კალმახი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახი, Salmo Trutta - Форель
ნოსო
პოსტი May 16 2009, 09:13
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



1. კალმახი - სიგრძე___70სმ. 1.წონა___3კგ.


2. კალმახი ტბის - სიგრძე___120სმ. 2წონა___20კგ.


3.კალმახი ცისარტყელა - სიგრძე___90სმ. 3წონა___10კგ.


ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალში. კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე. ცოსარტყელა კალმახი უფრო ამტანია(ეგუებაწყლის ტემპერატურას 4*__30*

ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მწერებით, მადი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით.ნაწილობრივ მტაცებელია, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავეებში.ჭამს თევზებს,ბაყაყებსა და სხვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
(dila)adriano
პოსტი Nov 11 2011, 16:51
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



წლევანდელი სათევზაო სეზონი
თითქმის მთლიანად მივუძღვენი კალმახების ცხოვრებისა
ინსტინქტების
და ადათწესების შესწავლას

1)

თუ აქამდე ჩემი და კალმახების ურთიერთობა აგებული იყო
ბავშვობის ნახევრადბუნდოვან მოგონებებზე
წიგნებიდან მიღებულ მშრალ ინფორმაციებზე
და რესტორნების მენიუებზე
(საკმარისია ფეხი შედგათ საქართველოს ნებისმიერ რესტორანში
ან სახინკლეში
ან სულაც რაიმე სასადილოში
რომ პირველი რასაც შენიშნავთ იქნება:
"კალმახი" ყავთ (თუ აქვთ)
და უამრავ ადამიანს სერიოზულად სწამს იმისი
რომ იმ საღამოს მიირთვა "კალმახი"

პირველი
რაც ჩემი წლევანდელი დაკვირვებებიდან თვალში მეცა
ესაა საკალმახე მეურნეობების საჭიროზე დიდი რაოდენობით არსებობა
ჩვენს ბაზრებში თუ რესტორნებში "კალმახის" ასეთი სიმრავლე
კალმახისადმი პატივისცემის დაკარგვას იწვევს.
მითუმეტეს რომ "კალმახად" წოდებულ ამ თევზს
კალმახის მხოლოდ გენეტიკა აქვს

ბევრისგან მსმენია რომ "ბაზრის კალმახის" უგემურობა
მისი წარმომავლობის ბრალია
ბევრს უთქვამს რომ ეს (ცისარტყელა) ამერიკული კალმახია
და როგორც ყველაფერს ამერიკულს გემო არ აქვს
ბოდვააა ეს
სრული ბოდვა

გადავიდეთ საქმეზე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად
დაიგეგმა ჩვენი საგაზაფხულო მარშრუტები
მარშრუტები პირობითი სათაურით "სამეცნიერო კვლევითი"
თავის თავში ველურ კალმახზე თევზაობასაც გულისხმობდა
თუმცა დასაწყისში ყველაზე მეტად გეოგრაფიამ გაგვიტაცა
წარმოიდგინეთ
ვიყავით ტაბაწყურზე და ქციის სათავეებში
და ვობლერი წყალში ფაქტიურად არც გადგვიგდია
ქცია–ტაბაწყურზე კატასტროფულ მდგომარეობაშია კალმახის ნებისმიერი ჯიში
არადა ამ ტბაში საქართველოში იმპორტირებული თითქმის ყველა ჯიში უნდა სახლობდეს
წესით
ვესაუბრეთ ადგილობრივ სომეხ მებადურებს
რომლებიც ლაპარაკობდნენ ქართულად
გვითხრეს რომ კალმახი და იშხან–დურმიშხანი აქ ბოლოს 5 წლის წინ დავჭირეთო
მარტო სიგააო
დავესწარით ბადის ამოღების პროცესს
მარტო სიგა და არც ერთი კარჩხანაც კი
ერთადერთი ნუგეში – ბუნება
იგივე ისტორიაა ქციაზეც
ოღონდ იმ განსხვავებით რომ იქ საგაც არაა
მერე როგორი გემრიელად სათვეზაო მდინარეაა?
მეშოლტისთვის სამოთხე იქნებოდა
იქ ვინმეს თევზი რომ დაეტოვებინა

