სუპერ ნადირობა ტყის ქათამზე, 2011.10.22. მანგლისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სუპერ ნადირობა ტყის ქათამზე, 2011.10.22. მანგლისი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოარულმა ხმებმა, ჩემმა ჩანაწერებმა და აქაურმა რეპორტებმა გვიბიძგა ქათამი მოგვენახულებინა.
გადარეკვა გადმორეკვის შემდეგ დავკომპლექტდით მე ანუ ჭალიმგელა, ვიტო, ჩელე და ნუკრა დეგი და გუფი რა თქმა უნდა მოვახტით ჩემს ლურჯას და წავედით მანგლისისკენ. უნდა ავღნიშნო რომ 4 კაცი 2 გამოუცდელი ძაღლით ცოტა პესიმისტურად ვიყავით. არც დეგის და არც გუფის ქათამი ნანახიც არ ყავდათ. ხო არც ჩელეს ![]() მოკლედ დავიძარით და დავიძარით ![]() ![]() ![]() პატარა ზასი მასები ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჰოოდა, როგორც კი დამიქოლა ჭალიმგელამ, ეგრევე ხოობა ვთქვი. საქმე არაფერი მქონდა და წვალ მეთქი ვიფიქრე, იქნებ თხა იყოს, ტყუპი მაიგოს მეთქი..... წავედით:
მშვენიალური ყინვიანი დილა თენდებოდა, თრთვილი დაყრილიყო, წყალი გაყინულიყო და სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. მაგრამ მივედით თუ არა ავხმაურდით, ზოგმა რაღაცეები დაწნა, ზოგიც დაწნულის გადაღებას ლამობდა. ზოგიც მანქანაში ვიჯექით და ველოდით განთიადს. გათენდა და ამოძრავდა სისხლი, ძაღლებმა ყეფა და აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს, როგორც ჩანს ხურდებოდნენ თავისებურად. ავეწყეთ და დავიძარით. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, კიდევ ვიარეთ. მერე კიდევ ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, მოკლედ ძალიან ბევრი ვიარეთ, იმდენი ვიარეთ რომ 9 მთა და 9 ზღვა გადავიარეთ დაახლოვებით ![]() ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არავინ დაშავებულა, არავინ დაკარგულა, არავის პრეტენზია არ ჰქონია რიგი საკითხებისადმი, კარგად ვინადირეთ, მერე დავლიეთ და წამოვედით. ეხლა რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს: ამაზე ბევრიც მივლია და ცოტაც, მაგრამ დაღლილობა ყოველთვის შემტყობია. ამ ჯერზე კი ჩემს თავს ვატყობდი, რომ არ ვიყავი ისეთი დაღლილი, როგორც ადრე. მიზეზი ამისა მხოლოდ ერთია: ძალიან დინამიური და შედეგიანი ნადირობა იყო. როცა ყოველ 10 წუთში რაღაც ხდება (20 იყოს ![]() ძალიან ნასიამოვნები ვარ. თურმე რსებობს უხეო ტყეები, არა და ვიტომ რომ ამბობდა ხოლმე, არ მჯეროდა ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემს შედეგს: 2 მოკლული, 1 დაჭრილი და სადღაც ჩამჯდარი, ფაქტიურად დაკარგული. 5 ნასროლი და ვერგარტყმული ანუ სამშვიდობოს გასული. იდეაში სულ 8 უნდა ამეყვანა, მაგრამ ჩემი ,,უმიზნობის,, გამო მოხდა ისე, რომ ავიყვანე მხოლოდ 2 ცალი. პირველი ,,შედეგიანი,, ნადირობისთვის მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრჯერ ვყოფილვარ წასული, მაგრამ რამდჯერაც წავედი სანადიროდ, იმდენჯერ ხელცარიელი წამოვსულვარ, ასე რომ ეს ნადირობა იყო ჩემი პირველი შედეგიანი ნადირობა და შესაბამისად ჩემი ნათლობაც. ნათლია კი ჭალიმგელა. ![]() მოკლედ დიდი მადლობა ჭალიმგელას, ნუკრი, ვიტოს, დეგის, გუფის, ნისან მისტრალს და იმ ორლულიან თოფს, რომელიც მეჭირა. ასევე იმ ტყვიებს, რომლებიც დაეწივნენ და რომლებიც ვერ დაეწივნენ გაფრენილ ქოთმებს...... ![]() ![]() ![]() ![]() ეს კი სურათები, მაგრამ პიქი ძალიან ჭედამს...... ![]() ![]() ინსტრუქტაჟი ნათლიისგან.... ![]() ![]() ![]() ![]() ძაღლებთან ერთად ნუკრიც ხურდებოდა..... ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 00:44 |