ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, saburtalo ![]() |
ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე. მიეკუთვნება მოკლებეევიანებს არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი. ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე. მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში. წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა! ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 216 რეგისტრ.: 5-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ? ჩვენთან საქართველოში,ახალი შემოყვანილი ჯიშია,ნაკლებად იცნობენ ამ ძაღლს,მის ხასიათს.ძირითადად ამერიკიდან,გერმანია, ავსტრია,ჩეხოსლოვაკია და მოსკოვიდან ჩამოყვანილი ყველა კარგი ექსტერიერის ძაღლია.რამდენადაც ვიცი მხოლოდ 60 ძაღლია კლუბში გაწევრიანებული,დანარჩენის პატრონებს თავის სიამოვნებისთვის ჰყავთ და არც მათი მუშა თვისებები,საველე გამოცდები და გამოფენები აინტერესებთ...საკმაოდ მაღალი ფასი აქს საზღვარგარეთ დაახლოებით ყველაზე დაბალი უკრაინაში 500$...როგორც ყველა ჯიშში აქაც არის შოუ კლასის და მუშა სისხლების.განსხავდება ამერიკული და გერმანული ხაზები,.ყველა ჯიშს ესაჭიროება სრულყოფა სელექციის მხრივ,ანუ მონადირე სისხლების ძაღლები არ უნდა შევაჯვაროთ არამონადირე და დივანის ძაღლებთან,შემდგომში პრეტენზია რომ არ გვქონდეს ცუდად ნადირობსო..გაწვრთნა დაგეშვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.რადგან ამ ჯიშთან ჩვენს მონადირეებს შეხება არ ჰქონიათ არ იცნობენ მის ხასიათებს ამჯობინებენ შეჩვეულ ჯიშებს). ნაკლებად პოპულიარობა ამით აიხსნება.მე თვითონ მყავს,მეც არ ვიცოდი ამ ჯიშთან მუშაობა,ასე თუ ისე ვერ გავითვალისწინე (გაწვრთნასთან დაკავშირებით;არ უნდა სცემო,არ უნდა გაათამამო)ადვილად იწვრთნება,ბევრი რამის სწავლება შეიძლება ამ ძაღლისთვის,აპორტირება სისხლში აქვს,ყნოსვა კარგი და ზუსტი,ნაბული მყარი,ცხოველს კვალზე მისდევს ყეფით,მოკლულის აპორტირებას აკეთებს.ჩემსას შევატყვე რომ ცხოველზე ბევრად აზარტულად მუშაობს..შეიძლება ჩემი შეცდომაა(ადრე ვანახე სანამ ფრინველზე მყარად დავაყენებდი)..გავიცანი რამდენიმე მფლობელი ვინც ძალიან კმაყოფილია თავისი ძაღლის ნადირობით,(ვიცნობ უკმაყოფილოებსაც...ეს პრობლემა ჩემის აზრით არასწორი მიდგომის ბრალია სელექციის და შერჩევის მხრივ)ნებისმიერი ჯიშის შეჯვარება გამრავლება და განვითარება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან შეთანხმებით,მომოვალში ბევრი კარგი ხარისხის და მუშა თვისებების ძაღლები რომ გვყავდეს საქართველოში... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 03:50 |