თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევანი
მართალი ბრძანებაა ლევან ბატონო. ერთია სისტემის შეცვლა და მეორეა მენტალობის შეცვლა. ეს უკანასკნელი გაცილებით რთული პროცესი, ვიდრე თუნდა სისტემის შეცვლა. კარგად მესმის, რომ ერთბაშად ყველაფერი ვერ მოწესრიგდება, მაგრამ მე ის კი არ მაღელვებს ამ შემთხვევაში იმდენად, რომ ვიღაც სოფლის მცხოვრები აკრძალულ ბადეს ან დენსაც კი გამოიყენებს სათევზაოდ, არამედ სწორედ "ქსივიანების" მიერ მოწყობილი აკრძალული თევზაობები, რაც ყველა დამეთანხმება გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ბუნებას, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ მოწყობილი უკანონო თევზაობა. ვიცი, ლევან რომ ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ ერთხელაც თუ არ დაიწყო, არასდროს არ იქნება საშველი. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ თქვენ ამუშავდით და კიდევ უფრო კარგია, რომ თქვენს აქტიურობას მხარი აუბა გდი-მ, როგორც შენ ამბობ. ეს იმედის მომცემი დასაწყისია, უბრალოდ ბრძოლის არეალი უნდა გაფართოვდეს და თბილისის მისადგომებიდან მთელს საქართველოში უნდა გაჩაღდეს. იმედია, ასეც მოხდება. სხვაგვარად ჩვენს ბუნებას მომავალი არ გააჩნია. P.S. ხე-ტყის საკითხზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი - ახალციხე-ასპინძას პარსავენ და პარსავენ... რაღაცნაირად ხომ უნდა შეჩერდეს ეს გამანადგურებელი პროცესი? თან მე ყურ-მოკრულ ამბავს კი არ ვიძახი, სარწმუნო წყაროებით ვიცი და ეს ბევრისთვისაც არის ცნობილი.. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 22:02 |