინე საშას, თვალით შეუმჩნევლად, მარა ცოტათი პატარა იყო ეჟექტორის თავი რაგაცეები მიადუღა, მერე გაშკურკა და კარგ გილზებს აღარ ჭედავდა თუ ცუდი ხარისხის გილზს გავისროდი 10 ში ერთი შეიძლება გაეჭედა; შემდეგ ეტაპზე გაუსროლელი გილზების ამოყრა დაიწყო, ანუ დატენილ თოფს თუ გადახსნიდი გაუსროლელ გილზს ისროდა ორ მეტრზე; კიდევ რაიონში დავტოვე ასე ერთი თვით გაწმენდილი მარა არ დავზეთე, არანაირი ნესტი და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, თოფს ადგილებზე ჟანგები ქონდა გამოტანილი. ჰუგლუს თოფებს რაც შეეხება არ მქონია და ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მაღაზიაში ვნახე huglu 103d და ჩემზე, იჟთან შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მსუბუქია და კარგი ბალანსი აქვს, ჭრა და მიტანა, დარწმუნებული ვარ, იჟზე უკეთესი აქვს. აი გამძლეობისა კი რა გითხრა. ისე 1000 ლარი თოფისთვის დიდი ბიუჯეტი არაა, ჩემი აზრით ამ ფასის თოფში აქცენტი გამძლეობაზე და ''უკვდავობაზე'' არ უნდა გააკეთო. სხვა ყველა პარამეტრით და შეიძლება ამითაც ჩემი აზრით ჰუგლუ აჯობებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 10:19 |