ისეთი წყალმცირე და ადვილად მისადგომი მდინარეები
როგორიცაა ქცია სათავეში ან ფარავანი საღამოს ტბამდე მონაკვეთში
შეიძლება ერთ დღეში მოსპონ

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – აწ და მარადის
კავთურაზე ერთი პაწა ისტორია მინდა გიამბოთ
წავედით სადაბადებისდღეოდ ქვათახევისაკენ
გაგონილი მქონდა რა იქაური კავთურას შესახებ
წევიღე სპინინგი
სანამ ესენი მწვადებს წვავდნენ
აუყევი მწალმცირე თუმცა ძალიან ღრმა მორევებიან მდინარეს
ასეთ მდინარეებზე თევზაობით სპინინგისტი ყველაზე უკეთ ხვეწს ტექნიკას
შორიახლო
ჩანჩქერის პირას უკვე კარგად შემთვრალ მოქეიფეებს გადავეყარე
არაყი მახუხინეს და მწვადი მიმაჭმევინეს და მითხრეს
აქ თევზს ვერ დაიჭერო
ორ საათში უკან ჩამოვივლი და გეტყვი დავიჭირე თუ არა მეთქი
თქმა ყველას შეუძლია ძმაოო
თუ გვანახებ დაგიჯერებთო
ეგეთი სიკვდილისათვის თევზს ვერ გავიმეტებ მეთქი და გავყევი გზას
ბევრი ვითევზავე თუ ცოტა
ვერაფერი დავიჭირე
უკან რომ დავბრუნდი ამათი სასტავი უკვე ჩვენს სასტავთან სვამდა ვახტანგურად
ერთი მეხუტება და მეუბნება
ძმაო ხომ არ გეწყინა
რომ გითხარი ვერ დაიჭერ მეთქი
გუშინ ჩვენ თვითონ ამოუყევით მონასტრამდე აპარატით
და ვერცერთი ვერ დავბრიდეთო

დედა არ შეუგინებია მაგრამ რაღაც მსგავსი შეგრძნება იყო
თან "დავბრიდეთო" რომ დააყოლა
ჰო ეგრეა მეთქი ვუთხარი
სათევზაოდ რომ დავდივარ ჯიბეში მუდამ მიდევს მეთქი იარაღი
რა პონტშიო?
თევზს რომ ვიჭერ, ნემსკავს ფრთხილად ვახსნი, ხალიჩაზე ვაწვენ და იარაღით კანტროლკას ვესვრი
რა პონტშიო – ისევ
რომ არ გაცოცხლდეს ბაბუ მეთქი ))))))

2)

აქვე შემოგთავაზებთ იმ მდინარეების ჩამონათვალს
რომლებიც შევისწავლეთ და აღმოჩნდა მკვდარი
ან თითქმის მკვდარი
1) ქცია – სათავეში
2) ფარავანი – სათავეში
3) თეძამი – მთელს დინებაზე (უუუუულამაზესი და უსათევზაოესი მდინარე)
4) კავთურა – დაბრედილია
5) ჯავახეთის ტბები (იგულისხმება რომ ადგილობრივი იქტიოფაუნა სრულადაა განადგურებული)
6) ჯავახეთის მდინარეები
როგორებიცაა ბუღდაშენი, აგრიჩაი, კირხბულახი, კორხი, ჩობარეთი, ტაშლი კიშლა
(ყველა ამ მდინარის სათავე უკვე კაიხანია რაც დაადუღეს)
სია შეიძლება უფროც გავზარდოთ
თუმცა დანამდვილებით მხოლოდ ამ ჰიდროობიექტებზე შემიძლია დავწერო

