რჩევები ავტომოყვარულებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები
ჩელე
პოსტი May 18 2009, 22:58
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



.....მაშინ დავიწყებ: მანქანა, რაც ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში უნდა იყოს ტევადი, რადგან მოგეხსენებათ ბარგი ყოველთვის ბევრია, უნდა იყოს მაღალი და კაკ მინიმუმ 2 ხიდით newsmile035.gif ასეთი მანქანა მყავს მე და როვერს (დანარჩენებს რა გყავთ არ ვიცი), ანუ უმჯობესია 4 კარიანი იყოს, რაც შეეხება საბურავებს, უმჯობესია სეზონური საბურავები ჩავაცვათ ჩვენს ლურჯებს, ანუ ზამთარში ზამთრის რომელსაც ფიფქი ახატია და დანარჩენ დროს ე.წ. M/T საბურავები, რომელიც უკვე ადვილად ხელმისაწვდონმია დღევანდელ დღეს, ახლა კი ძირეულად საბურავების შესახებ:

ტალახის --------- MT - Mud Terrain პროტექტორი შედგება დიდი კბილებისაგან რომლებიც შორს არიან ერთმანეთისგან დაშორებული. თანაც ეს კბილები არ არის დაჭრილი ანუ გლუვია.
+ ტალახში მამაა, ბრდღნის ყველაფერს. ძაან სერიოზულად უმატებს მანქანას გამავლობას. ვიცი იმიტომ რომ მქონდა AT და მერე გადავედი MT -ზე. ძალიან ძნელია მაგის გახვრეტა, ანუ იშვიათათ რო ჩაგეშვას

- ასფალტზე ოდნავ ღმუის დიდ სიჩქარეზე (მე არ მიშლის, იმიტომ რომ ბასბოჩკა მიდგას და სულ მკიდია გარე ხმები newsmile035.gif ). დატორმუზება სველ ასფალტზე უარესი აქვს ვიდრე სხვებს. დატკეპნილ თოვლზე ციგასავითაა, მაგრამ ესეც გამოცდილების ამბავია

უნივერსალური -- AT - All Terrain პროტექტორი შედგება საშუალო კბილებისაგან რომლებიც ახლოა ერთმანეთთან. თანაც ეს კბილები არის დაჭრილი ანუ ლამელები აქვს. ტრასაზე არაუშავს მაგრამ ტალახში 0 -ია ვააბშე ვერ მიდის. ზამთარში დატკეპნილ თოვლზე, რული ერთ მხარეს მანქანა პირდაპირ მიდის, შეიძლება ზოგიერთი უკეთესად იმართებოდეს თოვლზე, მაგრამ ზამთრისას მაგრად ჩამოუვარდება.

ტრასის ---------- HT კოოპერი, ST პირელი. AT-ს გავს მაგრამ კბილები ძაან ახლოა ერთმანეთთან.

თოვლის --------- უნდა ეხატოს ფიფქი არ მიაქციოთ ყურადღება იმასე რომ M+S აწერია. ეგ ყველა ჯიპის საბურავს აწერენ. არადა HT ზამთავში პიზდეცია . ნაღდი ზამთრის საბურავი არია ძაან წვრილად დანაწევრებული პროტექტორით, კბილები ოდნავ დაშორებულია ერთმანეთს, რეზინის დიდი შემცველობაა საბურანში, უფრო რბილია, თანაც ზოგიერთს შიპები აქვს. ზოგიერთი მწარმოებელი საბურავის სახელითაც მიგვანიშნებს (Winter master, Winter dueler ...... და ასე შემდეგ).

+ თოვლზე მამაა, საკაიფოდ იმართება, ატორმუზებს და ადგილიდან აღმართში მიდის.

- ზაფხულში ვერ გამოიყენებ, სიცხეში მალე ცვდება. ოფფროუდზე ადვილად შეიზლება დაზიანდეს.

აქედენ რეკომენდაცია: იყიდე 2 კომპლექტი (ჯერ ერთი მერე მეორე) ზამთრის და ტალახის. მაგრამ ეს უკვე ფინანსური ამბავია...... newsmile035.gif მადლობა ტალახიან კლუბს... newsmile05.gif
აჰა, ჯერ ეს წაიკითხეთ და დანარჩენს მერე ვიზამ, თუ კითხვები გაქვთ გამოუშვით....... ველი გამოხმაურებას....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Nov 9 2011, 20:25
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




საჭესთან ზამთარში


ზამთარში ავტომობილის მართვა გაცილებით რთულია და მძღოლისგან მოითხოვს მეტ ყურადღებას, ოსტატობას და იმ მინიმალურ ცოდნას მაინც, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მის გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

