ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
![]() ტყის ქათამი ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც. ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს. პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 21-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უსუნო ვალდშნეპიარსებობს ერთი საინტერესო მოვლენა რომელზეც ძალიან ბევრს მსჯელობენ,გამოცდილ მონადირეებს მოჰყავთ მაგალითი როდესაც სუფთად ჩამოგდებულ ფრინველს ძაღლი ვერ პოულობს,მონადირე თავად პოულობს ნანადირევს ძაღლმა კი თითქოს ყნოსვა დაკარგაო,შესაძლოა ფეხიც კი დააბიჯოს მას...მეცნიერთა აზრით ზოგიერთ ფრინველს მათ შორის ვალდშნეპს, სტრესის მდგომარეობაში შეუძლია დაკარგოს ან რამდენადმე შეიცვალოს სუნი.ეს ორგანიზმის თავდაცვის უნარია.უნდა გვახსოვდეს ერთი რამ-ტყის ქათმის ცამოვარდნისას არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ძაღლის იმედზე.კარგად უნდა დავიმახსოვროთ ადგილი და ორიენტირები,გარდა ამისა ფრინველთან მისვლამდე ნასროლი მასრა დავიგდოთ ფეხებს შორის,მოვნიშნოთ სროლის პოზიცია.არ გადავჯეგოთ ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი,ძაღლს ვაცალოთ და თუ მან ნანადირევი ვერ ნახა მხოლოდ ამის შემდეგ მივეშველოთ მას.თუ ვალდშნეპი მაშინვე ვერ იპოვეთ,ნადირობა განაგრძეთ და იმ ადგილს 2-3 საათის შემდეგ დაუბრუნდით. სტრესის გავლის შემდეგ ფრინველს სუნი დაუბრუნდება და ძაღლი ადვილად იპოვის მას.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 04:38 |