კალმახი, Salmo Trutta - Форель |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახი, Salmo Trutta - Форель |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
1. კალმახი - სიგრძე___70სმ. 1.წონა___3კგ.
2. კალმახი ტბის - სიგრძე___120სმ. 2წონა___20კგ. 3.კალმახი ცისარტყელა - სიგრძე___90სმ. 3წონა___10კგ. ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალში. კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე. ცოსარტყელა კალმახი უფრო ამტანია(ეგუებაწყლის ტემპერატურას 4*__30* ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მწერებით, მადი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით.ნაწილობრივ მტაცებელია, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავეებში.ჭამს თევზებს,ბაყაყებსა და სხვა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 9-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შევეცდები ჩამოვთვალო და მოკლედ ავღწერო ორაგულთა წარმომადგენლების ის სახეობები, რომლებიც ჩვენთან - საქართველოში - ბინადრობენ.
1. მდინარის კალმახი (salmo trutta, salmo fario), იგივე ნაკადულის კალმახი, იგივე კიდევ რა ვიცი რა... თევზი, რომელიც განეკუთვნება ევროპულ სახეობას და ძირითადათ ბინადრობს ამ კონტინენტის მთის მდინარეებში. ის ასევე იქნა შეყვანილი ამერიკის კონტინენტზე (მიახლოებით 100 წლის წინ), სადაც მას მოყავისფრო ფერის გამო შეარქვეს brown trout. მდინარის კალმახი ქვირითობს და ცხოვრობს მდინარეში, ის არ გადის მდინარიდან ზღვაში ან ტბებში (იშვიათი გამონაკლისების გარდა). 2. ტბის კალმახი (salmo trutta lacustris). გენეტიკურად მას მდინარის კალმახს მიაკუთვნებენ. ეს სახეობა, ისევე როგორც მდინარის კალმახი, ქვირითს ყრის მდინარეში, თუმცა შემდეგ ის გადის ტბაში, საიდანაც 2-3 წლის შემდეგ ისევ მდინარეს უბრუნდება ტოფობისთვის. ვფიქრობ ეს ის თევზია, რომელიც ჟინვალის წყალსაცავში ცხოვრობდა (ალბათ კიდევ ცხოვრობს და სავსებით სამართლიანად ეძახდნენ მას ორაგულს. ნებისმიერი კალმახი ხომ გენეტიკურად ორაგულია) და საქვირითოდ მდინარეებში მიმავალთ ადგილობრივები ანადგურებდნენ გზაზე.ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა წყარო შეუმოწმებელია, თავს ვერ დავდებ ამ სახეობის არსებობაზე საქართველოში. 3. ცისარტყელა კალმახი (oncorhynchus mykiss, Salmo Irideus Gibbons), ჩრდილო ამერიკის მკვიდრი. იგივე steel head. აი ამერიკიდან, 100 წლის წინ მდინარის კალმახის სანაცვლოდ ეს ჯიში იქნა ჩამოსახლებული ევროპაში სადაც ის ხელოვნურად მრავლდებოდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის მდინარეებში საკმაოდ წარმატებულად იწყო ბუნებრივი გამრავლება. 4. შავი ზღვის ორაგული (salmo trutta trutta, Salmo Trutta Labrax Pall). ეს სახეობა ასევე შეიძლება მდინარის კალმახის სახეობას მივაკუთვნოდ (გენეტიკურად), თუმცა ის ძირითად დროს მარილიან წყალში ატარებს. ტოფობაზე მდინარეებს უბრუნდება. რა თქმა უნდა არსებობს ამ 4 სახეობის სხვა ქვე ჯგუფებიც, რომელთაც მე არ - უფრო სწორედ ვერ - შევეხები. ეს იხტიოლოგებისთვის მიმინდია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 04:54 |