თავდაპირველად მიხედეთ ავტომობილს. დაუყენეთ ზამთრის საბურავები და შეამცირეთ წნევა მათში რამდენიმე ხაზით (თოვლიან ან მოყინულ გზებზე მაქსიმუმ 5 ხაზი); შეძლებისდაგვარად შეამოწმეთ მუხრუჭთა მოქმედების თანაბარზომიერება; დარწმუნდით, შეესაბამება თუ არა ძრავის ზეთი მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს. ყინვაში უმჯობესია “სინთეტიკა”, როგორც ნაკლებად ბლანტი; შუშების გასაწმენდ ბალონში შეცვალეთ სითხე (გააზავეთ საჭირო კონსისტენციამდე); შეამოწმეთ ანტიფრიზის ვარგისიანობა. იგი არც უფერო უნდა იყოს, არც ძალიან მუქი, ვარგისია გამჭვირვალე, მკვეთრი ცისფერი, მკვეთრი ვარდისფერი ან მკვეთრი მწვანე; ფარები და უკანა ფანრები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში; ნესტისა და მარილიანი თოვლისგან დასაცავად ჩააფინეთ მანქანაში ბორტებიანი რეზინის საფენები; ძლიერი ყინვის დროს უმჯობესია მანქანა არ დააყენოთ ხელის მუხრუჭზე, რადგან შეიძლება მიეყინოს.


ადგილიდან დაძვრა

მოლიპულ გზაზე მანქანა დაძარით მაქსიმალურად თანაბარზომიერად და მეორე სიჩქარით. ზამთარში, როგორც წესი, უნდა იმოძრაოთ ჩვეულებრივზე 10-15 კმ/სთ-ით უფრო ნელა, დაშორება წინა ავტომანქანასთან კი უნდა იყოს ჩვეულებრივზე 2-ჯერ უფრო მეტი.

დიდ პრობლემებს ქმნის ზამთარში ნამქერი გზაზე, ხშირად ხდება დიდ თოვლში ჩარჩენა. არსებობს ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის რამდენიმე წესი.

ღრმა თოვლიდან გამოსვლა

მთავარია სრულად არ გამოიყენოთ გაზის პედალი. სწრაფად მბრუნავი ბორბალი ადნობს თოვლს და უფრო ღრმად ეშვება საბურავი თოვლში. ნამქერიდან გამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მანქანის ე.წ. ტორტმანით წინ და უკან, ამავე დროს ნაზად იმუშავეთ გაზის პედლითა და ე.წ. “სცეპლენიეთი”. ბორბლების მოძრაობის ადგილი გაათავისუფლეთ თოვლისგან და იმ ადგილას დააფინეთ სალონის იატაკის საფენები.



გორაკიდან დაშვება.

ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ნეიტრალური სიჩქარით. უმჯობესია გადახვიდეთ უფრო დაბალ გადაცემაზე გზასთან უფრო მჭიდრო შეჭიდულობისთვის. დაშვების დამთავრების წინ გამოიყენეთ წყვეტილი დამუხრუჭება – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლა.


გორაკზე ასვლა.


გორაკზე ასვლა მოითხოვს მანქანის ცოტათი ქვემოთ გაქანებას (“რაზგონს”). წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ წერტილში თვლების შეჭიდულობა (“სცეპლენიე”) არასაკმარისი იქნება და მანქანა დაიწყებს ბუქსირებას. წინ თქვენ ვეღარ ახვალთ და დგება ყველაზე სახიფათო _ უკან დაშვების მომენტი. ამ შემთხვევაში გამორიცხეთ პანიკა და მუხრუჭის პედალზე ხანგრძლივი დაჭერა. ამით შესაძლოა სრულიად დაკარგოთ ავტომობილის მართვაზე კონტროლი. გამოიყენეთ გორაკიდან დაშვების წესი – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლით დაეშვით უკან, საჭის მარჯვნივ ან მარცხნივ მკვეთრი, პანიკურად ტრიალის გარეშე, რაც ასევე აგაცილებთ მართვაზე კონტროლის დაკარგვას. დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ფრთხილად, მცირე მობრუნებით საჭის ერთ ან მეორე მხარეს მოტრიალება.
თუ გაქანება უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ წინაამძრავიანი მანქანით გორაკზე ასვლა შეიძლება უკანა სვლით, თუმცა ეს თქვენგან გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ ვერ ასვლის შემთხვევაში დაშვება ბევრად ადვილია, თუმცა არც მთლად უხიფათო.

ნამქერიდან გამოსვლა.


