სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიახლე კანონმდებლობაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ და კონკრეტულად:
შედის კანონი ნადირობის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ იქნება შეზღუდვები, ყველაფერს ექნება თავისი ფასი, შეგიძლიათ ინადიროთ აქამდე აკრძალულ ცხოველებზე, კურდღელზე, შველზე, კაკაბზე, ხოხობზე, გნოლზე, ღორზე და ა.შ. ტურა, მელა, მგელი, მთელი წლის მანძილზე უფასოა ნადირობა, მოკაალით რამდენიც გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ შუა ქალაქშია რ დაიწყოთ სროლა ![]() მაგალითისთვის ფასები: ჯიხვი – 1500 ლარი ნიამორი - 10000 ლარი დათვი 1000 ლარი ირემი 1300 ლარი შველი 200 ლარი ღორი 100 ლარი და ა.შ. შეიძლება ფასებში ცდომილება იყოს, ყველაფერი ეს ტელეფონზე საუბრისას ჩავიწერე აბა მონადირეებო, რომლებიც მგლების თემაში ქვა–ქვაზე არ ტოვებდით, დაიწყეთ ნადირობა მავნებლებზე, მე კიდევ დავდგები და ვინ რამდენი პოსტი დაწერა და რამდენი მოკლა იმის ანალიზს მოგაწვდით ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 27-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით,
როგორც სააგენტოში მითხრეს, იმ ცხოველებზე ნადირობა, რომელზეც მინისტრის 01.09.11 წლის #175 ბრძანებაშია საუბარი დაშვებული იქნება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება და დამტკიცდება კვოტები, დადგინდება ფასები და შემუშვდება ლიცენზიების (ნებართვების) გაცემის წესი. სავარაუდოდ სააგენტო 2 კვირაში დაასრულებს ამ თემაზე მუშაობას და ამის შემდეგ ეს საკითხი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება ფასებს, როგორც განმიმარტეს, 2004 წლის კანონში არსებული ფასების კოპირება არ მოხდება, ზოგზე ფასები გაიზრდება, ზოგზე შემცირდება, ზოგზეც საერთოდ გაუქმდება. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შესაბამისი რეგულაციების დაწესების შემდეგ (რაც ზემოთ ავღნიშნე), ნებადართული გახდება მხოლოდ #175 ბრძანებაში მითითებული ცხოველებზე ნადირობა და ეს არ ვრცელდება სხვა დანრჩენ ცხოველებზე (ჯიხვი, ირემი, დათვი, არჩვი და ა.შ). სხვა ცხოველებზე ნადირობას, ანუ გარემოდან მათი ამოღების წესს განსაზღვრავს არსებული კანონმდებლობაო, თუმცა, როგორც ზაზამ ზემოთ მოიწერა, მიუხედავად 2004 წლის კანონში მითითებული ფასებისა, მანდ დასახელებულ ცხოველებზე ოფიციალურად ლიცენზია დღემდე არავის გაუცია (თუ არ ჩავთვლით სამონადირეო მეურნეობებში ნადირობას). რაც შეეხება ხოხობს და კაკაბს, მათზე ნადირობა კვლავ აკრძალული რჩება სამონადირო მეურნეობების ტერიტორიების გარდა, თუმცა როგორც სააგენტოშივე განმარტეს, მუშაობენ იმაზე, რომ ეს ფრინველებიც სანადირო ფრინველების ნუსხას მიეკუთვნოს. შესაბამისად, მანამ სანამ საბოლოოდ არ დადგინდება და პარლამენტზე არ დამტკიცდება ზემოთაღნიშნული რეგულაციები, სანადირო ობიექტებად ისევ არსებული 10 ლარიანი ლიცენზიით განსაზღვრული ფრინველები რჩება. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით, როგორც სააგენტოში მითხრეს, იმ ცხოველებზე ნადირობა, რომელზეც მინისტრის 01.09.11 წლის #175 ბრძანებაშია საუბარი დაშვებული იქნება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება და დამტკიცდება კვოტები, დადგინდება ფასები და შემუშვდება ლიცენზიების (ნებართვების) გაცემის წესი. სავარაუდოდ სააგენტო 2 კვირაში დაასრულებს ამ თემაზე მუშაობას და ამის შემდეგ ეს საკითხი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ასეთივე ინფო მაქვს მეც.დავამატებ კიდევ იმას,რომ ეს ბრძანება ბევრი იქაური თანამშრომლისთვის კი უცნობი იყო და მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხეს,რაც ჩემგან გაიგეს. ანუ საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და იმედია,მალე გაირკვევა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 16:45 |