LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
Nov 7 2011, 14:54
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი. სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება. კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია. გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის. განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა. 1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება. 2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა 3. დენთის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს. 5. საფანტის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის. 7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა. ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები. კომენტარი: კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე. სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება. სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.) შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული . მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი. ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც. |
|
|
Dec 12 2011, 11:04
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 306 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ანუ როგორც მივხვდი არ მოსდევს თავისი საზომვები ხო ბონე,მაგ ფასიანისთვის უნდა იყოს წესით მოყოლებული სარწყაოები ,და ერთი რამ მაინტერესებს საიტერესო იქნება როგორც ჩემთვის ასევე მგონი სხვებსაც დააინტერესებთ რო რა დენთს ხმარობენ ასეთს რო სარწყაოს უნდა გადაკეთება,საფანტი გასაგებია მაგრამ დენთი ცოტა სხვა საკითხი არის.საფანტზეც ის შემიძლია ვთქვა რაც ვიცი რო ერთი ცალი ბურთულა რომავიღოთ და სხვადასხვა მაღაზიაში შევიდეთ და ნაყიდ საფანტსშევადაროთ სულ სხვადასხვა გრამებს მივიღებთ ამ ბურტულების ,ამიტომ დავფიქრდი და ასეთი შეკითხვა გამიჩნდა რო მაგ სატენის საფანტის სარწყაო გრამებით არის თუ მოცულობით ივსება ,თუმოცულობით ივსება მაშინ მაინც შეცდომით ჩაყრის ვაზნაში თუ გრამებით ივსება მაშინ მაინც შეცდომაა იმიტომრომ ვაზნა შეიძლება არგაივსოს და შესაბამისად მოხვევაც არასწორად გაკეთდეს როგორც წინა ჩემს მიერ დადებული ლინკიდან გამოჩნდა (ვერ შეკრას კარგად ვაზნის პირი) რაც დიდი შეცდომაარის
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 17:41 |