გამოვიდა პირველი ფუნდამენტალური ნაშრომი, იარაღის მოყვარულთა საყურადღებოდ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გამოვიდა პირველი ფუნდამენტალური ნაშრომი, იარაღის მოყვარულთა საყურადღებოდ |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამოვიდა პირველი ქართული ფუნდამენტალური ნაშრომი , სამაგიდო წიგნი "სანადირო თოფი"
მისი ავტორია; მკვლევარი, მწერალი , საზოგადო მოღვაწე, მონადირე , სანადირო -სპორტული თოფის უბადლო დამფასებელი, შემფასებელი და მცოდენე - ოთარ ლომთაძე. წიგნზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში (!). წიგნი "სანადირო თოფი" ეყრდნობა ისტორიულ ცნობებს, იარაღის განვითარების მსოფლიო ქრონოლოგიას... წიგნი მოგვითხრობს ისტორიამდელი ეპოქის , პირველყოფილი სანადირო იარაღიდან ნიტრო წამლისა და ფოლადის საფანტის ეპოქამდე ყოველ მნიშვნელოვან მოვლენას... პ.ს. ამ წიგნში არ ფიგურირებს პლაგიატი, არაა გადმოთარგმნილი თანამედროვე მასალა უცხოური საიტებიდან, არ წარმოადგენს იაფ ფასიან სტატიების ნაკრებს, არაა გამოყენებული დილეტანტური ცოდნა, არაა სახელდახელოდ შედგენილი... არამედ ავტორის მიერ, მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგია. ჩემის აზრით მყიდველი ნადმვილად არ დაინანებს... ![]() ![]() ![]() ![]() შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში: "მაგნუმი", "ქარავანი", "დენთი", "კულა" მაცნეს ჯიხურებში. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ასეთი დონის ნაშრომი (თანაც წიგნის სახით) ქართულ ენაზე ჯერ არ შექმნილა (სანადირო თოფებს რაც შეეხება), და სიმართლე გითხრათ ცოტა მიკვირს და მწყინს კიდეც, რომ ქართველ მონადირეთა და იარაღის მოყვარულთა საზოგადოებამ ისე ჩაატარა ეს ფაქტი გეგონება თვეში ერთხელ იყვნენ ანალოგიური წიგნების გამოსვლით განებივრებულნი.
მე პირადად საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო სანადირო იარაღების მცოდნემ და კოლექციონერმა ბ-ნ გ.კ.-მ (ამ წიგნშიც ასეა ის ბევრჯერ მოხსენიებული) გამოსვლის დრესვე დამირეკა და მირჩია ეს სიამოვნება არ გამოტოვოო. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ლევანს, რომ გამაცნო ეს კაცი. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვწერ, რომ ვიღაცას ან რამეს გავუწიო რეკლამა, უბრალოდ გამიჩნდა ასეთი აზრი, რომ როდესაც 15-20 ფორუმელი გულდასმით წაიკითხავს ამ წიგნს, ხომ არ მოგვეწყო ავტორთან შეხვედრის საღამო მრავალი საინტერესო შეკითხვებით და გული მიგრძნობს მას უკვე დაწერილთან შედარებით არანაკლებ საინტერესო რამეების მოყოლა შეუძლია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 09:07 |