სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთს მეც ვიტყვი სანადიროდ ბევრჯერ დამიპატიჟია ხალხი და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სტუმრად, სანადიროდ რომ კაცს ეპატიჟები და იმ კაცს ძაღლი არ ყავს შენი მოვალეობა არი ს, რომ ის კაცი ანადირო ვინმეს, რომ ვეპატიჟები სულ იმაზე ვფიქრობ ის კაცი, როგორი კმაყოფილი წავა იმ ნადირობიდან და ჩემს თავს მოეორე ხარისხზე ვაყენებ ან ვესვრი რამეს ან არა, ხშირად უნადადირია აქ მყოფებს ჩემი ძაღლით 5 და 6 კაცს და ყველა მაგარი კმაყოფილი იყო რომ მეველესავით არ იარეს და 10 მდე ვაზნა გაისროლეს, მაგრამ შენ თუ დასაგეში ძაღლი გყავს და ძაღლი გამოუცდელია და ახალი ფეხ ადგმული აქვს ნადირობა მაშინ იმ ძაღლით შენ უნდა ინადირო მარტო რომ ძაღლმა ისწავლოს და შემდეგში შენს მეგობრებთან ერთად ინადირო კაცურად, ამაში საგანგაშოს ნამდევილად ვერ ვხედავ ეს ასე იქნება ყოველთვის ახალ ფეხ ადგმულ კრავს გაქცევას ვერ მოთხოვ
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 12:44 |