სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი”
![]() ![]() მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო. მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო ![]() ![]() მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება: ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში. შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე. “თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია… გადავხსენი თოფი და ………. სადააა ნარეზიიი ….. ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით….. შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს…. - “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა….. - რა ნარეზიოოო ?!?!?!? - რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!! ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი… - მაგას ნარეზი არა აქვსო !!! - მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!! - სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა) - რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი… მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! ![]() ![]() ![]() ![]() როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”. თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . . მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის… მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას) დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის: - გოგა ! - ჰა - თოფს ვყიდულობ - მერე - ნარეზი არა აქვს - რა ნარეზი !?!?! - ლულაში ნარეზი - პაუზა . . . - შენ შ… ხომ არ გაქვს !!!! - ზუმერი .…… დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია მესამე: "საბარგულში ყველაფერი საჭიროა" (სამ მოქმედებიანი
![]() მოქმედება პირველი: Nissan Patrol წლები აღარ მახსოვს, მაგრამ დიდი ხნის წინ შემემთხვა ეს ამბავი. მოკლედ ვიყიდე Nissan Patrol. ძველი მანქანა იყო, თან გადანაბრუნები. გაეროდან გამოიყვანა თავის დროზე პატრონმა. ტექნიკურად ძალიან კაი და ვირი მანქანა, მაგრამ კომფორტი და ესთეტიკა ნული. ვიყიდე და ამოვიყვანე სახლში. ვუვლი ეხლ ამ მანქანას, ვათვალიერებ. მაინტერესებს სად რა აქვს, რა კნოპკა რას რთავს და რომელი რიჩაგი რისთვისაა.... მოკლედ ვეცნობი ამ ჩემ ახალ შეძენილ მეგობარს. ერთი ვაღებ საბარგუუუულს და რას ვხედააავ.... საბარგულში დევს დიდი სამშენებლო ბლოკი ბევრი არ მიფიქრია და დავიქნი ეს ბლოკი საბარგულიდან.... ძალიან არ მიყვარს ზედმეტი რაღაცეები მანქანაში. რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვხდი კახეთში. წნორიდან გადავდიოდი წითელ წყაროში (მგონი ასე ქვია ეხლა). მანქანა სავსეა ხალხით, სამივე რიგი დაკავებულია. ერთიც დავხედე და წინა საბურავი დამეშვაააა. . . რას იზავ ეხლა, კი ვიჯუჯღუნე, მაგრამ გადმოვიღე დონკრატი და მივუდექი საბურავს.... არადა მაგას ეყენა ბარტავოი დისკები (კამაზებს რო აქვს ისეთი) მარტო დისკი საბურავის გარეშე, მგონი 30 კილოს იწონიდა. წამოვუწექი ამ მანქანას და ვცდილობ ეს დონკრატი დაუდო ხიდის ქვეშ..... თან ეტყობა ძველ პატრონს ქარხნულია დომკრატი დაუკარგავს და უყიდია ვილისი დონკრატი. . . . მოკლედ, ცდილობ კაია ![]() ![]() გავიხედ გამოვიხედე, მეთქი რამე ქვას დავუდებ და ისე ავწევ თქო. აი მაშინ კი მივხვდი რატო იდო ეს დედაბნელი სამშენებლო ბლოკი საბარგულში - გარშემო ქვა კი არა კენჭი არ ეგდო არაფერი. მოქმედება მეორე: ლუაზი წინა ამბის მერე რამდენი ხანი გავიდა არ მახსოვს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე მეყიდა ლუაზი. სანადიროდ. ბევრი ვეძებეთ, თუ ცოტა ვეძებეთ მე და ჩემმა მამიდაშვილებმა . . . ბოლო ბოლო 350 დოლარად ვიყიდეთ ლუაზი. ეხლა ეს ლუაზიც რომ ამოვიყვანე სახლში, ვათვალირებ, ვუყურებ სად რა აქვს, და რას ვხედავ ?!?!?!? მანქანაში დევს წითელი აგური !!!!!!!! აი აქ უკვე დავიძაბე. ვეტაკე ეგრევე დონკრატს და სატესტო რეჟიმში ოთხივე საბურავი ავწიე. ზნაჩიტ დონკრატი არაფერ შუაშია. ვუყურებ ვფიქრობ, რატო უნდა იდოს ეს წითელი აგური მანქანაში. დავიქნიოოოო . . . რა იცი რაში დაჭირდა წინა პატრონს.... არ დაიქნიოოო დაა აგურს ხომ არ ვათრევ მართლა და მართლა . . . მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ დავიქნიე !!! დავიქნიე აგური და მყავს ეს ლუაზი და დავდივაააარ. ხოდა ბენზონასოსი თუ რაღაცა უტრაკებდა ხოლმე და ხშირად სჭირდებოდა შიჩიჩხინება, თან ისე რომ ერთი კაცი უჩიჩხინებდა და მეორე ქოქავდა (როგორც წესი მარტო არ დავდიოდი) ერთხელაც ავდივარ სახლში (ტაბახმელაში) ამ ლუაზით (პროფილაკტიკიდან მომყავდა) და ვარ მარტოოოოოო . . . ამანაც აიღო და ჩაქრააააა . . . ამოვაგდე სიჩქარიდან (გავახალასტოვე) და ამოვწიეეე რუჩნიკიიი ამოვწიე და სადააა რუჩნიკიიი.... არ იჭერს..... გავიხედ გამოვიხედე, მეთქი რამე ქვას დავუდებ ბორბალთან . . . ![]() ![]() ![]() აი მაშინ კი მივხვდი რატო იდო ეს დედაბნელი წითელი აგური საბარგულში ![]() ![]() ![]() მოქმედება მესამე: Mitsubishi Pajero გავიდა კიდე კაი ხანი... და ერთხელაც ვიყიდე პაჯერო, 2 კარიაააანნნნ !!! ამოვიყვანე სახლში ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და ვაღებ საბარგულსსსს !!! ![]() ![]() ![]() ვაღებ და საბარგულში დევს ერთი ფილა მეთლახი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() КОНЕЦ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 03:42 |