სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
korsa
თქვენს ძაღლს, მუშაობა უნდა ყველა ჯიშიან ძაღლს აქვს გენეტიკაში ნადირობა, მუშაობა და მინდორში ხშირი გაყვანა, ძარლს ზედმეტ ენერგიას დაახარჯინებს, გამოცდილებას შეძენს, თქვენმა ძარლმა იმიტომ დაიწყო მინდორში უაზროდ სირბილი რომ არც კი იცოდა რას აკეთებდა, დიდი ფართობი ნახა და უბრალოდ ''ორთქლი'' გამოუშვა, კიდევ რამოდენიმე გაყვანა, სისტემატიური და მიხვდება რომ ის პეკინესი ან პუდელი არაა, რომ ის მონადირეა და მისი საქმე ფრინველის პოვნაა მინდორში, ჩართავს ცხვირს(გამოიყენებს მის ხელთ არსებულ რესურსს) და დაიწყებს ნადირობას რაც შეეხება ძაღლის გათხოვებას ნადირობისას, ჩემნი სუბიექტური აზრია რომ არ შეიძლება, დიდია რისკი საერთოდ დაკარგოთ ძაღლი, არ დაუჯერებს იმას ვისაც ათხოვეთ, გადაყვება მინდორს, გართული ნადირობაში და უკან არ დაბრუნდება, ამით თქვენც ინერვიულებთ და ალბათ ისიც ვისაც ათხოვებთ მოკლედ მართალია ის მოხუცი მონადირე: კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ათხოვოსო korsa ძაღლი ამუშავეთ, ატარეთ მინდორში, სისხლი თავისას იზავს, გამოსწორდება, მონადირე გახდება შრომა არც კაცს ავნებს და არც ძაღლს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 10:16 |