HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რატომღაც ამბოლოდროს გულმა კლასიკისკენ გამიწია......... გადავწყვიტე ვერტიკალურლულებიანი თოფებით დაინტერესება.... იაფი თოფი მაინტერესებს სათრევად რომარდაგენანოს... გადავხედე შესაძლო ვარიანტებს არჩევანი დიდი არარის 1000 ლარის ფარგლებში HUGLU და ИЖ-27. ამასწინად გუდვილში ვიყავი და ორივე პრეტენდენტი დავათვალიერე. რავიცი რავიცი მოკლედ ეს ИЖ-27 ი რომ იყიდო კიდევ ერთი 400 ლარი უნდა გედოს გვერდზე იმიტომ რომ კონდახი უტყდება ვარანენია გადასდის და ინჟეკტორები და რავიცი კიდევ რა... არადა 1400 ლარს ცოტაც რომ დაუმატო ATA SP ს იყიდი კაცი. ეს HUGLU კი მომეწონა კარგი ნაკეთებიც ჩანდა კონდახიც კარგი კაკალის აქვს მაგრამ ამასაც შიძლება პრობლემები აღმოაჩნდესო იშვიათად მაგრამ მაინც ზოგჯერ ცოკებთან დაკავშირებული პრობლემები 1 ერთ სასხლეტიან მოდელებს გაორებული გასროლებიც ემართებათ ხოლმე. არადა ეს 2 სასხლეტიანი თოფები მე არმომწონს........ კიდევ ვარიანტია ცოტაც მოვიცადო და ATA SP ვიყიდო.... მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს..............
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
cin300
ახსენა თქო ახსენა ![]() ![]() ფოლადი იჟს აქვს ალბათ ყველაზე დაბალი ხარისხის სალულე ფოლადებს შორის, სიმკვრივის და გაწელვადობის მაჩვენებელი აქვს დაბალი, ამ ნაკლების დასაფარავად იჟებს ყოველთვის ქონდათ და აქვთ სქელ კედლიანი ლულები. პირადად ჩემთვის თოფში მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში რესურს ! შემდეგ აწყობა გამართვას და სხვა ვიზუალურ მომენტებს (მათ შორის სდმ ტიპს) "იჟით" და "ტულკათი" დავიწყე ნადირობა, პარალელურად ვღებულობდი განათლებას და რუსული სერიული თოფის შესახებ უკვე ჩამომიყალიბდა ჩემი კონკრეტული აზრი, მაგრამ არც მოშორებას არ ვაპირებ, საწინააღმდეგოც არ მაქვს. ყველამ ვიცით რომ მთელი რუსული სერიული იარაღი არის ძალიიან დაბალი ხარისხის, ულამაზო, კოპირებული მოდელების მაქსიმალური დამახინჯება და გაუბრალოება, დაბალი ან საშუალო ბალისტიკით. (ბოლო დროს ცოტა გაუმჯობესდა ეს უკანსკნელი) მქონდა იჟები :მოდ.18,მოდ.58 (16 და 12 კ)მოდ.54 მოდ12 ასევე ტულა 63 ტულა 54 და მათ შესახებ ორიოდე სიტყვის თქმა შემიძლია, მაგრამ სხვა დროს ვიტყვი ![]() რაც შეეხება ჰუგლუს ან ზოგადად თურქულ თოფებს (თანამედროვე ბოკფლინტებს) ხელში აღებისთანავე სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, რაც უფრო მეტატ იკვლევ ამ იარაღს მით მეტ დადებით მხარეებს ააშკარავებ, არცერთ იჟს არააქვს ისეთი დახვეწილი გეომეტრიის კონდახი როგორც ჰუგლუს 103 ,104 მოდელებს,საშუალო სიმაღლის მსროლელზე ზედგამოჭრილია, კაკლის მასალაზე აღარაფერს ვამბობ, არცერთ იჟს არააქვს მეტალის ნაწილების ხესტან მიერთების ისეთი სიკოხტავე როგორიც ჰუგლუს და ჰატსანის თოფებს აქვს, ბალანსი (განსაკუთრებით 71 სმ ლულებზე) "ვორონენიე" ლულებზე მაღალი ხარისხის, ლულების და მეტალის დამუშავების სიწმინდე. ზოგადად ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. აქვს რასაკვირველია მცირედი სისუსტეები, რაც გამოიხატება 1 სასხლეტიანებში გაორებული გასროლებით ისიც იშვიათ როგორც გავიგე და მარტივად რემონტდება. მეც ვაპირებდი ყიდვას მაგრამ იმ პირობებში რომელშიც მე მინდა გამოვიყენო, უფრო მტკიცე და დიდი რესურსის თოფი მჭირდება ვიდრე ჰუგლუ და იჟია. ისე მონადირისთვის ჰუგლუ 103 და 104 მე ვფიქრობ მშვენიერი დაბალბიუჯეტიანი,ხარისხიანი თოფია. უფრო მეტად 2 სასხლეტიანს გავუწევდი რეკომენდაციას. და ბოლოს მინდა ერთი ჩემი ჩეხედულებიდან გამომდინარე უხეში გათვლებით "სიბრძნე დავაბრეხვო" ![]() ჰუგლუს კონსტრუქცია; კალაპოტი და ჩამკეტი სისტემა, ლულები სასხლეტ დამცემი მექანიზმი, (ხის ნაწილების გარდა) 10 -15 000 გასროლას მაინც გაუძლებს შერეული ვაზნებით. იჟის კონსტრუქცია (იჟ 27 სერიული) მე ვფიქრობ 25 -30 000 გასროლას შერეული ვაზნებით , შეიძლება მეტიც გაისროლოს. ესაა ჩემი კომენტარი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 09:55 |