Ponsness-Warren 375C Du-O-Matic, დასატენი მოწყობილობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Ponsness-Warren 375C Du-O-Matic, დასატენი მოწყობილობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გვერდზე თემაში დიდი პოლემიკა გამოიწვია სახლში დამზადებული ვაზნების საკითხმა. ჩემი აზრით, ჩვენში გამოყენება რომ ჰპოვოს რელოდინგის თანამედროვე მოწყობილობებმა (პრესები), მინიმუმ 10-20%-ით მაინც გაიზრდებოდა რელოდინგის მოყვარულთა რაოდენობა.
საბჭოური პრიმიტიული მოწყობილობებით დატენვა მართლაც არ არის მიმზიდველი გარკვეულწილად. რელოდინგის პოპულარიზაციის მიზნით, გთავაზობთ ინფორმაციას ერთ-ერთ საუკეთესო პრესზე, რომელსაც იყენებენ ამერიკელი მონადირეები და არა მარტო ისინი. ეს არის Ponsness-Warren 375 Du-O-Matic ![]() ![]() აღნიშნული პრესი არის ე.წ. single stage-ი ანუ ერთდროულად მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვაზნის დატენვა, თუმცა ეს სავსებით საკმარისია მონადირისთვის, ვინაიდან ამ პრესის საშუალებით საათში დაახლოებით 150-200 ვაზნა მზადდება. თუ მონადირე სპორტული სროლით არ არის დაკავებული, სინგლ სთეიჯი ტიპის პრესი მისთვის სავსებით მისაღებია. მწარმოებელია Ponsness-Warren მდებარეობა: ჩრდ. აიდაჰო, აშშ ყალიბთა ჩამონათვალი, რომელთათვისაც გამოდის პრესი: 12 Ga. 2 3/4" 12 Ga. 3 12 Ga. 3 1/2" 12/20 Ga. 3 1/2" 10 Ga. 3-1/2" 16 Ga. 2 3/4" 20 Ga. 2 3/4" 20 Ga. 3" 28 Ga. 2 3/4" .410 Ga. 2 1/2" .410 Ga. 3" უპირატესობა სხვა პრესებთან შედარებით: 1. არის მყარი ფოლადის კონსტრუქციის, რომელიც რეგულარული მოვლის პირობებში ხანგრძლივ ექსპლუატაციას ექვემდებარება. ხანგრძლივობა განისაზღვრება რამდენიმე ათეული წლით. რათქმაუნდა ყველაფერი დამოკიდებულია მოვლაზე. 2. პრესს გააჩნია ჰილზის იმგვარად ჩასამაგრებელი კონსტრუქცია, რაც გამორიცხავს ჰილზის დეფორმაციას დატენვის პროცესში. ![]() ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ სხვა პრესს ეს ნაკლი აქვს და ხშირია ჰილზის გაფუჭების შემთხვევები. აი, პონსნესით დატენილი ვაზნები ![]() ფასი მერყეობს 330-დან 430 აშშ დოლარამდე. წყარო: http://www.reloaders.com/catalog/product_i...products_id=202 http://talks.guns.ru/forummessage/11/272726-2.html |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გიორგი
სტამბულში იქნება, მაგრამ არა მგონია სწორედ ეს პრესი იაფად იშოვო, რადგან თავად ქარხანა ყიდის ძვირად. ეს ერთ-ერთი საკმაოდ ძვირიანი პრესია თავის კლასში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:39 |