სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და არ ვიცი,სხვაგვარად რატომ გაიგეთ.ჭალიმგელას ბეტისთან (ინგ.სეტერი ყავდა,შარშან მოუკვდა სეზონის გახსნამდე)იმდენი მონადირე მინახავს სურათებში... ჭალო მეგობარს არ ანადირებსო,როგორ უნდა იფიქრო...ვინც იცნობთ,ხომ იცნობთ ჭალოს და თუ არ იცნობთ,დაათვალიერეთ ფორუმი... ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არ ნადირობენ,რამდენჯერაც წავიყვანე თოფი არ მისვრია,დავუთმე ძაღლიც და სროლის უფლებაც,მაგრამ ვერ დავაინტერესე ნადირობით,ეს სხვა საკითხია. აქ ,,აკიდებაზე" დასვა კითხვა ჭალომ და არაეთიკურია,არამონადირული ასეთი ,,აკიდება"... რაც შეეხება ,,5-6 კაცი გვანადირას",წარმოუდგენელია მეძებარმა ასე იმუშაოს,ადრე შეიძლება დამეჯერებინა,მაგრამ ახლა როცა ამ საველეებს და ჩემპიონი ძაღლების მუშაობებს ვუყურებ,ეს ფანტაზია უფროა,ვიდრე რეალობა. ასევე გეტყვით ჩემს აზრს ბატონ შუქრიზე:მესმის იმ კაცის.მე ნადირობას როგორც ნადავლის მოპოვებას ეგრე არ ვუყურებ.შაბათს 440 კმ გავიარე და 5 მწყერიღა მოვკალი,მაგრამ ძაღლის მუშაობა იმდენად მომეწონა,რომ ხარჯი,დაღლა და ა.შ. არაფრად ჩამიგდია.ჩემი პოინტერი,იციან ბიჭებმა,სეკუნდირების მამაა,ვერ ვინადირებ სხვებთან,თუ სადმე ძაღლი ნაბულზე დადგება,ესეც სტოიკაზეა და უყურებს,ააფრინა იმან,ჩამოაგდო სხვა მონადირემ,ეგრევე გაიქცევა და თუ მიასწრო,მოაქვს ჩემთან,ამიტომ ვცდილობ ცალკე გავიდე. მარტო სანადიროდ არასდროს წავსულვარ,რა მინდა...ახლობლებთან მივდივარ,ყველას ყავს სერიოზული მეძებარი,ვიშლებით ადგილზე და დათქმულ დროს ისევ მანქანასთან ვიკრიბებით. რა ვიცი,მგონი აზრი გადმოვეცი. ახლა არ ჩამქოლოთ ![]() მე პირადად ჩემს ძაღლთან ერთად მარტოს თითქმის არასდროს მინადირია, და არც მსიამოვნებს მარტოს სიარული ,ყოველთვის მირჩევნია მეგობრებთან ერთად გავიდე, მაგრამ აქ მეორე მომენტია მე სხვის დაპატიჯებულზე წასვლისგან იმიტომ ვიკავებ თავს რომ, სანადიროდ მე მხოლოთ ჩემი გაზრდილი ძაღლის მუშაობით დასატკბობათ დავდივარ და ნადავლი ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის. მეგობრებთან ჩახუტებას კიდევ ისეც მოვახერხებ სანადიროდ წასვლის გარეშე. ალეკო,შენ ხომ იცი,რამდენჯერაც ერთად ვიარეთ,სულ დასასჯელია როკი,მარტო გავდივარ,მშვენივრად მუშაობს.ამის გამო მეგობრებთან არ გინდა ნადირობაო რომ მითხრან...სადაა სამართალი წიე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 03:52 |