სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ვიტოს ვენაცვალე განა არსებობს აქ ჩვენთან (ფორუმზე) ადამიანები რომლებიც დაამტკიცებენ ან ისე ფიქრობენ რომ ერთი ძაღლით 4 თუნდაც 3 კაცის ნადირობა მიზანშეწონილიაო? მე თუ მკითხავ არც ორი კაცის ნადირობაა მიზანშეწონილი ერთი ძაღლით. ეს ხო აბსურდია ამის მტკიცება? მიზანშეწონილი არც ისაა ,, ტეჩკიანი,, ძუს რომ სანადიროდ გაიყვან ეს მკაცრად გასაკიცხი და დასასჯელი საქციელია. მიზანშეწონილი ისაა ყველა თავისი ძაღლით ნადირობდეს სიამოვნებაც მეტია ძაღლის მუშაობით დატკბობაც და ნასროლიც უკეთესი გამოგდის ადამიანს მაგრამ ყოველთვის ეგრე ვერ იქნება ღვთის წყალობით საძმო საახლობლო არ გვაკლია და სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ ძალიან ახლობელი უაძაღლო მეგობართან ერთად გვიწევს ნადირობა. ესაა და ეს, მეტი არაფერი. და კიდევ ერთი, მონადირისათვის დამღუპველი საქციელია შეჯიბრება იმას მეტი ყავს აყვანილი მე ნაკლებიო, მაშინ უჩნდება პროტესტის გრძნობა:- ჩემი ძაღლით ნადირობს და რა ენაღვლება, ეგ რო არა მეტს ავიღებდი, ხელს მიშლის. და ეგეთი გამოსვლები ხშირად მწყერზე ნადირობიას გამოვლინდება ხოლმე კარგად . ( ნანადირევის დათვლა ნადირობის პროცესში მონადირსთვის ცუდი ტონია) შეგიძლიათ შეიტანოთ მონადირის კოდექსში. ნანადირებს მაშინ ვითვლი როცა მანქანასთან ჩემი დაძენძილი სანადირო ქურთუკის უკანა ჯიბიდან სამწყერზე გაამაქვს ხოლმე მწყრები, იქვე სავაზნე მიდევს და შედარებაც იქვე კეთდება თუ როგორი ნადირობა გამომივდა, ეს ჩემთვის, მწყრების და ცატიელი მასრების რაოდენობის შედარებით. ნადირობის პროცესში არც არასროს ვპასუხობ იმ შეკითხვაზე თუ რამდენი აიყვანეო . ( ძველმოდური მონადირე ვარ 20 კალიბრითა და ლატუნის ვაზნებით ვნადირობ მწყერზე.)
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 22:42 |