ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, saburtalo ![]() |
ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე. მიეკუთვნება მოკლებეევიანებს არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი. ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე. მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში. წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა! ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 216 რეგისტრ.: 5-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ადვილად იწვრთნება,საურველია ადრეულ ასაკიდან შეაჩვიოთ ბრძანებებს და დაჯერებას,ნუ გაათამამებთ,ლეკვობაში დაუღალავია და კარგად დარBის,მაგრამ შემდეგ უკლებს ნაბიჯს და ეკონომიურად გადაადგილდება,მიაქციეთ ყურადღება მინდორში მოძრაობის შესწავლისას ტემპი არ დააგდოს,თქვენც მოგიწევთ მასთან ერთად სირბილი. ყნოსვა კარგი აქვს,ზუსტი,აპორტირება სისხლში,ცხოველის კვალს მისდევს ყეფით..წყალში შედის წლის ნებისმიერ დროს,ბეწვი მალე უშრება..მე მქონდა ამ ჯიშთან დაკავშირებული კითხვები რუს და უკრაინელ მგეშავებთან,და ასეთი დასკვნა გამოვიტანე:ჯიშს თავისი გარეგნობიდან გამომდინარე ბევრი აქვს დაკარგული,ძირითადად დივანის ძაღლად ყავთ,ცოტა თუ ანადირებს,სასურველია აიყვანოთ ლეკვი ნაღდად მონადირე მშობლებისგან,გარეგნულად ერთიდა იგივე გერმანიიდან და ამერიკიდან შემოყვანილი ძაღლები განსხვავდება ხასიათებით ერთმანეთისგან,ორივეს რაღაც დადებითი აქვს,მაგრამ რაც შეეხება ნადირობას, გირჩევთ გერმანული ხაზიდან შეიძინოთ...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 17:29 |