სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაღაც ვერ გავიგე ესე სასტიკად რატომ გაართულეთ თემა. ან ჭალოს ვერ გაუგეთ ან უბრალოდ რამის დაწერის გულისთვის წერთ.
ჭალოს ძაღლი, რომ მოუკვდა გგონიათ იმის მერე არ უნდადირია? ან გგონიათ ჭალოს ძაღლით სხვებს არ უნდადირიათ თუ როგორაა საქმეები? კაცმა თქვა, რომ ხშირად ესეთ რაღაცეებზე რიდის თუ სხვა რაღაცეების გულისთვის ხმას არ ვიღებთ ხოლმეო და ეს თემა განსახილველი უნდა ყოფილიყო და არა საწყენი. რა შუაშია "მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო?" ძმაკაცების ნახვა არასანადირო სიტუაციაშიც შეიძლება, ადამიანია და ბუნება, კაცს თუ მარტო ურჩევნია ნადირობა არ უნდა მიაძახო რომ შენ "ძაღლის ჟმოტი ხარო", და ეხლა არ თქვას ვინმემ ეგ სად წაიკითხეო? განსახილველი იყო ის რომ კაცი თუ უძაღლოდ ხარ, არ უნდა გქონდეს რაიმე პრეტენზია იმაზე რომ პატრონმა მარტო მოისურვოს ნადირობა გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად პატრონი დაპატიჟებს. მეც მინადირია სხვისი ძაღლით ჭალოსაც და ყველასაც მიუხედავად იმისა, რომ თავად მყავს, მაგრამ ყოფილა სიტუაცია როდესაც ჩემი არ წამიყვანია გარკვეული მიზეზების გამო, რაც პარტიის წევრებმა მშვენივრად იციან, მაგრამ ამის შესახებ თავიდანვე ყველამ იცოდა და არავის არ უფიქრია რატომ დადის უძაღლოდო. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია 1 ძაღლით 4-5 კაცის ნადირობა, მგონი ეგ უკვე ნადირობა არ არის, კიდევ ვიმეორებ რომ ჩემი ძაღლითაც უნადირია ამდენ კაცს , მაგრამ არ მხიბლავს და მირჩევნია რომ მარტო ვიყო. ჩემი სუბიექტური შეხედულებით მაქსიმუმ 2 კაცი შეიძლება დაიშვას 1 ძაღლთან, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვარ მომხრე. რა თქმა უნდა იდეალურია როდესაც კოლექტივში ყველა თავის ძაღლით არის, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ არის. კიდევ ერთი საკითხი: ეხლა იცით, რომ ვზრდი მეორე ძაღლს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ერთხელ იყო როდესაც სხვასთან ერთად ვინადირე(ნუკრისთან), ჭალოც იყო იქ თავისი სეტერით და ძალიან არ მომეწონა ეგ ამბავი, იმიტომ კი არა, რომ სხვამაც ესროლა ჩემი ძაღლის ნაბულიდან ამოსულ მწყერს - უბრალოდ ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ვფიქრობდი რომ იმასთან გაერბინა და ეპოვა რამე და ამასობაში თითონ ძაღლის მუშაობას და იმ წესებს რაც უნდა გამეთვალისწინებინა ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რამოდენიმეჯერ ეგთი რაღაცის გამეორება და მორჩა ძაღლის სწორედ ნადირობა......... ესეც თქვენი "ძაღლი არ გაფუჭდეს არა ის........." ხოდა ვინც ძაღლს ისე უყურებს რომ ოღონდ ირბინოს და უბრალოდ ნაბული გააკეთოსო ეგ იმის პრობლემაა, მე კი მინდა რომ ძაღლმა ისე ინადიროს როგორც მე მინდა. გამგები ამ ყველაფერს სწორედ გაიგებს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 23:03 |