HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
Aug 25 2011, 10:15
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რატომღაც ამბოლოდროს გულმა კლასიკისკენ გამიწია......... გადავწყვიტე ვერტიკალურლულებიანი თოფებით დაინტერესება.... იაფი თოფი მაინტერესებს სათრევად რომარდაგენანოს... გადავხედე შესაძლო ვარიანტებს არჩევანი დიდი არარის 1000 ლარის ფარგლებში HUGLU და ИЖ-27. ამასწინად გუდვილში ვიყავი და ორივე პრეტენდენტი დავათვალიერე. რავიცი რავიცი მოკლედ ეს ИЖ-27 ი რომ იყიდო კიდევ ერთი 400 ლარი უნდა გედოს გვერდზე იმიტომ რომ კონდახი უტყდება ვარანენია გადასდის და ინჟეკტორები და რავიცი კიდევ რა... არადა 1400 ლარს ცოტაც რომ დაუმატო ATA SP ს იყიდი კაცი. ეს HUGLU კი მომეწონა კარგი ნაკეთებიც ჩანდა კონდახიც კარგი კაკალის აქვს მაგრამ ამასაც შიძლება პრობლემები აღმოაჩნდესო იშვიათად მაგრამ მაინც ზოგჯერ ცოკებთან დაკავშირებული პრობლემები 1 ერთ სასხლეტიან მოდელებს გაორებული გასროლებიც ემართებათ ხოლმე. არადა ეს 2 სასხლეტიანი თოფები მე არმომწონს........ კიდევ ვარიანტია ცოტაც მოვიცადო და ATA SP ვიყიდო.... მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს..............
|
|
|
Oct 24 2011, 21:22
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
არაა იჟ-27 ძველი და ახალი ერთნაერი. 80-ან წლებამდეს ბევრად უკეთესი ხარისხის იყო და გაწყობის, ,,შტუჩნის,, ხელში რომ დაიჭერდი გესიამოვნებოდა, ყველაფერი მაშინ გააფუჭეს ინდეკსი M-ი რომ დაამატეს, ანუ ,,მოდერნიზაცია,, რომ დაიწყეს რუსული გაგებით. ეს იმას ნიშნავს რომ მსხვერპლი შესწირეს წარმოების ტექნოლოგიების გამარტივებას და თოფი დააუშნოვეს, კონდახის და ტიბჟირის ფორმა შეცვალეს, ხის დეტალები აღარაა მეტალზე გაწყობილი, ლულების წარმოება როტაციულ ჭედვით დაიწყეს და გარეგანი დამუშავება არ უვარგად, სულ ტალღა-ტალღაა ლულის ზედაპირი. ,,ვარანენიეს,, ხარისხზე არაფერს აღარ ვამბობ... ჩვენთან კიდევ საექსპორტო თოფები შემოდის, აბა შიდა ბაზარზე ნახედ რა საშინელ ხარისხის თოფებს უშვებენ ეხლა! ერთად ერთი რაც იჟ-27 შველის ეს არის კარგი კონსტრუკცია და მეტალის ხარისხი. HUGLU-ს რაც შეეხება, ბევრად ხარისხიანადაა აშყობილი, მარტივი კონსტრუქციის თოფებია და ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვეცოდინება რამდენად გამძლე და რა რესურსის მქონე თოფები გამოდგება.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 10:42 |