ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
Oct 25 2011, 22:56
პოსტი
#1
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ერთი საათის წინ დამირეკა ძველმა თანამშრომელმა (ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო) და გადმომცა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება; ახალი ნადირობის კანონის შექმნასთან დაკავშირებით აინტერესებთ ნადირობის წესებისა და ვადების ჩვენეული ხედვა.
ეს არ ნიშნავს, რომ ის გათვალისწინებული იქნება! კოლეგიალობიდან გამომდინარე მე დავთანხმდი მონაწილეობაზე. თქვენთან შეუთანხმლებლად (რისთვისაც მოგიბოდიშებთ), ვიცი რა თქვენი დაინტერესება წამოჭრილი საკითხით ბატონ ელიზბარს შევთავაზე "ოჩოპინტრეს" დელეგაციის დასწრება, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. როგორც ყოველთვის ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვადა ხუთშაბათამდე მომცეს. ამ შუა სეზონში თუ თავიდან უნდათ სეზონის გახსნა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი დირექტივა მივიღე. მე რასაკვირველია ჩემეული ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ მინდა სერიოზულად მივუდგეთ და არგუმენტირებულად შევთავაზოთ ჩვენი ნააზრები. რაიცი რა ხდება? ჰო, მართლა: ეს მუშა შეხვედრაა და კანონმდებლები და მაკონტროლებლები არ ესწრებიან. მე ესე გავიგე. თემა: ნადირობის წესები და ვადები. პატივისცემით: კოტე ციხისელი. |
|
|
|
![]() |
Nov 2 2011, 19:09
პოსტი
#2
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
1. ნადირობის ვადები - დგინდება ყოველწლიურად, ნადირობის კანონიდან გამომდინარე (რომელიც აგრეთვე შესაცვლელია), არსებული რეალური სიტუაციის შესწავლის შემდეგ - რეგიონების მიხედვით.
2. საგაზაფხულო ნადირობა დაიშვება სპეციალური ყოველწლიური ბრძანებით. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ წყალმცურავ ფრინველზე - დაიშვება იანვარ - თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მარტის თვეში ორი კვირის განმავლობაში. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ ფრინველზე (ტყის ქათამი, გოჭა) - დაიშვება სპეცილური კვლევის შედეგად აპრილი - მაისი ორი კვირის განმავლობაში 3. მაღალმთიან ზონაში - გადამფრენ წყალმცურავზე ნადირობა დაიშვება 15 სექტემბრიდან. 4. გადამფრენ წყალმცურავზე - ნადირობა დაიხუროს 1 მარტს. 5. ადგილობრივ (აბორიგენულ) ნადირ - ფრინველზე ნადირობა დაიშვება და რეგულირდება ყოვლწლიური კვლევების შედეგების შეჯამების შედეგად (ნადირ-ფრინველის აღრიცხვა, განსახლება რეგიონების მიხედვით და სხვა) 6. აიკრძალოს ყველანაირი ელექტრომოწყობილობების გამოყენება ნადირ-ფრინველის მისატყუებლად. 7. მტაცებელ ნადირზე ნადირობა დაშვებულ იქნას მთელი წლის განმავლობაში. (მგელი, ტურა, მელა, ენოტი, ენოტისებური ძაღლი) დღევანდელი შეხვედრის შედეგად ყველა ეს შეთავაზება გაგებით იქნა მიღებული. (ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი აისახება კანონში ან რაიმე ნორმატიულ აქტში) გოჭას (დუპელის)-Gallinago media საკითხი ღიად დარჩენილად დავტოვეთ, რადგან ჭალიმგელას შენიშვნა გადავამოწმე, მინიჭებული აქვს კატეგორია NT (Near Treaten Tened) უახლოეს მომავალში უეჭველად გადაშენების საშიშროების წინაშე დადგება. დაინტერესება მდგომარეობს შესაძლებელი ნადირობის ვადების დადგენაში ისეთ ცხოველებზე, რომლებიც სანადირო ობიექტებს კი წარმოადგენენ, მაგრამ აქამდე მათზე ნადირობა აკრძალული იყო კატეგორიულად. თევზაობასთან დაკავშირებით; ჯერ კანონის გადახედვა არა დგას დღის წესრიგში. "ეკრანის" აკრძალვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაა; მშრომელი მასების მოთხოვნით დავუშვით ოოოოოოოოოოოოოოოოო "ელექტრიკების" საკითხში თანხვედრაა. კალმახის სტატუსთან თანხვედრაა. სასროლ ბადესთან დეტალურად უნდა ახსნა რა და რატომ, მომავლის საქმეა მაგრამ კატეგორიული უარი არ არის. |
|
|
|
akela1954 ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ Oct 25 2011, 22:56
ჭალიმგელა akela1954
ვფიქრობ შედეგ... Oct 25 2011, 23:21
akela1954 იმედით ცოცხლობსო ა... Oct 25 2011, 23:45
ნუკრიMax akela1954
ციტატა(kote @ 26th Oc... Oct 26 2011, 08:45
ბესო ხვალ რომ ხუთშაბათი... Oct 26 2011, 08:58
akela1954 ციტატა(ბესო @ Oct 26 2011... Oct 26 2011, 12:58
T A M P L I E R ..... Oct 26 2011, 13:16
ნუკრიMax ციტატა(kote @ 26th October 2011 ... Oct 26 2011, 13:25
T A M P L I E R იმიტომ დავზადნე ეხ... Oct 26 2011, 13:26
Davitus მე სამწუხაროდ არ ვ... Oct 26 2011, 14:47
akela1954 დღეს პირველ საათზე... Oct 28 2011, 11:20
akela1954 1. ნადირობის ვადები ... Oct 29 2011, 13:48
გოგა akela1954
როგორც ჩანს გა... Oct 29 2011, 15:01
akela1954 ციტატა(გოგა @ Oct 29 2011... Oct 29 2011, 15:44
ჭალიმგელა პირველი პუნქტი თავ... Oct 29 2011, 16:07
akela1954 ციტატა(ჭალიმგელა ... Oct 29 2011, 16:17
ჭალიმგელა akela1954
რაღაც კონვენც... Oct 29 2011, 16:21
akela1954 ციტატა(ჭალიმგელა ... Oct 29 2011, 18:23
AlekoN ჯერჯერობით ვერაფე... Oct 30 2011, 09:30
akela1954 დღეს Fisher ge-s პრეზიდენ... Oct 30 2011, 22:35
OQRO444 კარგი წამოწყებააა... Oct 30 2011, 23:54
akela1954 დაინტერესებულები... Nov 2 2011, 19:43
გოგა akela1954
ციტატა(kote @ 2nd Nove... Nov 2 2011, 23:02
akela1954 [quote name='გოგა' date='Nov 3... Nov 2 2011, 23:26![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th December 2025 - 21:52 |