ელექტრო საყელური, კითვა-პასუხი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ელექტრო საყელური, კითვა-პასუხი |
![]()
პოსტი
#1
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ .. მაინტერსებს ჩვენებიდან ვინ ხმარობს ელექტრო საყელურს..
რომელი ფირმა-მოდელის ყიდვას მირჩევთ(შეძენას ვაპირებ) საერთოდ ვისაუბროთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 45 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეგობარო, მე შევიძინე ელ. საყელო შარშან და აღფრთოვანებული ვარ. სხვა გზა არ მქონდა, ვერაფრით ვერ გადავაჩვიე შორს გასვლას, წელზე თოკგამობმული დამყავდა, ფეხები სულ დასისხლიანებული ქონდა თოკისგან, ვფიქრობდი ეხლა შორს ვეღარ წავათქო, მაგრამ როგორც კი თოკს მოვხსნიდი, გარბოდა ძალიან შორს. ყველა მე დამცინოდა, ნადირობის შემდეგ ხმა ჩახლეჩილი მქონდა და ნერვები დაწყვეტილი. განსაკუთრებით პოინტერი, რომელსაც შორი ყნოსვა აქვს ვერ გააჩერებ. წელს ძალიან ამაყი ვიყავი, ყველა გაკვირვებული და აღფთოვანებული იყო მისი კლასიკური ნადირობით.
ოღონდ ძაღლი არ უნდა აწვალო და არ უნდა გაუშვა უაზროდ ელექტრო იმპულსი. მე მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ გაუშვი ელ. იმპულსი და მეტი აღარ დაჭირვებია. მხოლოდ ხმოვან სიგნალს ითხოვს გაფრთხილების სახით, რომ დისტანციას არღვევს. ეს მისთვის საკმარისია და უმალ უკან იხევს. ახლა უკვე იშვიათად მიწევს მისი ამოქმედება, როცა საყელო უკეთია თვითონ ხვდება, რომ თუ დაარღვევს მიიღებს, ყოველთვის ჯერ გამაფრთხილებელი სიგნალი მიეცი, თუ არ იმოქმედებს, მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვი სუსტი ელ. შოკი, და მოსინჯე, რა სიმძლავრეზე ექნება რეაქცია. შედი KABELAS-ის საიტზე იქ ნახავ. მე შევიძინე SD-800 (800 მეტრზე მოქმედებს) და საკმარისია ფრინველზე ნადირობის დროს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:48 |