ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
Oct 25 2011, 22:56
პოსტი
#1
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ერთი საათის წინ დამირეკა ძველმა თანამშრომელმა (ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო) და გადმომცა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება; ახალი ნადირობის კანონის შექმნასთან დაკავშირებით აინტერესებთ ნადირობის წესებისა და ვადების ჩვენეული ხედვა.
ეს არ ნიშნავს, რომ ის გათვალისწინებული იქნება! კოლეგიალობიდან გამომდინარე მე დავთანხმდი მონაწილეობაზე. თქვენთან შეუთანხმლებლად (რისთვისაც მოგიბოდიშებთ), ვიცი რა თქვენი დაინტერესება წამოჭრილი საკითხით ბატონ ელიზბარს შევთავაზე "ოჩოპინტრეს" დელეგაციის დასწრება, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. როგორც ყოველთვის ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვადა ხუთშაბათამდე მომცეს. ამ შუა სეზონში თუ თავიდან უნდათ სეზონის გახსნა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი დირექტივა მივიღე. მე რასაკვირველია ჩემეული ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ მინდა სერიოზულად მივუდგეთ და არგუმენტირებულად შევთავაზოთ ჩვენი ნააზრები. რაიცი რა ხდება? ჰო, მართლა: ეს მუშა შეხვედრაა და კანონმდებლები და მაკონტროლებლები არ ესწრებიან. მე ესე გავიგე. თემა: ნადირობის წესები და ვადები. პატივისცემით: კოტე ციხისელი. |
|
|
|
![]() |
Nov 2 2011, 19:43
პოსტი
#2
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
დაინტერესებულების აზრი მაინტერესებს;
1. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება. 2. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას ვალდებულია თან იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი). 3. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ თუ წვრთნა (დაგეშვა), ხორციელდება ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში პირი, რომელიც ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), არაა უფლებამოსილი თან იქონიოს სანადირო იარაღი. მე-3 პუნქტში შეიძლებოდა სანადირო იარაღის და ფუჭი (საფანტის გარეშე) ვაზნით ძაღლის გეშვა (თოფის ხმასთან მიჩვევის მიზნით), მაგრამ აქვე ჩემი აზრის საწინააღმდეგოდ მინდა რამოდენიმე არა ჩამოვაყალიბო; 1. ამას გამოიყენებენ არამონადირეები და გეშვის მიზეზით თოფის ტარებას და სროლას გაამართლებენ.(თუმცა არც ისე აკლებენ) ისე არც ისე შორეულ ისტორიულ წარსულში დაშვებული იყო გეშვის დროს ერთი ეგზემპლარის მონადირება, მაგრამ მაშინდელი მონადირე თუ მოკლავდა გეშვის დროს მართლა ერთს მოკლავდა. 2. ნაბულიდან ამოყვანილ ფრინველზე ფუჭი გასროლა ნადავლის გარეშე ძაღლს ფსიქიკას დაუმახინჯებს. ეს არის ჩემი ხმამაღლა ნაფიქრალი. |
|
|
|
akela1954 ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ Oct 25 2011, 22:56
ჭალიმგელა akela1954
ვფიქრობ შედეგ... Oct 25 2011, 23:21
akela1954 იმედით ცოცხლობსო ა... Oct 25 2011, 23:45
ნუკრიMax akela1954
ციტატა(kote @ 26th Oc... Oct 26 2011, 08:45
ბესო ხვალ რომ ხუთშაბათი... Oct 26 2011, 08:58
akela1954 ციტატა(ბესო @ Oct 26 2011... Oct 26 2011, 12:58
T A M P L I E R ..... Oct 26 2011, 13:16
ნუკრიMax ციტატა(kote @ 26th October 2011 ... Oct 26 2011, 13:25
T A M P L I E R იმიტომ დავზადნე ეხ... Oct 26 2011, 13:26
Davitus მე სამწუხაროდ არ ვ... Oct 26 2011, 14:47
akela1954 დღეს პირველ საათზე... Oct 28 2011, 11:20
akela1954 1. ნადირობის ვადები ... Oct 29 2011, 13:48
გოგა akela1954
როგორც ჩანს გა... Oct 29 2011, 15:01
akela1954 ციტატა(გოგა @ Oct 29 2011... Oct 29 2011, 15:44
ჭალიმგელა პირველი პუნქტი თავ... Oct 29 2011, 16:07
akela1954 ციტატა(ჭალიმგელა ... Oct 29 2011, 16:17
ჭალიმგელა akela1954
რაღაც კონვენც... Oct 29 2011, 16:21
akela1954 ციტატა(ჭალიმგელა ... Oct 29 2011, 18:23
AlekoN ჯერჯერობით ვერაფე... Oct 30 2011, 09:30
akela1954 დღეს Fisher ge-s პრეზიდენ... Oct 30 2011, 22:35
OQRO444 კარგი წამოწყებააა... Oct 30 2011, 23:54
akela1954 1. ნადირობის ვადები ... Nov 2 2011, 19:09
გოგა akela1954
ციტატა(kote @ 2nd Nove... Nov 2 2011, 23:02
akela1954 [quote name='გოგა' date='Nov 3... Nov 2 2011, 23:26![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th October 2025 - 09:14 |