ისევ პატარა ისტორია
სანდო ადამიანებისა და ორგანიზაციებისაგან :* შევიტყეთ
ჯავახეთის ერთ–ერთი ტბის და მასში არსებული ცისარტყელა კალმახის პოპულაციის შესახებ
პრობლემა?
მანძილი იმდენად არ იყო პრობლემა
რამდენადაც თავად ტბის უჩინმაჩინობა
დაზუსტებით არავინ იცოდა მისი მდებარეობა
მათ შორის გეოგრაფებმაც
თუმცა ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებში ქექვამ ნაყოფი გამოიღო
და ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ თანამგზავრიდან დანახულ გზას გავუყევით
5 საათი იბალახა ჩვენმა იომ ჯავახეთის ამწვანებულ და ღელეებით დასერილ გზებზე
სოფლებში ჩერდებოდა და ეკითხებოდა "იშხან ესწ?"
"ეესწო" პასუხობდნენ გაკვირვებული სოფლელები
აი ასეთ კარგ ხასიათზე მივადექით მოზრდილ ტბას
პატარა სანაპირო ტყით და ლურჯი გამჭვირვალე ცით
შორიდანვე შესამჩნევი იყო რომ ტბა თევზით დუღდა
სასწრაფოდ გავბერეთ ნავები
აღვიკაზმეთ
და შევცურეთ
ნაპირთან ახლოს არანაირი აქტიურობ არ შეიმჩნეოდა
გადავწყვიტე გავსულიყავი სიღრმეში
ჰოდა აქ მოხდა თუ მოხდა
პირველივე გადაგდება "ზაცეპში" მოხვდა
თუმცა ტრადიციულისაგან განსხვავებით იგი ფართხალებდა
"ზაცეპი" ფართხალებდა
პირველი ათი წამის განმავლობაში ასე თუ ისე ვობლერს ჩემსკენ ვექაჩებოდი
მერე უკვე ნავი მიცურავდა მოფართხალე ზაცეპისკენ
ისე ავნერვიულდი დაყვირებაც ვერ მოვასწარი
მერე დავინახე როგორ ამოყო თვზმა წყლიდან თავი
მერე კი ისიც შევამჩნიე რომ ბადეში იყო გახვეული
პუტანკა ბადეში
აქაცცცცც????? და გული ჩამიკვდა
ბადე ნაპირზე გამოვათრიეთ
25 მოზრდილ თევზთან ერთად
ზოგი მათგანი უკვე მკვდარი იყო
ზოგიც – სულ ახალი გაბმული
500 დან 800 გრამამდე თევზები
ოცდახუთივე კარჩხანა

ავავსეთ ერთი ტომარა და უკანა გზაზე ერთ–ერთ ადგილობრივ გლეხს ვაჩუქეთ
იშხან–დურმიშხანი კაი ხანია მანდ აღარავის უნახავსო

3)
გამომდინარე იქიდან რომ
ქართული იქთიოლოგია ჩანასახშივე სულს ღაფავდა
საქართველოს წყლებში მობინადრე ორაგულისებრებზე სამეცნიერო შრომები არ არსებობს
ვიცნობ მეთევზეებს რომლებიც დღემდე მსგავსი ლინკებიდან იღებენ ცნობებს :
http://ka.wikipedia.org/wiki/კალმახი
ვთქვათ შავი ზღვის ორაგულის შესახებ ცნობები
არა მარტო ქართულად ვერ მოვიძიე
არამედ რუსულად და ინგლისურადაც

