ჩაქირა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 44 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Bonehill
1)ჯიში არ არსებობს რას ნიშნავს? დარგისტრირებული რომ არაა გასაგებიამ მაგრამ რაღაც სახით ხომ არის შემორჩენილი?! 2) მქსიმუმ ყკვერნას გეკიდოს რას ნიშნავს? ,,მეკვერნე'' რახან აქვს დამატებით სახელი იმას კი არა ნიშნავს რო კვერნის გარდა არაფერზე ინადირებს. უბრალოდ უფრო კვერნაზე სანადიროდ ხმარობდნენ ალბათ მაგ ჯიშს. მასე როდერიული რიჯბეკი მარტო ლომს გასდევს? ![]() 3) ჯერ ერთი ის კაცი ანადირებს, რამდენად სუფთა ჩაქირაა ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ასე თუ ისე ,,მუშა'' ხაზია და დეკორატიულად არ ყავს ის ძაღლები. დავუშვად დეკორატიულიც რომ იყოს და მარტო სახლის დაცვის ფუნქციაც რო ქონდეს შერჩენილი რატომ არ უნდა გადავარჩინოთ ჯიში, რომელიც ქართულია, თუკი ამისი შესაძლებლობა ოდნავ მაინც არსებობს?!. ძალიან ბევრი ფუნქცია დაკარგული ჯიშია დღეს, მაგრამ არავის სპობს მათ (აქვე გავიმეორებ კიდე რო მითუმეტეს ამ შემხვევაში ფუნქცია დაკარგული არ აქვს) ბესო იმ კაცმა რამდენადაც სწორედ გავიგე თქვა რო სხვა ხაზიც იყო ხო? ანუ არ უღიარებია, რომ ისე ლეკვები ახლონათესავების დართვით იყო მიღებული ხო? ცოტა ძნელი და უხერხულია ასე ,,ზეპირად'' ფორუმიდან ლაპრაკი, მარა იქნება დავაინტერესოთ ის გაცი რო გაგვანდოს სხვა კერა თუ არის სადმე..... გურიაში მყავს ახლობლები და იქნება გავიკIთხო და შემთხვევით სადმე წავაწყდე ერთ ეგზემპლარს მაინც. დავიჯერო ყველამ ასე ერთბაშად დაწყვიტა? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 03:59 |