ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, saburtalo ![]() |
ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე. მიეკუთვნება მოკლებეევიანებს არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი. ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე. მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში. წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა! ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
gogita.m
საკმაოდ კარგი ლეკვი ჩანს. თავიც კარგი უჩანს... მაგ ასაკის ლეკვები მე რაც ვნახე საქრთველოში ასე 4 წლის წინ ყეველას მელიასავაით წვეტიანი ცხვირი ქონდა. ვისი შვილია და რა ტიტულებია ავქს მშოლებს ხომ არ იცი?? ალბათ რუსეთიდან ან უკრაინიდან არის შემოყვანილი. გილოცავ kupra ციტატა "კაი მუშა ხაზები ყაავს ვინმეს ეს ჯიში ისეთი მონადირეს გემოვნებას რო დააკმაყოფილებს მე არ ვიცნობ ამ ჯიშს და მაინტერესებს როგორია მინდორში?" მუშა ხაზები კი არის... ნადირობს მაგით ხალხი საქართველოში, მგონი ერთს მესამე ხარისხის დიპლომიც აქვს... მინდორში კიდე 4 სხვადასხვა ძაღლი მყავს ნანახი და ოთხივეს ერთი დამახასიათებელი თვისება ქონდა: პრაქტიკულად ძუნძულით ეძებდენ, ჩორთზეც კი იშვიათ გადადიოდენ... ეხლა ძნელია 4 ძაღლზე დაყრდნობით რამე დასკვნები აკეთო, მაგრამ ზოგადად ვიცი თვით კონკტინტალურ ძაღლებშიცკი ნელი ძებნით გამოირჩევა. ისე ნამდვილი უნივერსალია, რასაც კურცხაარი და დრათხაარ გერმანიში აეკეთებს ეგეც ზუსად იგივეს შვება. საერთოდ ნელი ძებნა ბევრ მონადირისთვის სულც არ არის ნაკლი, პირიქით მისასალმებლი ფაქტია. გააჩნია ვინ როგორ ნადირობს და რაზე. ისე იხვზე და აპორტირებაში მაგარია. ისე ადრე ვნახე ამ ძაღლზე წიგნი, გამომცელობასთან ვერაზე. რუსული წიგნი იყო და საკმაოდ კარგი ხარისხის, აღარ ვიყიდე რატომღაც... თორე სასარგებლო კი იქნებოდა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 03:25 |