სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 8-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო მოგესალმებით ყველას! ამ ფრაზიდან გამომდინარე მინდა ჩემი ძაღლის შესახებ მოვყვე..გვყავს ინგლისური სეტერი,წლის და ორი თვის.ფაქტიურად ჩემი გაზრდილია--მეუღლე ძალიან დაკავებულია თავისი საქმით,თუმცა კარგი მონადირეა(მე ასე ვიცი).ყოველთვის ჰყავდა მონადირე ძაღლები მაგრამ სოფელში..ეს აქ გვყავს,კორპუსის ტიპის ბინაში.ვერ შეველიე სოფლისთვის--ძალიან პატარა იყო რომ მოიყვანა და შემეცოდა..მოკლედ--ამას წინათ ახლობელთან ერთად იყო სანადიროდ,იმის ძაღლი დაბერდა და ვეღარ ტვირთავს ისე ძალიან.უკმაყოფილო არ ჩამოსულა.მერე იმავე ახლობელმა სთხოვა ძაღლის გატანება.თვითონ თბილისში არ იყო და მე ავუყვანე წერეთელზე.რომ დაინახა ის კაცი---აიწყვიტა თუ თავი გამოაძვრინა საყელურიდან--ვერ გავიგე--გამომექცა(ვწერდი ზემოთ უკვე),წერეთელზე გადარბენისას დაეჯახა მანქანა+ დამეკარგა..ოთხი საათი ვეძებეთ+პატრულიც ეძებდა(ვთხოვე უბანში მოძრავ ჯგუფს)..ძლივს ვიპოვე..რათქმაუნდა---აღარ გავატანე.რამდენიმე დღეში ისევ მთხოვა და ტლიკინს ხომ ვერ დავუწყებდი--გავატანე.რომ ჩამომიყვანეს--კუჭის მდგომარეობა არ მომეწონა--ორი ცელოფანი გამოაყოლა და მწვანედ გადიოდა..ვკითხე -რა აჭამეთთქო და ჭამით ისეთი არაფერი,წყალი დალია მწვანე,ჭაობისო..ტან ბევრიო..მე მონადირე არ ვარ თუმცა ძაღლები ძალიან მიყვარს(ორი გვYავს),და მაინტერესებს--ტქვენც ასე ასმევთ ჭაობის წყალს??მგონი შესაძლებელია წყლის წაღება,რომ სუფტა დალიოს.ძალიან ფერებაში გყავს გაზრდილიო---დამცინესსავით. და კიდევ---სულ ვფიქრობ,რატომ გაიქცა იმ კაცის დანახვაზე?ისიც ნადირობს ხშირად და ძაღლები სულ ჰყავს..და კიდევ---მეუღლეს ჰყავდა რამდენიმე დღის წინ და რაღაც უკმაყოფილო იყო---დარბის მინდორში და არ ეძებსო..რამდენიმე მწყერი ააფრინა,მაგრამ სუნით არა,დანახვითო..არადა,ეზოში რომ ჩაჰყავს(სკვერში),ნაბულზეც დგება და დავკვირვებივარ---ყნოსვით მაღლაც ყნოსავს და ბალახებში ლამის არხები გათხაროს ცხვირით..ძალიან გონიერია,შტერი არ არის და მინდორში რა ემართება--ვერ ვხვდები..პატარაა ჯერ ვითომ?? აღზრდაში შეცდომა დავუშვით თუ გამოსწორდება მდგომარეობა??როგორ??გაშვების და გასხვისების ვარიანტი არც განიხილება..წინასწარ გმადლობთ გამოხმაურებისთვის..(ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომ მამაკაცი არ ვარ და არც მონადირე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 13:12 |