წელს Salmo trutta labrax Pallas თან შეხება არანაირად არ გვქონია
სხვათა შორის თევზის ეს სახელიც საკამათოა და პარალელურად სხვა ფორმებსაც იყენებენ
იგივე ეხება ე.წ. ნაკადულის კალმახს
აქაც რამდენიმე სინონიმური დასახელება გხვდება(ლათინური)
და არც ამ თევზის ცხოვრებაა შესწავლილი
თუმცა იქთიოლოგთა ერთი ნაწილი ნაკადულის კალმახისა და შავი ზღვის ორაგულის იდენტობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს
რაშიც მეც ვეთანხმები
თევზის ამ სახეობას იშვიათი ეკოლოგიური ელასტიურობა ახასიათებს
საჭიროების შემთხვევაში მას არამარტო მტკნარ ტბაში
არამედ მლაშე ოკეანეში ცხოვრებაც შეუძლია
ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ
კუნძულოვან სახელმწიფოებში აკლიმატიზაციის მიზნით ჩაყვანილი ნაკადულის კალმახები
იმავე წელს გადიან ხოლმე ზღვაში
და რამდენიმე წელიწადში "ორაგულებად" ბრუნდებიან
წონაში მთელი 500% იანი ნამატით
ამით აიხსნება უზარმაზარი ამპლიტუდა თევზის წონაში
ბევრი დღესაც თვლის რომ ნაკადულის კალმახი დიდი არ იზრდება
ეს მცდარი მოსაზრებაა
განსაკუთრებულ ეკოსისტემაში იგი სიგრძით მეტრზე მეტი
ხოლო წონით - 20 კ.გ ზე მეტი იზრდება

რომელ განსაკუთრებულ ეკოსისტემებზე ვსაუბრობთ?
კაშხლების და წყალსაცავების მშენებლობამ
წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ქვეყნაში ჰიდრორესურსების გადანაწილების საქმეში
საკალმახე ზონაში აშენებულმა კაშხლებმა და დაგუბებებმა
Salmo trutta-სთვის ახალი რეალობა შექმნეს
თევზს ოკეანისკენ (ან კასპიის ზღვისკენ) გზა გადაეკეტა
და ზღვაშიგამსვლელი თევზის გენეტიკამ ყოფილ ორაგულებს წყალსაცავის მდორე წყლებისკენ უბიძგა
დაკარგა ორაგულისთვის დამახასიათებელი გარეგნული განსხვავებები
და ჩვეულებრივ ნაკადულის კალმახად იქცა
ზომებით ორაგულისხელა ვეღარ იზრდება
მაგრამ კალმახისთვის რეკორდულ წონას მაინც აღწევს

გვქონდა წელს ბედნიერება
ამაში დავწმუნებულიყავით

საერთოდ თევზის გარეგნული იერი ბევრად არის დამოკიდებული საარსებო გარემოზე
ისევე როგორც კვების რაციონზე
შავლამიანი ფსკერის მქონე მდინარეებში - კალმახიც მუქია
მაშინ როდესაც კირქვიან მდინარეებში - ძალიან თეთრი
შავლამიანში ბევრად უფრპო სწრაფად იზრდება
ვიდრე კირქვიანში
ტბაში კიდევ უფრო სწრაფად
ზღვაში მითუმეტეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Nov 12 2011, 21:15
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[quote name='(dila)adriano' date='Nov 11 2011, 17:51' post='171285']

