რთველი 2011 ფუთში 14.15.16 ოქტომბერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რთველი 2011 ფუთში 14.15.16 ოქტომბერი
ჰერცოგი
პოსტი Oct 17 2011, 19:22
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ასე და ამგვარად ზესტაფონის რაიონ სოფელ ფუთში პატარა რთველი ჩავატარე მოვკრიფეთ ყურძენი
რაც შეეხება მონაწილეებს ჩემი ოჯახი სრული შემადგილობით ბიძაშვილები მეზობლები და რათქმაუნდა სტუმრები


მკრეფავთა ბრიგადა
პიქს.გე მიჩმახებს მაგრად რა არ დაპოსტოთ ნელნელა ავტვირთავ

4 დავწურე ასეთი საწნახელი


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Oct 17 2011, 20:37
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხოოოდა ვიყავი ზესტაფონშიიი.... ეხლა მკითხავთ: ზესტაფონშიიიიიი>???..... დიახ ბატონო, ზესტაფონში. ჩიხორში ორმოცი იყო, თან ჩემს მეუღლეს ბავში მოანთლინეს. მერე წამოვედი მამაჩემის დეიდაშვილთან ფუთში. საღამო იყო, სანამ სუფრა გამზადდებოდა ნარდს ვაგორებდით. ამასობაში გამახსენდა, რომ ჰერცოგა ფუთში უნდა ყოფილიყო. დავიწყე მოძიება ნომრის, მაგრამ ამ ტელეფონში არ მეწერა. დავუქოლე ტამპლიერას. მომცა ნომერი, მაგრამ ეგ ეხლა რამე კარგს მოგცემდა? ის ნომერი მომცა, რომელსაც თურმე ჰერცოგა იშვიათად ხმარობდა, მაგრამ ტამპლიერმა ეგ საიდან იცოდა?.... მოკლედ ვრეკე დიდის მონდომებით, მაგრამ ამაოდ. მერე უკვე სუფრაზე დავეყარეთ. კი მითხრეს: წამოდი მოვძებნოთო, მაგრამ უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი და დამეზარა.

გათენდა მეორე დღე, მზიანი, ალერსიანი. ვიფიქრე: კაცო ისე როგორ წავიდე, რომ ეს კაცი არა ვნახო მეთქი. დავქოქე მაშინა და გავუდექით ფუთის ორღობეებს. ბოლოს მივედით. გადავედი მანქანიდან და რას ვხედავ? ხალხი ფაციფუცობს, ზოგს ბოცები მოაქვს, ზოგს ცელოფნის პარკით ყურძენი. მოკლედ უსაქმურად არავინ არ არის. გამომეგება ჰერცოგიუსი. კარგ დროს მოხვედიო და მივხვდი რაც ხდებოდა. მარანში ყურძენი იწურებოდა შიშველი ფეხებით, საწნახელში გიორგის ძმა იდგა. ყურძნის წვენი მადისამღძვრელად მოწანწკარებდა, ცეცხლზე ფელამუში იხარშებოდა. ფელამუშში ამოსავლებად გამზადებული თხილის ასხმები ჯოხზე ქანაობდნენ და ელოდებოდნენ როდის ამოევლებოდა. მოკლედ სიტუაცია იყო წარმოუდგენლად სუპერი.

უცებ გაიშალა სახელდახელო სუფრა, ახალი წითელი ღვინო, იმერული ყველი, ქათმის ჩახოხბილი, ყურძნის წვენი....... მოკლედ 2 დოქი ღვინო დაიცალა. ვთქვით შემოდგომის სადღეგრძელო, ღმერთი ვახსენეთ, წასულებიც არ დაგვიწყებია, გავიხსენეთ მეგობრები...... სამწუხაროდ მე ყურძნის წვენის გარდა ვერ დავლიე ვერაფერი, თბილისში წამოსასვლელი ვიყავი. ბევრი რომ არ გავახურო, კარგი იყო ძალიან. გამრავლდი და გაიხარე ჰერცოგ. ძალიან ვისიამოვნე, ბარაქა მოგცეს ღმერთმა და კიდევ ბევრი დაგეკრიფოს, დაგეწუროს და დაგელიოს...... გაიხარე......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 08:03