ჩაქირა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 44 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობა ფორუმელებო
გუგლიში ჩაქირაზე ვეძებდი ინფორმაციას და ამ თემას http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...%83%A0%E1%83%90 თავიდან ძალიან გამიხარდა თქვენი მონდომება და შემართება. უბრალოდ ვერ გავიგე რატომ დახურეგ ის თემა? მემგონი არც ისე უიმედო მდგომარეობაა ჩაქირასთან დაკავშირებით. იმ კაცის ძაღლები ექსტერიერით ძალიან გავს ძველ ფოტოზე შემონახულ ეგზემპლარს. მითუმეტეს ეგ ძაღლები თუ ნადირობენ რაში ხედავთ პრობლემას? ფენოტიპური ნაკლებს რაც შეეხება მაგისი გამოსწორება და ჯანმრთელი გენების ,,ამოქაჩვა’’ შეიძლება დროთა განმავლობაში. ჩემი აზრით ენთუზიასტები თუ მიაქცევენ ამ ჯიშს ყურადღებას სპეციალური სელექციის გარეშეც მივა კონკრეტული ერთი ტიპის სახეობამდე რაღაცა დროის განმავლობაში. მერე უკვე შეიძლება სტანდარტების ფიქსაციაზეც საუბარი....... რატომ უნდა დავკარგოთ ის რაც გვაქვს?! პირადად, ორმაგად მესიამოვნება, როცა ჩემ მონადირე ძაღლს ქართული წამომავლობა ექნება მოკლედ რამდენადაც წინა თემა წავიკითხე - ასე ვხედავ მდგომარეობას არსებობოს ადამიანი, რომელსაც ყავს მეტნაკლებად ჩაქირას მსგავსი ძაღლები, რომლებიც ნადირობენ მე იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს ამ ჯიშის სხვა ხაზიც. თუ მართლა არსებობს რო მოვინდომოჳთ, შეუძლებელი არაფერია, როგორმე მივაგნებთ იმ პიროვნებას მერე რაც უნდა გაკეთდეს..... მივუდგეთ ამ კაცს ისე რო ერთი ლეკვი მაინც მოგვცეს (მე პირადად მზად ვარ რო დაველაპარაკო, ავუხსნა რო ვნადირობ, ვიყიდო ან ვიჩუქო და გავზარდო ერთი ლეკვი) მეორე შტოდან რომელიმე სხვა ენთუზიასტმა აიყვანოს საპირისპირო სქესის ლეკვი, რომელსაც დაგეშავს დაგეშავს და ანადირებს მერე ეს ძაღლები შევაჯვაროთ და მგონი არის იმდენი ენთუზიასტი რო მაგათი შთამომავლობა რამდენიმე ძაღლი გაზარდოს.... მოკლედ ასე თუ ისე ეს ჯიში თუ გამრავლდა შეგნებული მონადირეების ხელში, რომლებიც უვლიან ძაღლებს და თან ანადირებენ, ვინ იცის როგორი თვისებები გამოავლინოს ამ ჯიშმა...... თუ ძალიან დაბუნძურებული არაა ჯიში, ჩემი აზრით შთამომავლობაში არ უნდა იყოს ძალიან განსხვავებული ინდივიდები...... რავიცი.... იქნება ასეთ დონეზე მაინც გადავარჩინოთ ჯიში ჯერჯერობით და მერე თუ ვინმე უფრო სერიოზულად მოკიდებს ხელს სტანდარტებამდე და რეგისტრაციამდეც მივიდეს საქმე ![]() გადაღლილი ვარ საკმაოდ, ცოტა გაუგებრად ვწერე ზემოთ მგონი, მარა იმედია მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა ![]() ველოდები თქვენი, ფორუმელების პასუხს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რო თუ ექსპერიმენტს გადაწყვეტთ მე მზად ვარ ერთი ლეკვი ავიყვანო და ვუზრუნველყო მისი კარგად გაზრდა და გაწვრთნა ![]() პატივისცემით გიორგი.... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 21:39 |