სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ჭალიმგელა
მთელი ეგ საუბარი მაგას ნიშნავდა. აი კი მიგვყავს მაგრამ რო არ იყვნენ ეგეთი ხალხი ჩვენ გვერდით ისა სჯობიაო. არ გამოვა ეგრე და გეტყვი რატომაც. ზოგს რო ძაღლი ყავს, მანქანა არ ყავს და ზოგს მანქანა ყავს და იმ დროისთვის ძაღლი არ ყავს და ამავე დროს კაი მეგობრები არიან. რა ქნან ეხლა, მაგ მიზეზების გამო ძაღლი ფუჭდებაო და რამე აღარ წავიდნენ ერთად სანადიროდ. ისედაც ვთვლი რომ ნადირობა მაშინაა მიმზიდველი როცა შენს ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებთან ერთად მიდიხარ. იქ ნასროლს შეგიქებენ, იქ რაღაც სასცილო მოხდება ან იტყვიან, მერე თითო ჭიქაც შეიძლება ნადირობის მერე და რავიცი, მე მაგიტომ მიყვარს ნადირობა. და არც იმ ხალხის იგნორირება შეიძლება ვისაც რაღაც მიზეზის გამო სეზონისთვის ძაღლი არ ყავს. მარტო მგელივით ძუნძული და ჩემია ჩემიას ძახილი არასოდეს ყოფილა ქართველი კაცის ხასიათში. ამის თქმა მინდოდა. და ნადირობისას თუ ვინმეს ეთიკა შეეშლება რათქმაუნდა უნდა მიუთითო და არ გაიგებს და ვეღარასოდეს მოხვდება გუნდში. სულ ეგაა მთელი ფილოსოფია. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა მთელი ეგ საუბარი მაგას ნიშნავდა. აი კი მიგვყავს მაგრამ რო არ იყვნენ ეგეთი ხალხი ჩვენ გვერდით ისა სჯობიაო. უკვე მაგრა მიშლი ნერვებს. თუ კითხვა არ იცი წერას მაინც შეეშვი რა მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაოოოოოოოოოოოო ნადირობაში ხომ მითუმეტეს.პ.ს. სექსი ინტიმური,პირადი საკითხია.. თუმცა პარტნიორი იქაც გჭირდება. ![]() და ამ თემასთან რა შუაშია ის რაც შენ დაწერე??? პოსტი #36 კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით რაზეც ვწერ |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 358 რეგისტრ.: 4-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჭალიმგელ.
ბატონი შუქრიო ,რომ ახსენე იმას მოვაყოლე.. მარტო კაცითქო..თავისებური კაცი ყოფილა...მაშინ თქვენთან ერთად რაუნდოდა. მარტო თუ ეჩივნა ნადირობა.რავი ჭალიმგელ..მე ჩემი ჩამოყალიბეული აზრი მაქვს ,მას თავისი ქონდა ჩემთვის გაუგებარი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 10:53 |