ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი საათის წინ დამირეკა ძველმა თანამშრომელმა (ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო) და გადმომცა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება; ახალი ნადირობის კანონის შექმნასთან დაკავშირებით აინტერესებთ ნადირობის წესებისა და ვადების ჩვენეული ხედვა.
ეს არ ნიშნავს, რომ ის გათვალისწინებული იქნება! კოლეგიალობიდან გამომდინარე მე დავთანხმდი მონაწილეობაზე. თქვენთან შეუთანხმლებლად (რისთვისაც მოგიბოდიშებთ), ვიცი რა თქვენი დაინტერესება წამოჭრილი საკითხით ბატონ ელიზბარს შევთავაზე "ოჩოპინტრეს" დელეგაციის დასწრება, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. როგორც ყოველთვის ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვადა ხუთშაბათამდე მომცეს. ამ შუა სეზონში თუ თავიდან უნდათ სეზონის გახსნა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი დირექტივა მივიღე. მე რასაკვირველია ჩემეული ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ მინდა სერიოზულად მივუდგეთ და არგუმენტირებულად შევთავაზოთ ჩვენი ნააზრები. რაიცი რა ხდება? ჰო, მართლა: ეს მუშა შეხვედრაა და კანონმდებლები და მაკონტროლებლები არ ესწრებიან. მე ესე გავიგე. თემა: ნადირობის წესები და ვადები. პატივისცემით: კოტე ციხისელი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
1. ნადირობის ვადები - დგინდება ყოველწლიურად, ნადირობის კანონიდან გამომდინარე (რომელიც აგრეთვე შესაცვლელია), არსებული რეალური სიტუაციის შესწავლის შემდეგ - რეგიონების მიხედვით.
2. საგაზაფხულო ნადირობა დაიშვება სპეციალური ყოველწლიური ბრძანებით. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ წყალმცურავ ფრინველზე - დაიშვება იანვარ - თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მარტის თვეში ორი კვირის განმავლობაში. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ ფრინველზე (ტყის ქათამი, გოჭა) - დაიშვება სპეცილური კვლევის შედეგად აპრილი - მაისი ორი კვირის განმავლობაში 3. მაღალმთიან ზონაში - გადამფრენ წყალმცურავზე ნადირობა დაიშვება 15 სექტემბრიდან. 4. გადამფრენ წყალმცურავზე - ნადირობა დაიხუროს 1 მარტს. 5. ადგილობრივ (აბორიგენულ) ნადირ - ფრინველზე ნადირობა დაიშვება და რეგულირდება ყოვლწლიური კვლევების შედეგების შეჯამების შედეგად (ნადირფ-რინველის აღრიცხვა, განსახლება რეგიონების მიხედვით და სხვა) 6. აიკრძალოს ყველანაირი ელექტრომოწყობილობების გამოყენება ნადირ - ფრინველის მისატყუებლად. (ეს იმპოტენტი მონადირეების გულის გასახარად) აი ეს დავწერე და ორშაბათს პირველი "კასტინგი" მექნება. მპირდებიან, რომ ნორმალურ ადამიანს შეგახვედრებთო. დღეს თევზაობასთან დაკავშირებით გვექნება კონსულთაციები (ფარდა ბადეები, ელექტრიკები და კალმახი) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 16:14 |