თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გველისმჭამელი
მდააა მოგვიწევს შეხვედრა თორე ისეთ რაღაცეებს წერთ გაგიჟდება კაცი. ერთ-ერთი ოპო პარტიის ლიდერებს ნუ დავემსგავსებით თავის მოგონილ ტყვილებზე თვითონვე რომ აკეთებენ კომენტარებს სხვა არაფერი რომ არ იყოს, რუსთავი 2-ზე არაერთხელ გადაცემულა რეპორტაჟი ფოთიდან უახლოესი2 წლის მანძილზე. ამის გამოძახილია ეს, მეტი არაფერი. პოლიტიკის ადგილი საერთოდ არ არის აქ და თუ არ ვცდები პოლიტიკურად ანგაჟირებული წერილი ჯერ არ დაუპოსტავს ვინმეს გარემოს დაცვის მისამართით. და თუკი ვინმე მაინც შეეცდება პოლიტიკურ ჭრილში საკითხის გადატანას, ჩემი აზრით, საკადრის პასუხს მიიღებს მოდერაციისგან, რადგან აქ საუბარია ბუნების დაცვაზე და მისი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე და არა "რას გვიშვება ეს მთავრობა"-ზე... ამ ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერ ვიყავი ფოთში სათვალავი ამერია.ყველას შევხვდი მსხვილ და წვრილ ლიცენზიანტებს, ე.წ.პალიასტომის ჯგუფს და ჯერჯერობით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ურთულესი პრობლემაა, მაგრამ ყველამ დაინახა რომ მათაც ვუსმენთ და მათ აზრს ვიზიარებთ. ასე რომ ინფორმაცია საკმაოდ გვაქვს და ვრეაგირებთ კიდეც. ეს უკვე ისეთი ინფრომაციაა, რომელიც ჩემთვის და ალბათ ამ ფორუმის წევრთა უმრავლესობისთვის უცნობი იყო. ამას მხოლოდ მივესალმები. მაც შეეხება ჩემ გაღიზიანებას მიჭირს თქვენთვის ვიღაცის მონაყოლის შეუვალ ჭეშმარიტებად აღქმა და შემდეგ სერიოზულად მსჯელობა, ამიტომ ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ და ლაივში ვიკამათოთ გასაგებია, მაგრამ ამისთვის 3 კაციანი ლიმიტი ძალიან ცოტაა. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 06:32 |