გერმანული ნაგაზი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გერმანული ნაგაზი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.
გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით. ![]() ![]() ინფორმაცია აღებულია mydog.ge-დან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6 რეგისტრ.: 27-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე ვცხოვრობ კორპუსში. აქ მოვიდა სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი. ძალიან ნაღვლიანია, ალბათ პატრონმა მიატოვა. ადრე ცოტა ხნით სხვა უვლიდა და ახლა მე ვუვლი. კორპუსში ცხოვრებისთვის მენანება იმიტომ, რომ აქ ბევრი ეზოს ძაღლი და კატა. მინდა სოფელში წავოყვანო მაგრამ მეშინია ისევ არ მოიწყინოს. რას მირჩევთ?
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 10:37 |