ამ დროს ყველაზე მთავარია არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და არავითარ შემთხვევაში არ დაამუხრუჭოთ. საჭე ატრიალეთ ნამქერის მხარეს და იყურეთ იმ ადგილისკენ, სადაც გინდათ, რომ გახვიდეთ. თუ თქვენი ავტომობილი წინამძრავიანია, მიეცით ცოტა გაზი; თუ უკანამძრავიანი, - ხშირად და რითმულად დააწექით და აუშვით მუხრუჭის პედალს. თუ ატყობთ, რომ ნამქერი შემცირდა, მაშინვე გაასწორეთ საჭე.

მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში გვახსოვდეს, რომ დედაქალაქში, დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში, ჩქაროსნულ თუ მეორად მნიშვნელოვან გზებზე არის გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი კლიმატის გამო თვალისთვის შუმჩნევლად გზა ნამიანდება (მათ შორის მაღალი სინოტივით გამორჩეულ ადგილებში - მთიან რეგიონებში, ნისლიან ამინდში), ან ბუნებრივად თუ სხვა მიზაზთა გამო მომდინარე წყლები სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთს ასველებს ან პირდაპირ ჩამოედინება მასზე და შემდგომ იყინება. გამოუცდელი მძღოლი, დარწმუნებული, რომ ირგვლივ არც თოვლია და სავალი ნაწილიც მშრალია, მოულოდნელი მოცურებისას შეიძლება აღმოჩნდეს მრავალმხრივი საფრთხის წინაშე, ექსტრემალურ ვითარებაში, რომლის მშვიდობიანი დასასრულიც მეტწილად მძღოლის იღბლიანობაზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, გავიმეორებთ მრავალჯერ ნათქვამს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში გადაჭარბებული სიჩქარე და ავტომობილის უყურადღებოდ მართვა ერთერთი მიზეზია გარდაუვალი ავარიისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   რჩევები ავტომოყვარულებს   May 18 2009, 22:58
- - ჩელე   ..........რაღაცა არ დაგა...   May 20 2009, 02:18
|- - Aragveli   ციტატა(ჩელე @ May 20 2009...   May 21 2009, 22:21
- - ჩელე   Aragveli ციტატა(Amiran Aptsiauri ...   May 21 2009, 22:44
- - ჩელე   hercogi997 ROVER .....თემას ნუ მ...   May 21 2009, 23:15
- - hunter777   საღოლ ჩელე მაგარ ი...   May 22 2009, 07:32
- - ჩელე   ........... ყველა ახალი მა...   May 23 2009, 01:27
- - ჩელე   .......... ეხლა რაც შეეხე...   May 23 2009, 01:45
- - ჩელე   ზაზა ...........აი შენი მ...   May 23 2009, 03:25
- - ჩელე   .............. რა უნდა ვიცოდ...   May 26 2009, 18:24
- - ჩელე   Буквенные индексы скорости...   May 26 2009, 19:46
- - ჩელე   .......... მათთვის, ვისაც ...   May 27 2009, 16:58
- - ჩელე   ალბათ ყველას გვქონ...   Jun 1 2009, 00:51
- - ჩელე   ARB-ს დიფერენციალის ...   Sep 23 2009, 00:12
- - გიორგი   ციტატა(chele @ 23rd September 200...   Sep 24 2009, 00:01
- - ნიკაP&A   ყოჩაღ ჩელე, საჭირო ...   Oct 17 2009, 20:19
- - ჩელე   აბა სასარგებლო ინფ...   Nov 9 2011, 20:13
- - ჩელე   საჭესთან ზამთარში ...   Nov 9 2011, 20:25
- - Davitus   ეს საიდან დააკოპირ...   Nov 9 2011, 21:11
- - ჩელე   Davitus ვეჟოოოო, აქ ჩვე...   Nov 9 2011, 21:31
- - sabo73   ჩელე ნუუუ მოკლედ ......   Nov 9 2011, 23:41
- - Davitus   sabo73 არა რა, იმ მოლიპ...   Nov 10 2011, 01:37
|- - sabo73   ციტატა(Davitus @ Nov 10 2011, 02...   Nov 10 2011, 09:20
- - გიორგი   ციტატათუ გაქანება ...   Nov 10 2011, 04:07
- - dato 85   ამიტომ არის კარგი ...   Nov 11 2011, 19:56
- - Davitus   dato 85 მანდ როგორც ვი...   Nov 11 2011, 23:51
|- - dato 85   ციტატა(Davitus @ Nov 11 2011, 17...   Nov 12 2011, 19:26
- - შოთა.03   Davitus ციტატა(Davitus @ 10th No...   Nov 12 2011, 13:25
- - Davitus   dato 85 აჰა, გასაგებია,...   Nov 13 2011, 16:24
- - dato 85   Davitus ისე ყველა შტატ...   Nov 14 2011, 03:15


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 08:25