სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. Hanter777 იკა ზემოთ წერია რატომაც გავხსენი ეს თემა. აი ეს კითხვა დავსვი, იმ შემთხვევისთვის თუ ადამიანმა არ შემოგთავაზა თავისი ძაღლით ნადირობა ციტატა იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ის რასაც ეხლა დავწერთ ჩათვალე რომ მონადირული ქცევის კოდექსის ნაწილია და ამიტომ დავსვი ეს კითხვა ციტატა ანაქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. აი რატომ დაგიწერე ყველა სიტყვას მიაქციეთ ყურადღება თქო. აკიდებულს და არა დაპატიჟებულს. ციტატა პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აი აქ ის წერია ის რასაც შენ და იოსებოვიჩი ურევთ აკიდებულსა და მეგობარს შორის ვისაც გინდა სულით და გულით ასიამოვნო ციტატა გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. და დავსვი ესეთი კითხვა თუ კი თავისით ამოგვიდგა ვინმეთქო მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? კარგად ვიცი რაც შეგემთხვა და ისიც იცი რომ იგივე დღეში ვიყავი შარშან. გახსოვს უძაღლოდ ვიყავი ჰერცოგას ბოსტანში, არავის ძაღლთან არ მივლია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენთან ერთად არ ვყოფილვარ. იოსებოვიჩ რა თქმა უნდა შენც გეხმაურები ამითი და მოდი ნუ ვივაჭრებთ იმითი რომ მარტო ნადირობას რა აზრი აქვს. მარტო არავინ არ ნადირობს, აქ სუფთა მონადირულ კოდექზე ვწერ და არა იმაზე მე ვის გავუუსწორებ მუღამს, თორემ მასე სტოიკა და ძაღლი კი არა შეიძლება მაგარი ნაშაც დავახვედრო ძმაკაცს. კიდევ ვამბობ: მონადირული კოდექსით უზნეობაა პატრონის ნებართვის გარეშე სხვისი ძაღლის ნაბულზე სროლა, ხოლო პატრონის ნებართვით შენზეა დამოკიდებული. ჩემი აზრი კი უკვე დავწერე ციტატა მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 12:05 |