სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სიახლე კანონმდებლობაში |
Sep 6 2011, 09:07
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ და კონკრეტულად:
შედის კანონი ნადირობის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ იქნება შეზღუდვები, ყველაფერს ექნება თავისი ფასი, შეგიძლიათ ინადიროთ აქამდე აკრძალულ ცხოველებზე, კურდღელზე, შველზე, კაკაბზე, ხოხობზე, გნოლზე, ღორზე და ა.შ. ტურა, მელა, მგელი, მთელი წლის მანძილზე უფასოა ნადირობა, მოკაალით რამდენიც გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ შუა ქალაქშია რ დაიწყოთ სროლა მაგალითისთვის ფასები: ჯიხვი – 1500 ლარი ნიამორი - 10000 ლარი დათვი 1000 ლარი ირემი 1300 ლარი შველი 200 ლარი ღორი 100 ლარი და ა.შ. შეიძლება ფასებში ცდომილება იყოს, ყველაფერი ეს ტელეფონზე საუბრისას ჩავიწერე აბა მონადირეებო, რომლებიც მგლების თემაში ქვა–ქვაზე არ ტოვებდით, დაიწყეთ ნადირობა მავნებლებზე, მე კიდევ დავდგები და ვინ რამდენი პოსტი დაწერა და რამდენი მოკლა იმის ანალიზს მოგაწვდით |
|
|
|
![]() |
Sep 20 2011, 13:16
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?!
19-09-2011 "ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?" "დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება" საქართველოს ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ. საკითხავია, ვინ დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე? ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,"მონადირის გზამკვლევის", თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ "მონადირის" წევრი): - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი რაოდენობა. - მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით, გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ. დაუშვებლად მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან? ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება. ავთანდილ დარახველიძე (წიგნის "მონადირის გზამკვლევი"ს" თანაავტორი): - წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა. მონადირეები იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ. ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები, რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა, პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5 ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს". მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე "კვირის პალიტრა" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა: - ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, "წითელ წიგნში" შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება? - ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის მოზიდვა შეიძლება. ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან, იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება. - არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა? - ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება. - გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები. - ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია. - ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ, ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი, ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა, რომ ნადირობა დასაშვებია? - გარემოს დაცვის სპეციალისტები ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები. მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა. - მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას. - მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება. - რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები? - მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება. ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა, საქართველომ რაღა დააშავა? აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია. რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში? - რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას? - ვინც დღეს აკონტროლებს, ხვალაც ის გააკონტროლებს. - რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას? - ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა? - ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია. მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა იყოს. - თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ შორის - ავსტრიის. - როგორც ვიცი, ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. - თქვენ გგონიათ, ავსტრიის "წითელ წიგნში" არ არის? "წითელი წიგნი" "წითელი წიგნია" ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც გადაამოწმეთ. P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოში არსებული პოპულაცია - კეთილშობილი ირემი ენდემურია, დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო "წითელ წიგნშია" შეტანილი. ასევე დაცულია "საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხის" მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ. წყარო: www.kvirispalitra.ge |
|
|
|
Maverick სიახლე კანონმდებლობაში Sep 6 2011, 09:07
შუკა Maverick
მაინტერესებს ძ... Sep 6 2011, 09:16
ალაზნისპირელი არა მგონია ეგეთი ს... Sep 6 2011, 09:17
aragveli აი ძლივას კარგი ამ... Sep 6 2011, 09:18
Infrared იმედია ფასებში ცდო... Sep 6 2011, 09:19
Bonehill ნდაა.... აი სად დაგვე... Sep 6 2011, 09:19
hunter777 ვინადირებ ტურა მელ... Sep 6 2011, 10:17
Maverick მგელზეა უფასო, აბა ... Sep 6 2011, 10:23
T A M P L I E R მიხარია მართალი რო... Sep 6 2011, 10:43
ზახარა ციტატა(Nikolo @ 6th September 201... Sep 6 2011, 11:01
akela1954 ერთობ საინტერესო ი... Sep 6 2011, 11:09
T A M P L I E R ეხლა დაიწყებთ "ეს... Sep 6 2011, 11:13
შოთა.03 ვააა კაი ამბავია, პ... Sep 6 2011, 11:32
ზახარა ციტატა(nika @ 6th September 2011 ... Sep 6 2011, 11:39
Bonehill T A M P L I E R
მაგი არ უნდა ... Sep 6 2011, 11:41
T A M P L I E R ზახარა
შენ გასაგო... Sep 6 2011, 11:47
kupra ვაა ძაან მაგარიააა... Sep 6 2011, 12:05
T A M P L I E R ციტატა(lashak @ 6th September 201... Sep 6 2011, 12:07
kupra ციტატა( T A M P L I E R @ Sep 6 2... Sep 6 2011, 12:11
Bonehill T A M P L I E R
1300 ფასია როგო... Sep 6 2011, 12:20
romeo 1 გილოცავთ ყველას ამ... Sep 6 2011, 12:44
T A M P L I E R Bonehill
ციტატა(niko @ 6th Septe... Sep 6 2011, 12:55
იაშკა ციტატა( T A M P L I E R @ Sep 6 2... Sep 6 2011, 14:09
Danelli მდაა.. ნამდვილად მო... Sep 6 2011, 13:54
iosebovich interpressnews
ნადირობას და... Sep 6 2011, 14:18
zaza37 Maverick
ფურორი მოა... Sep 6 2011, 14:36
Maverick zaza37
ჯერ სად ხარ, აი დ... Sep 6 2011, 14:41
akela1954 ციტატა(Maverick @ Sep 6 2011, 15... Sep 6 2011, 17:29
ზახარა მივესალმები გონივ... Sep 6 2011, 14:44
kupra ეს ყველაფერი რაც ჩ... Sep 6 2011, 14:49
BIGმიშა და ვინ გააკონტროლე... Sep 6 2011, 14:55
შალვა BIGმიშა
ფულს წინასწ... Sep 6 2011, 15:18
Maverick BIGმიშა
გაგაკონტროლ... Sep 6 2011, 15:23
შუკა ჯერ ადრეა.. Sep 6 2011, 15:24
Maverick შუკა
ადრე-გვიან, აზ... Sep 6 2011, 15:27
romeo 1 ხოხობზე და კაკაბზე... Sep 6 2011, 15:28
შალვა ციტატა(Nikolo @ 6th September 201... Sep 6 2011, 15:36
Maverick შალვა
