ჩვენი წინაპრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ჩვენი წინაპრები |
May 15 2009, 21:30
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
|
|
|
|
![]() |
Oct 10 2011, 20:27
პოსტი
#2
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს ადამიანი ჩემი წინაპარი არაა არც ნათესავი , მეზობელია ... უბრალოდ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ასე ვთქვათ დაგეშვაში
თავის თაობის უკანასკნელი მოჰიკანი, ილო ვარსემაშვილი 90 წლის მონადირეა .. წელს გახსნა -დახურა თავის ნადირობის 74-ე!!! სეზონი , ჩემთან, მისივე ნასწავლ ადგილას , ერთხელ გაისროლა და (ბოლო)1 მწყერი მოკლა !!!!!!!! ,ანუ ინადირა (როგორც თქვა)უკანასკნელად.. (ნეტა ამის საკამდე მიმაღწევინა რა ნადირობაზეა საუბარი დაიწყო გონჩავიკობით .... ყავდა ყველა ჯიშის ფრინველის ძაღლი (როდორც ვიცი ბევრი საველე და გამოფენის ჩემპიონი).. აქვს ძვირფასი ფოტო მასალა თუ მოვახერხე დავდებ აქ.. ლევანი ციციშვილის , ანდრო ლომიძის , ძმები ჯაფარიძეების მეგობარი ,და ა.შშ.. მონკავშირი საპატიო წევრი (საწევროს არ ახდევინებდნენ) ნადირობიოთ მოვლი აქვს მთელი საბჭოთა კავშირი , ნადირობდა ყველაფერზე ჯიხვიდან დაწყებული ბეკასამდე დამთვრებული,(მისი 2 კარაბინი ეხლაც დაღესტნის მთებში რომელიღაც გამოქვაბულშია დამალული) მისი სიტყვებია სანადირო იყოს გინდა პეპელა იყოს , მონადირემ მაინც უნდა ინადიროსო (წარმოიდგინეთ რა ჟილკიანი მონადირეა) თუ ვინმე ძველი თაობის მონადირეებს გეცნობათ ესაა .. ადამიანი ლეგენდა 90 წლის ილო ვარსემაშვილი ბოლო ნადირობისას.. ![]() ![]() ეხლაც ყავს ძაღლები .. ბოლო წლებია უკვე დრადხაარები.. ბევრჯერ დრო მქონა და სანადიროდ წასვლა დამზარებია მიფიქრია წავიდე არ წავიდე.. მერე ილოს დანაოჭებული და ნაღვლიანი სახე გამხსენებია (ფანჯრიდან რომ იყურება ხოლმე) და მიფიქრია წლები გავა და ესე რომ დავბერდები და ნადირობის თავი რომ არ მექნება მერე ვინანებ ამ წაუსვლელობას .. წამომვდგარვარ და წავსულვარ არავის აღარ მიყავდა უკანასკნელი 3 წელი, ეშინოდათ რამე არ მოსვლოდა და შარი - ხათაბალა არ გახდომოდათ, მე უარი ვერ ვუთხარი წავიყვანე .. მაგრად გაუხარდა ისე მაგრად რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.. წამოსვლამდე გულმა უმტყუნა დაღლისგან, ცუდად გახდა, კინაღამ ჩამაკვდა ხელებში.. ეს ბოლო ნადირობა იყო ამ სეზონზე ჩემი მწყერზე , მომავალ წელს ისევ მოვინახულებ ნაცნობ ადგილებს ილოსთვის ეს ბოლო ნადირობა იყო .. ის ვეღრასოდეს ვეღარ ინადირებს.. სიბერის დედაც !! არ დაიზაროთ და ინადირეთ !! შეგრჩებათ !! |
|
|
|
Kudigoreli ჩვენი წინაპრები May 15 2009, 21:30
Nukry Max ესეც ჩემი მაუზერია... May 23 2009, 21:29
ნოსო 3 ძმანი ხომერიკები,... Jun 23 2009, 22:14
ჭალიმგელა ჭალიმგელა Mar 26 2010, 09:24
შოთა.03 როლანდ ინასარიძე, ... Apr 23 2010, 19:32
ჭალიმგელა ეს ჭალიმგელას საფლ... Jul 15 2011, 09:09
kupra მამაჩემი შუაში რო ... Jul 15 2011, 11:00
Davitus შუკა
რა გადაუწურე ... Oct 10 2011, 23:56
შუკა რაღას ინადრებს გზ... Oct 11 2011, 00:06
გოგა შუკა
გაიხარე შუკა... Oct 11 2011, 03:47
sabo73 შუკა
ხომ ამატირე, ა... Oct 11 2011, 08:17
შალვა შუკა Oct 11 2011, 10:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 00:53 |