სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
1)აქეან გამომდინარე ძაღლიანი მონადირე ნადირობს ცალკე
2)ძაღლიანმა მონადირემ არ ნდა ანადიროს თავისი საუკეთესო მეგობარი ( სანადიროდ მე პირადად მარტო მეგობრებთან ერთად დავდივარ და ხსირად უძაღლოებთანაც) იმიტომ რომ მას ძაღლი არა ყავს ან მოუკვდა ან მოპარეს მერე რა რო? მაგის ბრალია მოევლო და არ მოპარავდნენ და არც მოპუკვდებოდა დაე იწვნიოს და იყოს სახლში იმიტომ რომ ჩემი ძაღლი ჩემია და რაც მწყერს ნახავს მინდორში სულ მე უნდა წამოვიღო. მეხორცეობის ნიუანსებოი რო ურევია ამას თუ ატყობთ?? 3) რა ჯობია ადგები დილიტ მარტო ჩაჯდები მანქანაში მარტო ჩაისვამ მარტო შენ ძაღლს წახვალ მარტო დახოცავ მარტო მწყრებს და მოხვალ მარტო მერე მარტო გაკეთებ დაჯდები მარტო და შეჭამ მარტო! არ გავარტყი ეგეთ ნადირობაას? მე ნადირობა იმიტო მიყვარს ჩემ მეგობრებთან ძმაკაცებთან ურთიერთობა და ერთად გატარებული წუთები მეძვირფასება მწყერი 20 ზე მეტი არასდროს ამიღია საკმარისზე მეტია ჩემთბვის და მაგიტომ არც არავის ძაღლის ნაბულზე ჩავმხრალვარ წინ დაუკითხავად და არც არავინ ჩამიხტუნებია ჩემი ნებართვის გარეშე ჩმი ძაღლის ნაბულზე. ძაღლი გაფუჭდებაო რო ქადაგებთ ძაღლის გაფუჩება არ ჯობია კაცის გაფუჩებას? რამდენჯერ შეგხვედრიათ მარტო მონადირე მინდორში ერთი არ გაგიფიქრიათ ან მეგობარი არ ყავს ან ძმაკაცი ან კეთილს მოსურნე ამ მამაცხონებულს მარტო რას დადის ამ მინდორშიო? მაგრამ შეიძლება მის მეგობრებს და კეთილის მსურველებს ძაღლი არ ყავდათ და რატო უნდა წამოეყვანა უძაღლო მეგობარი სანადიროდ რა? ზედმეტი ბარგია იაგთაშს დაკლებული ,,სარჩო საბადებელია,, უფრო მეტს არ წაიღებს მარტო რო იქნებაა?? ფუი იბიომატ თან ძაღლისც არ გაუფუჭდება, ორი კურდღელი ერთი გასროლით მშვენიერია არაა?? აი მე ვერ ვახერხებ ხოლმე ეგეთებს . მოკლდე მე ეგრე ვფიქრობ ძაღლიც მყოლია დ არა ერთი მაგრამ ეხლა უძაღლიდ ვარ. მომიკვდა სამწუხაროდ. ღმერთმა დამიფაროს მეგობარს ნადირობა უნდოდეს და უარი უთხრა ჩემი ძაღლით არ განადირებ გაფუჭდება თქო. ან ბოლომბოლო რამე დაგემართოს გვერდით კაცი არ უნდა გეგულებოდეს ხელი გამოგიწოდოს? ნადირობისას ათასი რამე შეიძლება შეემთხვეს კაცს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 08:35 |