მოკაკულ თით... Sep 6 2011, 15:44
იაშკა გონივრულია!კარგი... Sep 6 2011, 15:55
გოგა ისე ეს ყველაფერი კ... Sep 6 2011, 15:58
ალაზნისპირელი ყოველ წელს გარკვეუ... Sep 6 2011, 15:59
იაშკა საერთოდ არარის ჯერ... Sep 6 2011, 16:24
Power_VANO კურდღელზე რა ეღირე... Sep 6 2011, 17:35
OQRO444 ძალიან კარგი ინფოა... Sep 6 2011, 17:42
BIGმიშა შალვა
Maverick
ეკო პოლი... Sep 6 2011, 17:52
Maverick BIGმიშა
ეკო პოლიცია ... Sep 6 2011, 19:24
ალთაზარ ციტატაეკო პოლიცია ... Sep 7 2011, 00:21
kupra ეს ყველაფერი თუ ეს... Sep 7 2011, 02:29
romeo 1 ვერავინ ვერ მიპასუ... Sep 7 2011, 10:06
გიზოვიჩი კანონქვემდებარე ა... Sep 7 2011, 10:27
kupra ვობშემ რა მაინტერე... Sep 8 2011, 02:13
zaza37 ნეზია Sep 8 2011, 09:06
Davitus kupra
ჯერ არ არის დამტ... Sep 8 2011, 11:36
limona543 ფასები მემგონი ასე... Sep 11 2011, 20:51
Danelli limona543, საიდან აიღე ეგ... Sep 11 2011, 21:31
limona543 ციტატა(Danelli @ Sep 11 2011, 22... Sep 11 2011, 21:46
ზახარა ციტატა(Danelli @ 11th September 2... Sep 11 2011, 21:38
buka გარეული ღორი 100 ლარ... Sep 11 2011, 21:40
limona543 "ბუნებრივი რესურ... Sep 11 2011, 21:41
BIGმიშა დათვი 1000
შველი 500
ირე... Sep 11 2011, 22:08
ზაზა ეს კანონი 2004 წლიდან ... Sep 12 2011, 13:06
axalcixeli ტურა 15 და კურდღელი 2 ... Sep 12 2011, 13:31
lord მოგესალმებით,
როგო... Sep 12 2011, 13:47
limona543 ციტატა(lord @ Sep 12 2011, 14... Sep 12 2011, 17:04
ზაზა ციტატა(lord @ Sep 12 2011, 14... Sep 12 2011, 20:48
romeo 1 ნეტავი ხოხობი და კ... Sep 16 2011, 10:55
Maverick http://www.ambebi.ge/sazogadoeba/41488-gar...-gauq... Sep 19 2011, 12:46
aragveli ასეც ვიცოდი, ჩვენ ს... Sep 19 2011, 12:51
გიზოვიჩი ინფორმაციის მომწო... Sep 19 2011, 13:02
T A M P L I E R კაცო ესენი ხომ არ ხ... Sep 19 2011, 13:31
Shooter ციტატა( T A M P L I E R @ Sep 19 ... Sep 19 2011, 21:30
axalcixeli ეეეეეხლა მოიცა, გა... Sep 19 2011, 13:34
aragveli თვითონ სამინისტრო... Sep 19 2011, 14:28
ჭალიმგელა ჯერ გარემოს დაცვა ... Sep 19 2011, 14:42
Shooter ჩემი აზრით ხდება ძ... Sep 19 2011, 15:39
Bonehill Maverick
T A M P L I E R
ჭალიმგე... Sep 19 2011, 16:53
T A M P L I E R კი და მერე რა ვუყო ი... Sep 19 2011, 16:56
Bonehill T A M P L I E R
არც არაფერი ... Sep 19 2011, 17:10
lord მოგესალმებით მეგო... Sep 19 2011, 17:21
khmaltevza ციტატაცხოველებზე ... Sep 19 2011, 18:20
Shooter ციტატა(khmaltevza @ Sep 19 2011, ... Sep 19 2011, 21:34
khmaltevza ციტატა(Shooter @ Sep 19 2011, 22... Sep 19 2011, 21:45
Maverick ამ ხნის კაცი ვარ, ამ... Sep 20 2011, 11:47
gel2001 ბიჭოს გვეშველა მგო... Sep 20 2011, 17:03
zaza37 დავალება აქვთ სამო... Sep 20 2011, 19:25
ტყიური იქნებ ამიხსნათ ვინ... Sep 21 2011, 10:56
შოთა.03 მონადირის დასაცავ... Sep 21 2011, 10:58
vajnuci მონადირეებს უნდა ... Sep 21 2011, 11:37
romeo 1 ერთ უკიდურესობიდა... Sep 21 2011, 12:53
Bonehill ძაღლს ვერ ვუღალატე... Sep 21 2011, 14:25
შოთა.03 Bonehill
ციტატა(niko @ 21st Sept... Sep 21 2011, 14:37
akela1954 მე მგონი ჭკუათ მყო... Sep 21 2011, 14:58
lord მეგობრებო, ასე მარ... Sep 21 2011, 14:59
BIGმიშა ციტატა(Nikolo @ 20th September 20... Sep 21 2011, 17:23
შოთა.03 ეს არი ჩემი კომენტ... Sep 22 2011, 15:34
AlekoN იყო სავლე, გახდა პა... Oct 4 2011, 22:57
aragveli AlekoN- მივესალმები შე... Oct 4 2011, 23:27
AlekoN ციტატა(aragveli @ Oct 5 2011, 00... Oct 10 2011, 22:38
lord პარლამენტარებმა ე... Oct 13 2011, 11:48![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th November 2025 - 02:30 |