სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
აუ აქ ამბები ყოფილააააა.
მეც გამოვთქვამ ბარემ ჩემ მოკრძალებულ აზრს, მაგრამ მანამდე გიორგის ანუ ჭალიმგელას მივმართავ, რომ ძალიან სწორად გავიგე მისი აზრი და შესაბამისადაც ვემხრობი, აგრეთვე დანარჩენ იუზერებსაც ვემხრობი, იმ გაგებით, რომ შესაძლებელია თემას გადაუხვიეს, სხვანაირი აზრი გამოიტანეს, მარა რა აზრიც გამოიტანეს იმ აზრით და იმ გაგებით მართლები არიან. ეხლა პირადი შეხედულება. 7 წელია მყავს ინგლისური სეტერი, 90% სხვებთან ერთთად ვანადირებ, მაქსიმუმ 2 მონადირესთან, მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამით ვხედავ რომ ძაღლი დავკარგე, ეხლა უკვე გვიანია რამის შეცვლა მისი ასაკიდან გამომდინარე, იგი ეძებს, პოულობს დარბის იქით აქეთ, ცდილობს ასიამოვნოს ყველას, მაგრამ ამით თვითონ ფუჭდება, ის პეწი და სილამაზე აღარააქვს რაც მე პირადად მინახავს იმ დარჩენილ 10%ში. მართლა ძნელია და არც მითქვამს არასდროს მარტო უნდა ვინადირო ჩემი ძაღლითო, იმიტომ, რომ ალბათ 1 ძაღლია ჩემთვის და არ ვიცოდი აქამდე ბევრი რამ, თU როგორ უნდა ამეზარდა კარგი მონადირე ძაღლი და შესაბამისადაც არ ვაქცევდი ყურადღებას თუ რამდენ მონადირეს ანადირებდა, მეგონა, რომ რაც მეტს ანადირებდა მით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თUრმე არ ყოფილა მთლად ეგრეც საქმე. ის ხალხი რომელიც დამიპატიჯია ჩემი ძაღლის ხარჯზე ჩემი მხრიდან არასდროს არ ვყოფილვარ წინააღმდეგი, გამომდინარე ისევ იქიდან, რომ ისინი მე დავპატიჯე, მაგრამ არც არასდროს არ მქონია და რომც ეცადათ, მაგის უფლებას არ მივცემდი არავის, რომ ძალდატანებით, ნაგლად და უწესოდ ამომდგომოდეს ვინმე გვერდით და მითხრას მანადირე შენი ძაღლითო, მართლა არაა ეთიკური, როდესაც შენ უძაღლო მონადირე, ძაღლიანს ჩაუხტები წილში, არა იმის გამო რომ შენ მას უნდა მისცე ბევრი შანსი, იმისა რო შენი ძაღლის ნაპოვნი მწყერი ჩამოიკიდოს, არამედ იმიტომ, რომ შენს მიერ ნაწვალები და გაზრდილი ძაღლი არ წაგებილწოს, რაც საბოლოოდ გარდაუვალი იქნება... ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის კულტურა, რო არ მყავდეს ძაღლი არ წავალ სანადიროდ სხვის ძაღლთან ერთად, თუი მაინდამაინც იქნა მათგან წამოსული დაჯIნებული მოთხოვნა, წავალ და ვინადირებ შუმზე, გარდა მაგისა არასდროს არ ვაკადრებ საკუთარ თავს, რომ ვინმეს, თუნდ ძმაკაცს შევთავაზო ჩემი ინიციატივით სანადიროდ წასვლა და მისი ძაღლით ნადირობა, პროსტა ტეხავს ისევ და ისევ ძაღლის გამო.... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 06:51 |