სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიახლე კანონმდებლობაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ და კონკრეტულად:
შედის კანონი ნადირობის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ იქნება შეზღუდვები, ყველაფერს ექნება თავისი ფასი, შეგიძლიათ ინადიროთ აქამდე აკრძალულ ცხოველებზე, კურდღელზე, შველზე, კაკაბზე, ხოხობზე, გნოლზე, ღორზე და ა.შ. ტურა, მელა, მგელი, მთელი წლის მანძილზე უფასოა ნადირობა, მოკაალით რამდენიც გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ შუა ქალაქშია რ დაიწყოთ სროლა ![]() მაგალითისთვის ფასები: ჯიხვი – 1500 ლარი ნიამორი - 10000 ლარი დათვი 1000 ლარი ირემი 1300 ლარი შველი 200 ლარი ღორი 100 ლარი და ა.შ. შეიძლება ფასებში ცდომილება იყოს, ყველაფერი ეს ტელეფონზე საუბრისას ჩავიწერე აბა მონადირეებო, რომლებიც მგლების თემაში ქვა–ქვაზე არ ტოვებდით, დაიწყეთ ნადირობა მავნებლებზე, მე კიდევ დავდგები და ვინ რამდენი პოსტი დაწერა და რამდენი მოკლა იმის ანალიზს მოგაწვდით ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე მგონი ჭკუათ მყოფელი აღარავინ დარჩა.
რაღაცის თქმა და გაკეთება უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოუყალიბებიათ. ძალიან ხმამაღლ ნათქვამად თუ არ ჩამითვლით; ეროვნული საგანძურის ხელყოფას გავს ეს ყველაფერი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შეგნებულათ კეთდება ეს თუ სიბრიყვით. საკანონმდებლო აქტების შეუსრულებლობა ანუ მაკონტროლებელი სამსახურების უმოქმედობა (როგორც ნათქვამია სიძვირის გამო) უფლებას იძლევა საერთოთ დავივიწყოთ პრობლემის არსებობა და როგორც გამოსავალი მოვსპოთ პრობლემის პირველწყარო აბორიგენული და უნიკალური ფაუნა. არა მგონია კულტურული მონადირე დათანხმდეს და ფული გადაიხადოს მხოლოდ მოკვლაში (სამონადირეო ტურიზმი იგულისხმება). ასეთი მონადირე ფულს ტროფეის მონადირებაში იხდის. ტროფეის კი გაზრდა უნდა, შენახვა უნდა რაც დღევანდელ სინამდვილეში არარეალურია. მთლიანად მოშლილი სამონადირეო ინფრასტრუქტურის პირობებში, როცა არც ეგერი გაყავს და არც იგივე ტროფეის შემფასებელი, არც ნადირობის მომწყობი და კიდევ რამდენი ეგეთი არც ............ სამონადირეო ტურიზმი ვერ განვითარდება. ჯერ უნდა მოაწყო, გაზარდო (ნადირიც და პერსონალიც) და მერე იფიქრო წარმატებულ ბიზნესზე. ეს კი ერთ და ორ წელიწადში არ ხდება. თუ მართლა სანადირო ტურიზმის განვითარების მიზნით ხელაღებით წირავენ ყველაფერს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჭკუათ მყოფელი აღარავინ დარჩენილა. ეგრეც, რომ იყოს კონტროლი და ზედამხედველობა ნაკლები დაჭირდება? დამიჯერეთ 10-ჯერ მეტი, თუ ეს ერთჯერადი აქცია არაა და ტყეებისა არ იყოს "ტყე შეუნახე შვილებსა, ბუჩქები და ჩამოსაჯდომი ჯირკები შვილიშვილებს". რამდენი სანერგე მეურნეობა მუშაობს ტყის აღდგენაზე? რამდენი ინკუბატორი მუშაობს კოლხური ხოხბის გამრავლებაზე? ყველა ერს აქვს სიამაყის და იდენტიფიცირების ობიექტები (თუ არა აქვთ, ხელოვნურად ქმნიან დიდი ძალისხმევის ფასად) ჩვენ ეტყობა ძალიან ბევრი გვაქვს და ამიტომაც ასე უყაირათოთ და უსულგულოთ ვეპყრობით და ვსპობთ იმას რამაც უნდა შეგვინახოს, როგორც სულიერად ისე მატერიალურად (სოფლის მეურნეობისა არ იყოს). P.S. ნეტა ის გერმანელი სპეციალისტი სად არის რომელსაც ახალი კონცეფცია უნდა დაედო? ერთი იმედი მაქვს, რომ ამ ვანდალურ ქმედებას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღუდგება წინ. იმათ მაინც იციან ჩვენი უნიკალური ფლორა-ფაუნის ფასი. ამ ჩვენი მგლის მეგობარი მეცნიერების ხმაც არ ისმის. მგლის გამოხშირვა თუ ეკოსისტემას არღვევდა ყველაფერი ცოცხალის დათოფვა ვითომ ხეირს მოიტანს? P.P.S. ხმამაღალი ნაფიქრალისთვის უკაცრავად. პატივისცემით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 16:37 |