ძალიან კარგი კაცი ჩანხარ და რაც უფრო სასიამოვნოა და გასახარი კალმის წვერიც არ გიჩლუნგდება.
მე ჩემი თვალით მხოლოდ კოდორზე მყავს ნანახი შავი ზღვის ორაგული.
კასპიის ზღვის ორაგული მამაჩემს ყავს დაჭერილი დღევანდელი "ზაგესის" წყალშემკავებელთან ომის დაწყებამდე, ალბათ 1938-39 წელში.
პატარა ლიახვის ნაკრძალის კეთება დავიწყე 1979 წლის მარტის თვეში. სოფელ აწრისხევის უხუცესი მოსახლეობა რომელიც იქ დამხვდა იხსენებდა იმ დროს, როცა ორაგული საქვირითოდ დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში ამოდიოდა.
იგივე შემიძლია ვთქვა ფშავის და ხევსურეთის არაგვის სათავეებზე. აქაც საუბარში ბევ უხუცესს გაუხსენებია ის დრო როცა ორაგული ამოდიოდა საქვირითოთ.
აი ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმეები, ორაგული და კალმახი ერთი და იგივე სახეობა არ არის და ვერც იქნება, არც მლაშე წყალში არ გადის კალმახი.
კალმახი კავკასიონის აქეთაც და იქითაც თითქმის ყველა დიდი მდინარის სათავეებში მყავს დაჭერილი და რაღაც-რაღაც განსხვებასაც ვამჩნევდი, სხვადასხვა მდინარეში და სხვადასხა ადგილზე დაჭერილს, მაგრამ მაინც ყველა კალმახი იყო.
რაც შეეხება "ნაკადულის კალმახს", საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის კალმახი იყო და იმიტომ ქონდა ერთი სახელი - კალმახი.
"რუჩევაია ფორელ"- რუსების ნათარგმნი ნომენკლატურული სახელია , "იშხან- დურმიშხან"- სომეხი ერის კუთხური იდენტიფიკაციის მცდელობაა, არც ერთ იქტიოფაუნის ნომენკლატურაში იშხანი ცალკე სახეობად არ არის აღიარებული ან იქამდე არ იყო როცა მე ვეცნობოდი მისთანებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა იყოს .......................
იშხანის ისტორიიდან; სიგი რომელიც სევანის ტბაში გაუშვეს და რომელიც ერის სიამაყის - იშხანის მესაფლავე გახდა წამოყვანილია ისიკ-კულის ტბიდან. სანაცვლოდ იშხანი გაუშვეს ისიკ-კულის აკვატორიის ასათვისებლად. ისიკ-კულში იშხანის პოპულაცია დომინანტი ვერ გახდა მაგრამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია 5 კგ - მდე გაიზარდა. აი სიგმა კი დაასამარა იშხანის პოპულაცი და მხოლოდ ჩამდინარე მდინარეები დაუტოვა სანავარდოდ.
კარგი ექპედიციები მოგიწყვია წელს. კეთილის შურითა მშურს და მრავალს საშუროს გისურვებ მომავალშიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- noso   კალმახი   May 16 2009, 09:13
- - ახოტნიკ   ესეც კალმახი ბიჭებ...   May 20 2009, 18:45
- - მონადირე   მგონი ეს თემა დასა...   Jul 17 2009, 15:35
- - Power_VANO   საქართველოში რომე...   Aug 10 2009, 23:33
- - ვიტო   Power_VANO არსადაც არ შეი...   Aug 11 2009, 07:52
|- - avto707707   [quote name='ვიტო' date='Aug 1...   Jul 24 2011, 13:49
|- - ბესო   ციტატა(avto707707 @ Jul 24 2011, ...   Jul 25 2011, 06:19
- - Power_VANO   ვიტო აჰაა, გასაგებ...   Aug 11 2009, 17:48
|- - ბესო   ციტატა(Power_VANO @ Aug 11 2009, ...   Sep 7 2009, 14:04
- - ნოსო   ბესო არა ბესო როგო...   Sep 7 2009, 18:21
- - ბესო   მდინარის, წითელ წი...   Sep 8 2009, 02:01
- - ნოსო   ბესო და რა წონა ჩავ...   Sep 8 2009, 08:34
|- - sergeevich   ციტატა(ნოსო @ Sep 8 2009,...   Sep 8 2009, 21:35
- - ბესო   საქართველოს მდინა...   Sep 8 2009, 08:48
- - Power_VANO   + ალგეთის წყალსაცა...   Sep 9 2009, 08:52
