თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პრინციპში ეგ მართალია, მაგრამ ეგრე მარტივად მოსაგვარებელი არ უნდა იყოს...უბრალოდ ალალად ვაღიარებ..მე რომ მინისტრი ვიყო, ნაღდად ვერ მოვახერხებდი ამ ყველაფრის მოგვარებას..ბევრი მიზეზის გამო....პირველრიგში...ძალიან ცუდი ტრადიციების გამო...რასაც უნდათ იმას აკეთებენ..ყველა "ქსივიანი"-ა და ყველას ფეხებზე კიდია..ეგრე მიეჩვიენ ედიკას დროს და რა ქნან...თუ დაადგები..ვიღაც ნაცნობს გამოგიჩხრიკავს..და "პატარა გართობის" გულისთვის ჩერეზძმაკაცს ხო არ "გატისკავ"...საქართველოა.."ტეხავს"...გარდა მაგისა...ჭირდება ბევრი თანამშრომელი..ყველაფერი რო გააკონტროლო...სოფლებში უცბათ გამოარბენინებენ დენის აპარატს..აადუღებენ მდინარეს და უცბათვე შერბიან სახლში...მიადგები.. ვეღარ დაუმტკიცებ..მოკლედ, ჯერ ქართული მენტალიტეტია დასაძლევი..და მერე მოგვარდება ყველაფერი...მანამდე ვინც არ უნდა დაინიშნოს ზევით..ვერ მოაგვარებს...ისე საქმე დაიძრა მგონი ნელნელა...ჩვენი ფორუმი აქტიურად ჩაება ამ ამბავში..უკვე დავიწყეთ ცხელ ხაზზე რეკვა...ეგ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია..მოკლედ..დრო უნდა..მე ეგრე ვფიქრობ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 19:27 |