- - ბესო   მანდ ცისარტყელა კა...   Sep 9 2009, 09:02
- - sergeevich   ცისარტყელა კალმახ...   Sep 10 2009, 18:55
- - კუდიგორელი   90-იანების ბოლოს ბიძ...   Sep 11 2009, 12:11
- - შარკი   დიდი შანსია, რომ მო...   Sep 13 2009, 07:42
- - ბესო   შარკი +1 მართალია... ...   Sep 13 2009, 09:19
- - FISHING CLUB   მეც, ვფიქრობ რო უნდ...   Sep 13 2009, 15:51
- - ვიტო   ბესო КАА troutbaiter რა ხდ...   Sep 18 2009, 22:27
- - ბესო   ვიტო არაფერი მოგვ...   Sep 19 2009, 00:41
- - ბესო   ნებისმიერი თევზი ი...   Sep 24 2009, 01:44
- - geeo   როგორ წყლებში უყვა...   Aug 10 2010, 14:58
|- - ბესო   ციტატა(geeo @ Aug 10 2010, 15...   Aug 10 2010, 19:24
- - nikoloza_migina   ბევრი ადგილები ვიც...   Aug 13 2010, 19:04
|- - (dila)adriano   ციტატა(nikoloza_migina @ Aug 13 2...   Sep 3 2010, 15:11
|- - nikoloza_migina   ციტატა((dila)adriano @ Se...   Sep 5 2010, 11:44
- - Nukry Max   ესეც შენი კალმახუნ...   Aug 13 2010, 20:12
- - ვიტო   Nukry Max მაქედან კალმა...   Aug 16 2010, 13:19
- - ზახარა   ციტატა(vito @ 16th August 2010 ...   Sep 3 2010, 15:22
- - (dila)adriano   წლევანდელი სათევზ...   Nov 11 2011, 16:51
|- - akela1954   [quote name='(dila)adriano' date='Nov ...   Nov 12 2011, 21:15
- - ბესო   ციტატა((dila)adriano @ 11...   Nov 13 2011, 09:08
|- - akela1954   [quote name='ბესო' date='Nov 1...   Nov 13 2011, 22:33
- - მებადური   შევეცდები ჩამოვთვ...   Nov 13 2011, 10:57
- - (dila)adriano   მებადური გარდა იმ...   Nov 13 2011, 21:30
- - dmoral   შვეიცარია, ბერნის ...   Nov 16 2011, 15:40
- - T A M P L I E R   ეჰ   Nov 16 2011, 16:15
- - dmoral   ასე იყიდება ბათუმი...   Jul 4 2012, 20:48
- - ჭალიმგელა   dmoral დავით, დამჭერიც ...   Jul 4 2012, 21:13
- - hunter777   500 ლარი კირაა სისხლ...   Jul 4 2012, 21:53
- - გიგი   გოგა ხაჩიძეს დავურ...   Jul 4 2012, 22:12
|- - Maverick   QUOTE (გიგი @ Jul 4 2012, 23:12) ...   Jul 5 2012, 09:33
- - გიგი   ფეისბუქით დავაშეა...   Jul 4 2012, 22:20
- - jorj   ციტატა(გიგი @ 4th July 20...   Jul 4 2012, 22:21
- - გიგი   jorj მე ჩემსას ვიზავ......   Jul 4 2012, 22:23
- - Sos049   ნეტავი რისი გადამწ...   Jul 4 2012, 22:42
|- - hunter777   ციტატა(Sos049 @ Jul 4 2012, 23...   Jul 4 2012, 22:51
- - T A M P L I E R   Sos049   Jul 4 2012, 22:43
- - Sos049   ციტატა( T A M P L I E R @ Jul 4 2...   Jul 4 2012, 22:57
- - გიგი   Maverick დავტაგე კაცო... ...   Jul 5 2012, 09:37
- - Maverick   კედელზე უნდა მივწე...   Jul 5 2012, 09:38
- - გიგი   Maverick დახურული აქვს ...   Jul 5 2012, 09:39
- - ჩელე   სულ კალმახისთვის ს...   Jul 5 2012, 10:11
- - გიგი   ჩელე მე მცხელა!!...   Jul 5 2012, 10:14
- - kupra   ნამეტანი მოვლა პატ...   Jul 22 2012, 11:18
- - BIGმიშა   კალმახი ჩემი სუსტუ...   Jul 22 2012, 12:06
- - ზახარა   ბოლო პოსტები გადატ...   Jul 23 2012, 22:39
- - maradi   კალმახი დღესდღეობ...   Dec 14 2017, 09:29
- - უიარაღო   maradi მაგ ღონისძიებე...   Dec 14 2017, 10:08
- - შოთა.03   maradi მუშაობს მაგაზე ...   Dec 14 2017, 18:27


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 08:28